ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარდღალა
ჟანრი: იუმორისტული
30 ნოემბერი, 2016


ამას რა უნდა დაარქვა)

ეს რამდენი გასულა ხანი ასე უთქვენოდ,
ისე არც კი მიკითხეთ, გამონაკლისს ბოდიში,
დაგვიძველდა მოყვრობაც თან იმდენად უკვე რომ,
გინებების მოწერაც მოსწყენია ბოსის შვილს.

რაც დაგტოვეთ სიახლე ვერაფერი ისეთი,
ისევ სტუდენტი ვარ და არ მეღირსა დიპლომი,
მთელი ეს პერიოდი (აქ თქვენ ჩასვით) ვიზელდი,
ვერ შექმნილი ოჯახიც უკვე გამოვიგლოვე.

ანუ ისევ ისეა ყველაფერი და ახლა
თქვენ მითხარით რა ხდება ურაკისში ახალი,
მუქარების შედეგად ვინმემ ვინმე გალახა?
ისევ მოყავთ საიტზე პიარისთვის მძახალი?

არის ვინმე ახალი სექსუალური გოგონა,
ვისაც ლექსის მაგივრად უფასებენ თეძოებს?
ის ბიჭები თუ დარჩნენ, „ბორდელი“ რომ ეგონათ,
ურაკი და კერავდნენ მარტოხელა ბებოებს?

მოკლედ ცოცხალი ვარ და ისევ შემოგიარეთ,
ეს ბარდღალიც არქივში გარდუვალად გარდავა.
აღარ ვერჩი არავის, არც უნიჭო პიარებს,
მოგიკიტხეთ სუ ყველა, მარად თქვენი ბარდღალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები