| ავტორი: პაპია ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2016 |
ახალი ვერსია ვირ კუკურაზე (იუმორისტული) კუკურა დედაკაცი ვირი გახლდათ, მაგრამ შრომისმოყვარეობის გამო, მამაკაცის სახელი შეურჩიეს. იგი დაბმული იყო საბალახოდ და დაიკარგა. მრავალი ვერსია გადამოწმდა, მაგრამ არცერთი არ დადასტურდა. ბოლოსდაბოლოს, მე წამოვაყენე ვერსია, რომ კუკურა მგლებმა დაგლიჯეს, რადგან დანაშაულის ადგილიდან ასიოდ მეტრში, სისხლისა და ბანალის კვალი აღმოჩნდა. ეს ამბავი უბანმა მძიმედ გადაიტანა, ცხარე ცრემლებით დავტირით კუკურას და სამძიმარს ვუცხადებთ პატრონს, ბატონ ამირანს! შენი ხატულა ჩოკინა, ვირი, სახელად კუკური, ჩემო ამირან ქე იცი, რომ იყო ,,ვარდის კუკური.’’ ყველას უყვარდა საწყალი, ცრემლს ვაფრქვევთ მწარე ბოყინით, რა გვეშველება დღეიდან, ვინ ჩამოგვივლის ყროყინით. თვალები ჰქონდა გიშერის, მზერა გაფრენილ ხოხობის, უნდა დაგძრახოთ ამირან, ვერ უპატრონე ბოლომდის. იმ სატიალე მგლის ნაშობთ, გაუხმათ თვისი ღრანჭები, კუკურა გადაგვისანსლეს, შენ დაგრჩა ტყავის ნაჭრები. უი და ვაი ჩვენს თავ-პირს, უნდა ჩავიცვათ ძაძები, კუკური რომ აღარა გყავს, ნეტაი, ვისთან დაძვრები?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რათა ახალი ვერსია?! ისე კი, კაი იუმორისტულია ვითომ?
რათა ახალი ვერსია?! ისე კი, კაი იუმორისტულია ვითომ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|