 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 26 ოქტომბერი, 2019 |
ლოდინი... ლოგინი... ლომი და სხვა ზოდიაქო, ვარსკვლავი არსად, და არც ცაა ახლოს! - ვის ელოდები ჟანეტ? - პიერს დედა. - დაბრუნდება? - აუცილებლად! დამპირდა ღამის პეიზაჟების გადაღებას როგორც კი მოვრჩები, დავბრუნდებიო. უჩემოდ ნუ დაიძინებო. - კარგი, დაელოდე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ის წავიდა. - ეგ ეჭვები, ჩემთვის გამჭვირვალე, გაფილტრული წყალია, რომელსაც ღამით ჭიქაში ვაჩერებ, რადგან უფრო გაიფილტროს, შემდეგ კი ვსვამ. - ონკანი გაფუჭებულია. უკვე რამდენიმე დღეა რაც ჭის წყალს სვამ. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ. - ჭაში ჩახედვის მუდამ მეშინოდა, გახსოვს? - მახსოვს, მაგრამ შეიცვალე... - მახსოვს პარიზში, რომ ჩავედით წვიმიანი დღე იყო. მატარებლიდან ჩამოსვლისას ბაქანზე ფეხი დამიცურდა და მის მკლავებში აღმოვჩნდი. დამიჭირა. არც უყოყმანია ისე მკითხა; რამე ხომ არ იტკინეთ გოგონაო? თან უკვე ხელჩამორთმეულებს გამეცნო, მე პიერი მქვიაო. ფოტოგრაფი ვარ და სწორედ თქვენ გეძებდითო! არადა, მან, არ იცოდა, რომ მე მოდელობაზე ვოცნებობდი, და რომ ყველაფერზე უარი ვთქვი მის გამო. ჯერ ჩამოვჯექი და შემდეგ დავწექი. - უკვე იწექი მასთან? - დედაა?!... - რა, დედა?!.. - არაფერი. ჯერ არა. ალბათ არც მომიწევს, რადგან ობიექტივის მსხვერპლი ვარ მხოლოდ, სხვის თითებში. - ეგ ობიექტივი კარგია, რომ შტატივზე არ აქვს მიმაგრებული. - დედაა... *** დივანიდან წამოდგა, სამზარეულოში გავიდა და წყალი ორ ლიტრიანი პლასტმასის ბოთლიდან დაისხა. ეტიკეტზე ეწერა „ჭის წყალი“. „ჭის წყალი მეტად სასარგებლოა და ონკანისას გაცილებით სჯობსო“, ამბობდა დედა. - კესო, გამორთე ტელევიზორი, უკვე გვიანია. ადი ოთახში და დაწექი! - მოიცა რააა... ჩემი შორტი სად არის? დამცხა! - სარეცხის მანქანაშია. - ვინ გითხრა, ჩემ ოთახში შედი და დაალაგეო? კარგი რა დედა, კარგი რააა... - არ შევსულვარ. ნენსი ათრევდა და გლეჯდა. დროზე ავართვი. - მოვკლააავ!... სად არის? - შენს უკან, ფეხებთან. - ნენსი, საყვარელო, მეორედ ხომ არ გააკეთებ ეგრე? ახლა ტრუსებით მომიწევს სიარული ოთახებში. - ეგღა გვაკლია, რომ ტრუსებით ირბინო, ოთახებში. - რა მოხდა დედა, მხოლოდ მე და შენ ვართ. მამა არც მყოლია, შენი წყალობით, არც ძმა და არც ვინმე მეგობარი, რომელსაც ჩემ ლოგინში ჩაგორება არ მოუნდება, გოგო იქნება თუ ბიჭი. ყველას მოვწონვარ, ყველას მხოლოდ ერთი ჟინი ჰკლავთ, დამეუფლონ! - რეებს, როშავ შვილო?! - ხმაში კანკალი დაეტყო დედას, რომელიც ქმარს, მხოლოდ იმის გამო დაშორდა, რომ ერთი გაუცრელი ყალთაბანდი იყო, ლოთი და უიღბლო. და ეს ყველაფერი უნდა ვისმინო, არა, შენგან? - უნდა მოისმინო, რა თქმა უნდა! ჩათვალე, რომ რჩევა მუდამ სასიკეთოა, მაგრამ გაითვალისწინო - კარგავ უნარს მიიღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. ეს კი მწარე გაკვეთილების სიმრავლეს გამოიწვევს მომავალში, ჩემთვის! უბრალოდ მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა, ჩემი პატარა შეცდომებით, მაგრამ ჩემი და არა სხვისი რჩევის შედეგად გამოწვეული. უბრალოდ ის სხვა დამნაშავე არ იქნება და მხოლოდ საკუთარ თავს განვსჯი, მხოლოდ საკუთარს. გესმის დედაა? - ჰო, კარგი, დაწყნარდი!იყავი ტრუსებში და ეს მაისურიც გაიხადე, რა თქმა უნდა თუ ეს დაგამშვიდებს. - დამამშვიდებს. - იქნებ ძილმა დაგამშვიდოს? - არა, ფილმის ყურებას დავასრულებ და შემდეგ დავწვები. მანამდე ნენსის დაუყარე ჯამში, საჭმელი. არ აქვს. - კარგი, შვილო. ახლავე! არადა დღე მეტად მშვიდი, თბილი და სასიამვნო ნიავით დაიწყო და დაღამდა. ღამე ძარღვიანი გამოდგა - მსხვილი ტოტები, სახლის წინ, სისხლით სავსე კაპილარებს წააგავდნენ მთვარის შუქზე. ფოთლები კი მორიელის კუდებს, შხამის გარეშე. ბნელოდა ფანჯარასთან, კესოს ფანჯარასთან, სადაც მოშიშვლებულ მკერდს სარკის წინ უმზერდა და ტკბებოდა მზესუმზირისოდენა კერტებით. დახტოდა, ცეკვავდა, ტრუსის ყელს თითებით ეთამაშებოდა. ზურგსაც აქცევდა სარკეს და ჩონგურისებ თეძოებს კმაყოფილებით ათვალიერებდა. ერთობ ძლიერ იზიდავდა მისივე სხეული და მოწოლილი ვნებების დასაცხრომად, აბაზანაში განმარტოვდებოდა ხოლმე. აბაზანამდე კი იყო გადაწეული ფარდები, რომლის წყალობით მეზობლის ბიჭი ასევე ანაყრებდა თვალებს, გულსა და სხეულს ამ საოცარი არსების ფარფატით. თვით პეპელა დაფრინავდა ოთახში სადაც სივრცე იმდენად მცირე იყო, რომ სრულ დაბნელებამდე შეუსვენებლივ დაფრინავდა. დასასრულს ლოგინში განმარტოვდებოდნენ; მშიერი ლომი და პეპელა, რომელიც ლომის ფაფარს ასე ურცხვად ყალყზე აყენებდა. და გრძელდებოდა კესოს ონავრობა, ჯიუტობა, ურჩობა ოდეს ახალი თავგადასავალის მონაწილე არ გახდა. დაიხურა ფარდა, სარკეს ჩამოაფარეს და დედაც ოთახიდან გაიტანეს. ეს ერთი წლის შემდეგ მოხდა. მაშინ კი მიხვდა, რომ დედაც იყო პეპელა, მამაც ლომი და ღამე ყოველთვის მუქი ლურჯი, რაც ან უფრო მუქდება ან უბრალოდ საშლელის დახმარებით ცდილობ ოდნავ მაინც გააღიავო, შემდეგ გაანიავო ყველა ფერი! შუქნიშნის ქვეშ დგომას არასოდეს ეგუებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ დაუცდა ფეხი როცა ქუჩის გადაკვეთას აპირებდა. წვიმდა იმ დღეს - არაუშავს, ხომ კარგად ხართ? - როგორც კი სახე იხილა ვაჟმა მისი, იცნო. - მადლობთ, კარგად ვარ! თქვენ, თქვენ?! - დიახ, თქვენი წინ ფანჯრის მეზობელი ვარ. დაჩი! - სიწითლის თანხლებით გაეცნო გოგოს, ის. - კესო! - თვალები მოკრძალებით დაუხარა ბიჭს კესომ. - შუქნიშნისთვის არ შეგიხედავთ. - არ მიყვარს დაბრკოლებები. - მეც. გაგაცილებთ! სახლში მიდიხართ? ეს თქვენი ხელჩანთაა? - ხელი წაავლო იქვე ასფალტზე დაგდებულ ხელჩანთას. - დიახ. მადლობთ. - რას ამბობთ. ე.ი გაგაცილოთ, არა? - თუ ასე დაჟინებით მთხოვთ. რა გაეწყობა? - არც არაფერი. გზა ძალიან დამოკლდა. შემოაღამდათ. ერთმანეთს უღიმოდნენ, მაგრამ თითქმის არაფერს ეუბნებოდნენ ერთმანეთს. რამდენიმე შეკითხვა წიგნებზე და მუსიკაზე. შემდეგ გატაცებებზე.ეს იყო რისი თქმაც მოასწრეს კარის ზღურბლამდე. - არა, შემდეგ იყოს! - რა თქვით?! - მეგონა, მკითხეთ. - არაფერი მიკითხავს. - გულით გაიღიმა კესომ და ბიჭს ნიშნად მადლობისა ლოყაზე თბილად ეამბორა. - მადლობა ლომო! - ჰო, ლოგინამდე გრძელი გზაა, მაგრამ ეს გზა გამოდგა ძალიან მოკლე. ზოდიაქოთი რა ხართ? - სხვა ზოდიაქოს შვილი ვარ, სულ სხვა, ჩემი ვარსკვლავი ამ გალაქტიკის მკვიდრი არ არის. - კარგი. ხვალ შევხვდებით? - თბილი ხმით ჩასჩურჩულა ყურში დაჩიმ. - ჯერ ფილმის ყურება არ დამისრულებია. - რა ფილმის? - ჩემი ფილმის. - უცნაურია, რეჟისორი ხართ? - ნახვამდის დაჩი! - კარის მიღმა გაუჩინარდა, კესო. „ნეტავ, რატომ არ არის ცაა ახლოს, რომ მე შენი გალაქტიკა დავინახო!“ - მთელი ხმით იყვირა მან, როცა სადარბაზოდან გამოვიდა. ფანჯრიდან კესომაც გადმოიხედა, მეზობლებთან ერთად. მხოლოდ გრძელი თმები შენიშნა ვაჟმა. მან ხელი დაუქნია! - მე ფოტოგრაფი ვარ, კესო! ფო-ტო-გრა-ფიი!!! - ვიციი! - გაისმა ციდან პასუხი. *** - დარწმუნებული ხართ, ქალბატონო? - დიახ, იმ ყმაწვილთან ერთად ვნახე წუხელ. - მადლობთ! - არაფრის ოფიცერო! - როგორ არის საქმე? - მიმართა გამომძებელმა, ექსპერტ-კრიმინალისტებს, რომლებიც ადილზე ატარებდნენ წინასწარ კვლევებს. - ძალადობის კვალი არ აღენიშნება, სავარაუდოდ, ეს თვით მკვლელობაა. წერილი მეტყველებს, ასევე. - აქ მხოლოდ სამი სიტყვა წერია: „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ და ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს... ის ბიჭი უნდა დავკითხოთ, ფოტოგრაფი. გამომყევი გიორგი. - ახლავე. კარზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა დაჩი, რომელსაც ფანჯრის თაროზე ჩასძინებოდა. უფრო ძლიერად გაისმა კაკუნის ხმა. ამჯერად გაბმულად. კართან პოლიციელები შენიშნა... *** შეუჩერებლად იმეორებდა, დაჩი: „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ მას შემდეგ რაც სუიციდის მცდელობისას გადარჩა. *** „დედა, როგორ მომენატრე და შენ გამოჩნდი, დაგინახე!“ დედა იყო პეპელა, მამა ლომი და ღამე ყოველთვის მუქი ლურჯი, რაც ან უფრო მუქდება ან უბრალოდ საშლელის დახმარებით ცდილობ ოდნავ მაინც გააღიავო, შემდეგ გაანიავო ყველა ფერი! *** ლოდინი... ლოგინი... ლომი და სხვა ზოდიაქო, ვარსკვლავი არსად, და არც ცაა ახლოს! „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს...“ „შესაძლოა ის გამოჩნდეს......................“
გიგო რიონელი 11 ოქტომბერი 2016 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. როგორი აბურდული ამბავი იყო, აბსურდულიც...
და მომეწონა.
როგორი აბურდული ამბავი იყო, აბსურდულიც...
და მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|