 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2016 |
ცხოვრება გასულა ისე, როგორც მეგონა რომ წვიმდა და თურმე ბარდნიდა ხო ზუსტად ისე, არავინ ყოფილა წარსულში თურმე და არც მომავალში დარჩება ვინმე, ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს ირგვლივ არაფერია, და არაფერში გვეხვევა თაბრუ, მე თუ მკითხავდი არ გეტყოდი, არ ვიცოდი და არცოდნაში ცოდვაა, ცოდვა რაღაა. სხეული-მარტო-ეული, ორმაგი დეფიციტი და განცდა და სევდა და თურმე გავცვალეთ, გავცვალეთ ფიქრები, გრძნობები, ხასიათი, მივიღეთ იგივე დამტკიცდა სიმართლე, რომ ჩვენ ვართ სისულელე, და იგივე გავაიგივეთ, შევეგუეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება, რისთვისაც გვეგონა, რომ ღირდა არ ღირდა, რისთვის გვეგონა რომ გვინდა - რად გვინდა. მე შენში მომწონს, მე დღეს ვაპირებ, მე ეს არ მინდა და არ ვინანებ, წავალ დავწვები, გამოვიძინებ, ანათებს ქრება, არ ცხრება, არც ვითარდება, არც ცხრება, აღარც ანათებს, არც კვდება, და გრძელდება, გრძელდება ღამე , გრძელდება დღე, იცვლება ან არ იცვლება, რაღაცას ვერ ვამჩნევთ და ჩვენც ვიცვლებით, რომ გადავრჩეთ, რისთვის და იმისთვის, იმისთვის და არაფრისთვის, ჩვენ და არავინ, ჩვენ ან არავინ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უმფრო არავინ.
ნწ.
"ჩვენ" მარტო მყოფი სუბსტანციაა
:) უმფრო არავინ.
ნწ.
"ჩვენ" მარტო მყოფი სუბსტანციაა
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|