ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2016


მდგმური (ექსპრომტი)

ის
თმაგაშლილი,
ფეხშიშველი,
ტუჩებმდუმარე.
მუქი თვალებით,
დეკოლტეში ორი მზის სხივით.
ფიქრებაშლილი,
ნაზთითება,
უბნის სტუმარი.
მოსული მდგმურად
ჩემი შეშლის მტკიცე მისიით.
უწყვეტი დროის გაჩერება
უფლის ქმნილება
დაუძლეველი ინსომნია მხოლოდ ამ უბნის
იდგა ეზოში, კაცის ყველა ფიქრის მხილებით
და ფეხის წვერზე აწეული კრეფდა ალუბალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები