ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2016


ქვი- შას

ქარტეხილების
გადავლის შემდეგ,
ჩემს სამშობლოში,
ასე იტყვიანო:
წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ქვიშანი დარჩებიანო.
მეც მინდა, რომ არ დავიგვიანო,
ახლავე ვუთხრა მადლობა ქვიშას,-
მას, ვინც ღირსებაც,
პრინციპებიც  შეინარჩუნა და
ბრძოლის ველზე დარჩა უშიშრად.
ვინც არჩევანის ეს  გამოცდაც
გაიარა მტკიცედ და მშვიდად,
ვინც არ გატყდა და არ გაიყიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს