ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: დრამატურგია
13 ოქტომბერი, 2016


სერია 1 - ბავშვის გამოცხადება - მინდა ბავშვი

მინდა ბავშვი - ბავშვის და მამის ურთიერთობაზეა. არც ბავშვმა და არც მამამ არ იცის თუ ვინ არის ამ ბავშვის დედა, რადგან იგი ჯერ არ დაბადებულა. ის რაღაც უხილავი ძალებით ახერხებს გამოეცხადოს მის მომავალ მამას და სთხოვს, რომ მოძებნოს ქალი, რომელიც მას გააჩენს და გახდება მისი მომავალი დედა, თუმცა მამას ამაზე არასდროს უფიქრია.


მენეჯერად დანიშვნა - (დღე, ოფისი).

(შეფის ოთახში კაკუნი).
ჯონი: მობრძანდით!
(კარი იღება, თითქოს წიხლი კრესო, არავინ შემოდის).
ჯონი: მობრძანდით!
(კარში არავინ დგას).
ჯონი: მობრძანდით მეთქი!
(კადრი კარში არავინ არ დგას).
ჯონი: ირაკლი შემოდი!
(კადრი კარში ისევ არავინ არის. რამდენიმე წამში გვერდულად, დამნაშავე ბავშვივით ჰყოფს თავს ირაკლი).
ირაკლი: შეიძლება?
ჯონი: ხო შეიძლება, შემოდი დროზე, სულ ესე რატო აკეთებ!
(თვალი აქვს ჩალურჯებული. უფროსის ოთახში მორიდებულად, შედის ირაკლი).
ჯონი: მოდი მეთქი რა დაგემართა?
ირაკლი: დიახ, უკაცრავად ბატონო ჯონი.
ჯონი: დაჯექი. რა ხდება, რატო დააგვიანე სამსახურში?
ირაკლი: არაფერი ისეთი, მანქანა გამიფუჭდა.
ჯონი: (თან წერს რაღაცას და ზერელედ ეკითხება) მერე რითი მოხვედი?
ირაკლი: ბუქსირით.
ჯონი: (გაკვირვებული შეხედავს, გააგრძელებს წერას ისევ ზერელედ ეკითხება) გუშინ იყიდე მანქანა და დღეს უკვე გაგიფუჭდა?!
ირაკლი: არა. გუშინვე გამიფუჭდა.
ჯონი: (შენიშნავს ჩალურჯებულ თვალს) თვალზე რა დაგემართა?
ირაკლი: სად? (ხელს იდებს მეორე თვალზე) არაფერი, რა უნდა დამმართნოდა.
ჯონი: მეორე თვალზე გეკითხები.
ირაკლი: (მერე მეორეზე დაიდებს) ა, არაფერი, ერთმა მეგობარმა ხელი დამადო და ცოტა დამილურჯდა.
ჯონი: ხელის დადებით თვალი როგორ დაგილურჯდა?
ირაკლი: ძალიან მაგრად დამადო ბატონო ჯონი.
ჯონი: მოკლედ დღეს ძალიან სერიოზული საქმე მაქვს.
ირაკლი: კარგი, მე გავალ მაშინ ხელს აღარ შეგიშლით.
(მიდის).
ჯონი: მოიცადე, სად მიდიხარ, შენთან მაქვს საქმე!
ირაკლი: ა, გისმენთ.
(ტრიალდება, ჯდება ისევ).
ჯონი: მართალია ამ ბოლო დროს რაღაც არ მომწონხარ, მაგრამ ვატყობ, რომ შენ ამას შეძლებ.
ირაკლი: რათქმაუნდა შევძლებ ბატონო ჯონი!
ჯონი: რას აბა, რაზე გეუბნები?
ირაკლი: ხო რას აბა, რაზე მეუბნებით?
ჯონი: იმის გამო, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობამ ძალიან იკლო, შენი უფროსი კობა სამსახურიდან გავათავისუფლე.
ირაკლი: (მოძრაობა ხელით „Yees!”).
ჯონი: და მინდა, რომ კობას ადგილი შენ დაიკავო.
ირაკლი: (წამოხტება) ანუ მეც თავისუფალი ვარ?
ჯონი: არა, პირიქით. გაყიდვების ჯგუფის უფროსი დღეიდან შენ იქნები.
ირაკლი: ვაა, მაგარია. და ეგ რას ნიშნავს?
ჯონი: რას ნიშნავს და დაგაწინაურე დეგენერატო!
ირაკლი: მემგონი მე ამას ვერ შევძლებ ბატონო ჯონი. მენეჯერობა ჩემი საქმე არ არის.
ჯონი: დარწმუნებული ხარ?
ირაკლი: მემგონი მეთქი!
ჯონი: მოსაფიქრებელი დრო არა გვაქვს. თუ გგონია, რომ ვერ შეძლებ, გოგის ვეტყვი, დიდი ხანია უკვე ხელფასის მომატებას მთხოვს.
ირაკლი: რა თქვით? ხელფასი მეც მომემატება მაგ შემთხვევაში?
ჯონი: რათქმაუნდა. იმაზე ორჯერ მეტი გექნება რაც ეხლა გაქვს.
ირაკლი: მაშინ მე ვფიქრობ რო შევძლებ ბატონო ჯონი. ჩემი აზრით მენეჯერობა ჩემი საქმეა.
ჯონი: კარგი, დღეს ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელს შეატყობინე, რომ ხვალიდან ამ საქმეს შენ გაუძღვები.
ირაკლი: გასაგებია. ბატონო ჯონი, თქვენც რომ იცოდეთ ხვალიდან ამ საქმეს მე გავუძღვები.
ჯონი: მე რატო მეუბნები მაგას?
ირაკლი: ყველა თანამშრომელსო და პირველი თქვენ გითხარით. მერე რო არ გამომრჩეს.
(ჯონი რეკავს მდივანთან).
ჯონი: თიკო შემოდი ჩემთან.
თიკო: მარტო ხართ? (სექსუალურად)
ჯონი: არა საქმე მაქვს, შემოდი!
(შემოდის თიკო).
თიკო: გისმენთ ბატონო ჯონი.
(ირაკლი ჯონის აწყვეტინებს).
ირაკლი: ხვალიდან ამ საქმეს მე მივხედავ!
ჯონი: თიკო ხვალიდან გაყიდვების მენეჯერი ირაკლი იქნება.
თიკო: (შეიცხადებს, დაცინვით, თითის შვერით) ეს?
ჯონი: ხო. და მიდი ეხლავე თათბირი დანიშნე, ირაკლი გამართავს თავის თანამშრომლებთან.
ირაკლი: არა ბატონო ჯონი, ეხლა მზად არა ვარ მაგისთვის.
ჯონი: მზად ხარ!
ირაკლი: კი. მზად ვარ, მაგის თქმა მინდოდა.
ჯონი: თავისუფლები ხართ. აბა წარმატებები (ანიშნებს გადი საქმეს მიხედეო).
(თიკო და ირაკლი გადიან).


მენეჯერის პირველი თათბირი - (მართავს თათბირს თავის თანამშრომლებში).

(ირაკლი მიდის კორიდორში, სათათბიროში ვიღაც ორი ტიპი ნარდს თამაშობს, ზოგი ტელეფონზე ლაპარაკობს-მესიჯობს, რამდენიმე სკამი ცარიელია, ამის გამორჩეულ სავარძელზე ერთს ფეხები აქვს შემოწყობილი. მენეჯერი ირაკლი მკაცრი გულნატკენი გამოხედვით დადგება თავის სავარძელთან, შეათვალიერებს ხალხს, ამით მათი ცოტაოდენი ყურადღების მოპყრობას შეძლებს, ისიც არც ისე მორცხვად ჩამოიღებს ფეხებს სავარძელიდან).

ირაკლი: მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის. მინდა გითხრათ, რომ დღეიდან თქვენი უფროსი მე ვიქნები (ტაშს მოითხოვს, მაგრამ ამაოდ). მიუხედავად იმისა, რომ მე უფროსი ვარ, მე ყოველთვის ვიქნები თქვენი მეგობარი და მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ. მე ყველა თქვენთაგანს დიდ პატივს ვცემ.
(ერთ-ერთი თანამშრომელი გადის).
ირაკლი: ლევან გადიხარ უკვე?
ლევანი: კი.
ირაკლი: კი, მაგრამ ჯერ ეხლა დავიწყე საუბარი.
ლევანი: (კართან დგას უკვე, შემოტრიალდება) ა, მე მეგონა რო დაამთავრეთ (გაიხურავს კარს და გავა).
ირაკლი: კარგი, გავაგრძელოთ. მოკლედ საქმე ძალიან ცუდად არის. წლევანდელი შემოსავალი უკვე განახევრებულია. საერთო ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80 პროცენტით მოიკლო გაყიდვებმა, მემგონი სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
(თანამშრომელი ხელს წევს, ანიშნებს რო სიტყვის თქმა უნდა).
ირაკლი: გისმენ გიორგი.
გიორგი: მეც გავალ რა თუ შეიძლება.
ირაკლი: კი ბატონო, მაგრამ ბოლომდე დაგვემთავრებინა ჯერ.
გიორგი: მე გავალ და მერე რომელიმე მომიყვება.
ირაკლი: კეთილი. მოკლედ ჩემი აზრით, სამსახურში დროულად უნდა მოვიდეთ და მეტი ყურადღება...
თანამშრომელი: მეც გავალ და მომიყვებიან.
ირაკლი: და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კონკურენტი ორგანიზაციების ქმედებებს.
თანამშრომლები: ჩვენც გავალთ.
(ერთი თანამშრომელიღა დარჩება მაგიდასთან).
ირაკლი: პირველ რიგში უნდა მოვნახოთ გზები რომ შევამციროთ საქონლის თვითღირებულება.
თანამშრომელი: მეც გავალ და დაგტოვებთ თქვენის ნებართვით.
ირაკლი: მოითმინეთ, ჯერ დავამთავრებ სათქმელს, ბევრი აღარ დამრჩა.
თანამშრომელი: (კართან დგას. შეჭოჭმანდება) არაუშავს მომიყვებიან.
ირაკლი: (გაიცინებს) ვინღა მოგიყვებათ არავინ აღარ არის...
(იხურავს კარს)
ირაკლი: ანდაც პრინციპში მე ხო აქ ვარ და მე მოგიყვებით მერე (ჯდება სავარძელზე დაღონებული).
(შემოდის მდივანი ფურცლით).
თიკო: (კარზე კაკუნით, თავს შემოყოფს) შეიძლება?
ირაკლი: კი, კი თიკო შემოდი.
თიკო: ხელშეკრულებაზე ხელი მომიწერე რა (აგდებულად).
(ფურცელი ცარიელია).
ირაკლი: აქ არაფერი წერია?
თიკო: აუუუ, მოაწერე რა და მერე ამოვბეჭდავ, ეხლა შესვენება მაქვს.
ირაკლი: კაი (მოაწერს, თიკო გადის).


სახლში მისვლა - (საღამო, კორპუსის ბინაში).

(საბუთებით ხელში, შეხვდება მეზობელი რინა).

ირაკლი: ვა, რინა როგორ ხარ?
რინა: კარგად, აუ ირაკლი ლიფტის ფული ხო არ გაქვს ფეხით ჩასვლა მეზარება.
ირაკლი: კი, აიღე.
რინა: მადლობა (ჩადის კიბეებით).
(შედის სახლში, ფურცლები მოუხერხებლად ბევრი უჭირავს, რეკავს ტელეფონი და ძლივს იღებს ყურმილს, თან დადის ოთახებში).
ირაკლი: ალიო! ხო დედა, როგორა ხარ?
დედა: (ვარცხნილობას უკეთებენ) კარგად.
ირაკლი: ძალიან მომენატრე დედა.
დედა: ვიცი. დანარჩენ ფულს როდის გამომიგზავნი?
ირაკლი: რა დანარჩენ ფულს დედა, გაზრდის ფული ხო მოგეცი უკვე?
დედა: გაზრდის კი, გაჩენის - არა. შენ გაჩენა ადვილი ხო არ გგონია?
ირაკლი: ა, კარგი დედიკო, ხვალ გადმოგირიცხავ.
დედა: ხო დროზე შვილო (ტელეფონის გათიშვას აპირებს).
ირაკლი: ისა, დედა!
დედა: (ხმაზე ისევ ყურზე მიიდებს) ხო რა არი?
ირაკლი: შენ როდის ჩამოხვალ?
დედა: უფფ (თიშავს ტელეფონს, დებს).
ირაკლი: (გაკვირვებული დახედავს ტელეფონს და დადებს).

მეგობარი ხვდება სახლში - (კომპიუტერზე თამაშობს)

ირაკლი: შენ აქ რას აკეთებ?
ნიკა: ვა, მოხვედი?
ირაკლი: რამდენჯერ გითხარი ჩემი კომპიუტერი არ ჩართო მეთქი.
ნიკა: არ ჩამირთავს, რო შემოვედი ჩართული დამხვდა.
ირაკლი: რატო და როგორ შემოხვედი უჩემოდ ჩემს სახლში?
ნიკა: ეე, წავედი რა (მიდის გატეხილში).
ირაკლი: მეორედ უჩემოდ არ შემოხვიდე ჩემს სახლში (მიჰყვება კარამდე).
ნიკა: წადი რა აბა შენთან ერთად რა ვაკეთო?! (გაიხურავს კარს)

ბავშვის გამოცხადება

(ღამეა, ირაკლი კომპიუტერთან ზის, ფურცლები სავსე, მუშაობს, თან ძილი ერევა)

ბავშვი: მამა!
(ირაკლი გაიხედავს გაოგნებული).
ბავშვი: მამა!
(ირაკლი წამოჯდება, მიიხედავს არავინ არის).
ბავშვი: რას იხედები აქეთ-იქით, მაინც ვერ დამინახავ!
ირაკლი: რომელი ხარ?
ბავშვი: აბა თუ გამოიცნობ?
ირაკლი: (დაფიქრდება) ა, კომპიუტერში დამრჩა ხმა ჩართული.
ბავშვი: ხო, გამოიცანი და შენ მოიგე კომპიუტერი და მაცივარი! (ეკაიფება)
(ირაკლი სწრაფად გათიშავს კომპიუტერს დენის წყაროდან, დამშვიდდება)
ბავშვი: (რამდენიმე წამში) Shut Down -ის გარეშე ხო იცი არ შეიძლება.
ირაკლი: რაა? რომელი ხარ?
ბავშვი: აბა თუ გამოიცნობ. ჰეჰე.
ირაკლი: ა, ტელევიზორია ჩართული.
(არ იყო ჩართული, მაგრამ მაინც აძრობს კაბელს, ნათურებს, ყველაფერს თიშავს, ფანჯრებს ხურავს და შეშინებული იყურება)
ბავშვი: სამწუხაროდ ვერ გამოიცანი, თქვენი დრო ამოიწურა!
ირაკლი: რომელი ხარ? (ყვირის)
ბავშვი: შენი შვილი ვარ.
ირაკლი: ჰჰ! (გაოცებისგან, დებილურად იცინის) რა ხარ?
ბავშვი: რა და შენი შვილი. ჰეჰეჰეჰე.
ირაკლი: მემგონი ძაან დავიღალე (წვება).
ბავშვი: ჰეჰეჰე, არ გჯერა ხო მამიკო?
ირაკლი: რა მამიკო, მე არ მყავს შვილი, საიდან მოიტანე?
ბავშვი: ჰეჰეჰე, მერე არ გინდა რო გყავდეს?
ირაკლი: არა!
ბავშვი: რატო, ხო იცი გაჩენა შენ არ მოგიწევს ჰეჰეჰე.
ირაკლი: შვილი რო მინდოდეს მეყოლებოდა კიდეც. ძილინებისა.
ბავშვი: მიდი აბა.
ირაკლი: რა მიდი აბა?!
ბავშვი: მიდი აბა, მოინდომე და გეყოლოს.
ირაკლი: როგორ უდნა მოვინდომო?
ბავშვი: ხო კაი, არაფერი გეხუმრები რაიყო.
ირაკლი: ჰეჰეჰეჰე, რა სასაცილო იყო. ეხლა დავიძინებ, თორე რაღაცეები მელანდება და ხვალ აქ აღარ დაგინახო (იქვე ბალიშს იდებს და დივანზე წვება, ხუჭავს თვალებს).
ბავშვი: ძილინებისა მამიკო.
ირაკლი: (ბალიშს ისვრის გაბრაზებული, მტვრევის ხმა ისმის და ბავშვიც ჩუმდება) ძილინებისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები