ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2016


ძილის ღმერთები

თქვენ,
ძილის ღმერთებო,
მიეცით მოსვენება
ყველა
ვერდაბადებულ ბავშვთა დედას,
ღამენათევი რომ უზის ტახტთან
ნაჭრის თოჯინას.
და ნაგვის ურნიდან ამოსული კატის კნავილი
მტირალი ჩვილის სანატრელი ხმა რომ ჰგონია.

თქვენ,
ძილის ღმერთებო,
მიეცით მოსვენება
ყველა
ვერჩასახულ ბავშვთა დედას,
რომლის სხეული ქმრის გვერდით წევს ღამით
და ისე
ჩამომხმარ თითებს
უნაყოფო მუცელზე იდებს დარდით
და წარმოსახულ მისსა ნაყოფს ეთამაშება.

თქვენ,
ძილის ღმერთებო,
მიეცით მოსვენება
ყველა
ნააბორტალ ბავშვთა დედას,
რომლის მუცელი ახლა მხოლოდ ფასადია
და სხვა არა რა.
და როცა თვალებს დახუჭავენ
ძილის ღმერთებო,
ნუ დაასიზმრებ
მოკლულ ჩვილთა სიცილს, თუ ტირილს.
(ნუ შეაშინებთ
ძილის ღმერთებო.)

და თქვენ ღმერთებო,
ძილისა თუ ღვიძილის,
მიეცით მოსვენება
ყველა დედას
განურჩევლად რასისა, მრწამსისა და ეროვნებისა,
რომელიც ყოველ დილით,
შუბლზე კოცნითა და 
პირჯვრის გადასახვით აცილებს
შორ გზაზე შვილს.
და ყოველ საღამოს,
ფანჯარასთან ზის
მოლოდინებზე დაყრდობილი,
და დაღლილ თვალებს მიათრევს სილუეტისკენ,
რომელიც თვალთახედვიდან დღითიდღე ქრება.

სალამი
უმადურ შვილთა დედებო!
და თქვენ, ღმერთებო
თუ კი სადმე გძინავთ,
თუ კი სადმე ფხიზლიობთ,
გთხოვთ,
დაიფაროთ ყველა მათგანი!

ადიოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს