ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2016


ისევ შემიფარებს ქუჩა

თვალი გავახილე, ვფიქრობ
აქ რამ მომიყვანა ნეტავ,
მახსოვს არაფერი თითქოს
და ვერც გახსენებას ვბედავ.

ვხედავ თავს დამყურებს ქუჩა
ზიზღით თვალს მარიდებს მასა,
მზერას გავაყოლებ ურჩად
მერე შევაგინებ კარგსაც.

ფეხზე წამოვდექი ძნელად
ისევ სანახევროდ მთვრალი
ახლა ჩემს თვალებში ბნელა
თითქოს ჩამწოლია კვამლი.

რიტმი აერია ნაბიჯს
ჰოდა ჩამოვჯდები სადმე,
თვალწინ მოგონება დაქრის
აი გახსენებაც ვცადე.

წუხელ ვუერთგულე არაყს
კიდეც შემოვაკვდი მგონი,
თურმე მნიშვნელობა არც აქვს
შენი დავიწყების ლოდინს!

რაღაც სასწაული ძალით
სუნთქვის აჩქარებით ორგზის,
შენსკენ გამოვყევი წადილს
გული კიარ მოდის, მორბის.

ახლა არც კი მახსოვს მეტი
ქუჩის სასთუმალზე წოლის,
ნეტავ ისევ მქონდეს ერთი
ერთი ჭაჭით სავსე ბოთლი.

გულში ჩავიღვრიდი ვნებად
ყელში გადაცდენილ ტკივილს,
ყველა გულისმოკვლაც კვდება
თუკი დაადუმებ ჩივილს.

ათას უგზო-უკვლო ნაბიჯს
თუ კი გადავითვლი ფუჭად,
თუ ვერ მივაღწიე წადილს
ისევ შემიფარებს ქუჩა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები