თეთრყირმიზა იყო და ოქროსკულულებიანი. მზე ვინ არისო მასთან შედარებით, იტყოდით მისი შემხედვარე და მართლაც, მზევინარი შეურქმევიათ მშობლებს. სიკეთით სავსე იყო, პატივსაცემი და პატივცემული ქმრისგან და დედამთილისაგან, მეზობლისაგან და ნათესავისგან, შორებელისგან და ახლობელისგან. ბევრი ინატრებდა ამისთანა ცოლს, მაგრამ ბედმა მას არგუნა მზევინარი, სტუმართმოყვარესა და ხელგაშლილს, ზრდილსა და გონიერს. უყვარდათ ერთმანეთი და ცა და ხმელეთი თავიანთი ეგონათ. სიმდიდრეს არ ესწრაფოდნენ, ღვთის ბოძებულს ჯერდებოდნენ, ბეწვის ხიდზეც ბევრჯერ გაუვლიათ და ცაშიც უნავარდიათ, ეკლიან ბალახზეც დაუჩხვლეტიათ ფეხები და ბულულებშიც უნანავიათ, ვერაფერმა შეარყია მათი ოჯახი, ხელიხელჩაკიდებულნი განაგრძობდნენ ცხოვრების დიდ შარაზე სიარულს თავის ოქროსფერთმიან ბიჭუნებთან ერთად, ლომის ბოკვერებს რომ ჰგავდნენ. 10-11 წლისანი იქნებოდნენ, ჯანმრთელები და ხალისიანები, ტოლ-სწორებში გამორჩეულნი. მშობლებს სწავლითაც ახარებდნენ, დედის ხელისგულებიდან კრეფდნენ ცოდნას. შვილებს გადაყოლილ დედას სხვა შვილების გაჩენაზე არ უფიქრია, ბევრი მუცელი მოიშალა, ზურგზე ცოდვები დაიყარა, როცა შვილის ყოლა მოუნდა, ღმერთმა აღარ მისცა, მხოლოდ 40 წელს მიღწეულს სიხარული ეწვია და გოგოს მოლოდინში გაინაბა. ზაფხულის იმ საღამოს ქმრსთვის ახალი ამბის გამხელა გადაწყვიტა, მხარდაჭერა ჭირდებოდა, ეშინოდა, ვერ შეძლებდა პატარას გაზრდას. არ ულხინდათ, ქმარი ხან მუშაობდა, ხან - არა, დედამთილი პენსიონერი იყო. ბებომ ბავშვები ეზოში ჩაიყვანა. ქმარი ტელეფონზე ლაპარაკობდა. ქალი ლოდინში გაიტრუნა, მიიძინა, გამოფხიზლებულს ქმრის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა: -თავი დამანებე, მეტი აღარ შემიძლია! - მიხვდა, რაღაცა უჭირდა, წამოდგა, რაც არ გაუკეთებია, ის გააკეთა, კაცს ყურმილი გამოართვა და ყურთან მიიტანა, ქმარმა არ დაუშალა, არ გაუბრაზდა. ყურმილში ნაცნობი ხმა გაისმა, მათი საერთო მეგობრის, - რატომ არ მოდიხარ ბავშვის სანახავად? - ყვავის ყრანტალად მოეჩვენა, ნათელი თვალები შეანათა ქმარს, რას ლაპარაკობსო ეს ქალიო, კაცს სახეზე ალმური აუვიდა. მზევინარი ყველაფერს მიხვდა, -გოგოა?1 -ჰკითხა ქმარს, მანაც თავი დაუქნია, - რა ხნისაა? - ისევ შეეკითხა მეუღლეს, -3 თვის, - გაისმა პასუხი. ქალი დაპატარავდა, მოიკუნტა, სახლში ახალმოსულ დედამთილს თვალები აარიდა, იმანაც, თითქოს რაღაცას მიხვდაო, შვილს გაბრაზებით გადახედა. გააცნობიერა, მოხუცს ვერაფერს ეტყოდა, ამ ამბავს გადაყვებოდა. ბავშვები მამას შემოეხვივნენ, მათი ხალისიანი სახეებიდან ნათელი გამოსჭვიოდა. ქალი ნაცემი ძაღლვით მიეგდო კუთხეში, ქმართან ნაცხოვრებმა წლებმა დაამძიმა, ცაში გაფრენა მოუნდა, მაგრამ წელი ვერ აითრია, სანთელივით დაიღვენთა, დადნა, კრიალოსანივით ათას ნაწილად დაიშალა, ყველა ნაწილი სტკიოდა, მეგობრის და ქმრის ღალატი, ბიჭების მომავალი, ოჯახის ავტორიტეტი, საზოგადოების აზრი, მის თვალწინ ქრებოდა იდეალური სამყარო, რომლის შექმნაზეც ამდენი იზრუნა. ის ხომ სიყვარულის გარდა არაფერს ითხოვდა?! ბოლოს აიკრიფა, გამაგრდა, გადაწყვიტა არავისთვის გაემხილა ეს ამბავი, შერიგებოდა მოღალატე ქმარს, რომელიც იქვე ტრიალებდა და თვალებით პატიებას სთხოვდა. ბავშვიც გააჩინა, გოგონა, მან გადაატანინა ღალატის სიმწარე, რომელიც წლებთან ერთად გაუნელდა, მხოლოდ ხანდახან შეახსენებს ხოლმე თავს, წვეტიანი შუშის ნატეხივით დაუტრიალდება გულ-მუცელში და ყველაფერს წვავს, ანადგურებს. ნეტავ რამდენი ხანი ცოცხლობს ადამიანი ნახევარი გულით?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. იდეალი არ უნდა შექმნა არც ქმრისგან და არც შვილისგან, საკუთარი თავისგან მითუმეტეს. ან უნდა მიიღო, როგორიც არის, თუ ვერ ღებულობს, განქორწინების სასამართლო ბაჟი 100 ლარს არ აღემატება.
ბოლო პერიოდია, ქართველი ქალები ქმრებს აღარ პატიობენ ცოლ-ქმრულ ღალატს და განქორწინებას ამჯობინებენ. მამაკაცების მიდრეკილება პოლიგამიურობისკენ, დაუძლეველი ზიზღის წყარო გახდა ქალებისთვის. ქალის განქორწინება მოღალატე ქმართან - მე, სწორად მიმაჩნია. არ არის საჭირო ამ პატიებით, სიზიფეს ლოდი დაიკიდო კისერზე და ისე იცხოვრო. თუ იტვირთე - იცხოვრე კიდეც, თუ არა და გაცილდი. ესაა ჩემი პასუხი მაგ კითხვაზე.
ისე, უგულოდაც ბევრი ცხოვრობს და გულიანზე უფრო ბედნიერად.
იდეალი არ უნდა შექმნა არც ქმრისგან და არც შვილისგან, საკუთარი თავისგან მითუმეტეს. ან უნდა მიიღო, როგორიც არის, თუ ვერ ღებულობს, განქორწინების სასამართლო ბაჟი 100 ლარს არ აღემატება.
ბოლო პერიოდია, ქართველი ქალები ქმრებს აღარ პატიობენ ცოლ-ქმრულ ღალატს და განქორწინებას ამჯობინებენ. მამაკაცების მიდრეკილება პოლიგამიურობისკენ, დაუძლეველი ზიზღის წყარო გახდა ქალებისთვის. ქალის განქორწინება მოღალატე ქმართან - მე, სწორად მიმაჩნია. არ არის საჭირო ამ პატიებით, სიზიფეს ლოდი დაიკიდო კისერზე და ისე იცხოვრო. თუ იტვირთე - იცხოვრე კიდეც, თუ არა და გაცილდი. ესაა ჩემი პასუხი მაგ კითხვაზე.
ისე, უგულოდაც ბევრი ცხოვრობს და გულიანზე უფრო ბედნიერად.
1. თუ აპატია მერე ნახევარი გულით არ უნდა იცხოვროს, თან უკვე პატარაც შეეძინა.
თუ აპატია მერე ნახევარი გულით არ უნდა იცხოვროს, თან უკვე პატარაც შეეძინა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|