ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2016


ღმერთი გფარავდეს აწ და მარადის !

სკოლის პერიოდს ვიხსენებდით მე და ჩემი მეუღლე გუშინ.პირველი კლასიდან მოყოლებული,მუდმივად ერთთმანეთის გვერდზე გვიწევდა ჯდომა.მეათე კლასში ვიყავით,როდესაც სიყვარულში გამოვუტყდი.მიყვარდა და აბა რა უნდა მექნა?!ისეთი ლამაზი კულულა თმებით მოდიოდა ხოლმე სკოლაში,რომ მთელი გაკვეთილი მასთან თამაშში  გამყავდა.მე ხომ პატარა ბიჭი ვიყავი და არ ვიცოდი,თუ როგორ უნდა მიმექცია გოგოსგან ყურადღება.რა ლამაზი წლები იყო მართლაც..საერთოდ უდიდეს სიყვარულს ყოველთვის საინტერესო,სასაცილო,და ხშირად ცრემლიანი დღეები მიუძღვის წინ.მესამე გაკვეთილის შემდეგ დიდი შესვენება გვქონდა.თხუთმეტი წუთი კი ნამდვილად,ბევრი დროა იმისათვის,რომ ადამიანს სიყვარულში გამოუტყდე.ძალიანაც ვაბრაზებდი,მაგრამ ბუფეტში ყოველთვის ერთად ჩავდიოდით ხოლმე.ის მუდმივად შოკოლადის კანფეტებს შეექცეოდა(ხშირად ვინ აცლიდა,ჭამას,სულ ვუჭამდი ხოლმე),მე კი დედას გამოტანებულ ბუტერბროდს გემრიელად შევექცეოდი.ყოვლეგვარი ცერემონიების,მზადებისა და შეპარების გარეშე ვუთხარი მიყვარხარ თქო.თავის პატარა თითებით ჰქონდა მიტანილი შოკოლადის კანფეტი პირთან და საბრალოს ორი წუთი მაინც არ მოუცილებია იქიდან.გაოგნდა,გაწითლდა და თავი წვიმისაგან დასველებული ფოთოლისავით დახარა.ხმა არ ამოუღია,ადგა და წავიდა.წავიდა,მაგრამ ვინ გაუშვებდა.ამ მომენტიდან დაიწყო ყველაფერი.დილაობით მერხთან ხან იებს ვახვედრებდი,ხანაც იმ შოკოლადს რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა,ხან წერილს,რომლის გარჩევაც ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა,ვინაიდან ჩემი კალიგრაფიის წაკითხვა უფრო რთულია,ვიდრე რომელიმე იეროგლიფის.გადიოდა დღეები და ვხვდებოდი იმას,რომ მისი თვალები ჩემი დანახვის შემდეგ სხვანაირად ციმციმებდნენ.საბედნიეროდ მხოლოდ რამდენიმე თვე დამჭირდა,რომ მისი პირიდან თუნდაც ბორძიკით გამეგონა სიტყვა მიყვარხარ.თუმცაღა მაინც ვერ გავიგონე ეს სიტყვა თავდაპირველად მისი პირის მეშვეობით.ისტორიის გაკვეთილი გვქონდა,როდესაც პატარა ფურცელი მომაჩეჩა ხელში,თანაც ისე,რომ მასწავლებელს არ დაენახა.გავხსენი და იმხელა ვიყვირე,იეეეეეს.რომ სასწავლო ნაწილმა კაბინეტიდან დღის ბოლომდე არ გამომიშვა ახსნა განმარტების გარეშე.რა უნდა დამეწერა?! ავდექი და დავწერე: „მე შალვა გიორგის ძე ბეროშვილმა გადავწყვიტე მასწავლების ნერვების მოშლა და ამის გამო ვიყვირე მთელს საკლასო ოთახში.ბოდიშს ვიხდი და პირობას ვდებ,რომ მეორედ არ გამეორდება.“ქორწილში ჩვენს სტუმართა რიგებს კი ბატონი გია(სასწავლო ნაწილი) და ქალბატონი ლელა(ისტორიის მასწავლებელი) ამშვებენდნენ.სხვათაშორის ზემოთ ხსენებული ფაქტი იქაც სიცილ-კისკისით გავიხსენეთ.ვისხედით და ვიხსენებდით ამ მართლაც ლამაზ მოგონებებს.ვიხსენებდით იმ კლასელებს,რომლებიც აღარ არიან ჩვენს გვერდით.ვიხსენებდით ჯიბუტას,რომელსაც რაიმე თხოვნას თუ შეუსრულებდით აუცილებლად გეტყოდათ: ღმერთი გფარავდეს,აწ და მარადის. თანაც ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა,ისეთი სევდიანი,რომ მუდმივად მოგინდებოდა მისი ცქერა.ვიხსენებდით ყველას,ვისი გახსენებაც შეგვეძლო.ჩვენი საუბარი მხიარულებიდან ხან სევდისკენ გადაიხრებოდა,ხან კი პირიქით.გარეთ ძალიან ციოდა.ნოემბერი ძალიან სწრაფად გაიპარა და დეკემბერმაც შემოატოპა ტალახიანი ფეხებით.მე კი ვიჯექი და ბედნიერი ვიყავი,რადგანაც ჩემი ხელები იმ ადამიანის სუნთქვას გრძნობდნენ,რომელმაც ცხოვრება ისე გამილამაზა,როგორც ლოცვა ალამაზებს ქრისტიანთა განვლილ გზას.
  ახლა საღამოა.ჩემი მეუღლე თბილ საბანში გაეხვია და ძილს მიეცა.მე კი „ადამიანთა სევდას“ ვკითხულობდი,თუმცა წაკითხულის ნახევარს ვერ ვგებულობდი,რადგანაც გონება ისე მქონდა გაფანტული,როგორც ერთ ხეს მომწყდარი ფოთლები თბილისის ქუჩებში გვიან შემოდგომას.ადამიანს ტკივილი უფრო აცოცხლებს,ვიდრე ბედნიერება რადგანაც,როდესაც გტკივა იმედი გაქვს იმის,რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.იმედი კი ისეთი მნიშვნელოვანი რამაა,როგორც გული ჩვენს ორგანიზმში.ვიჯექი და მუხლებზე ბავშვობისდროინდელი ალბომი მედო.პატარა შუქზე,კი ახალგაზრდობის ნაკვთები სევდიანად მოჩანდა.ვიგრძენი ტკივილი,რომელიც ძილის საშუალებას არ მაძლევს.ვიგრძენი ტკივილი როდესაც „მელიქიშვილის გამზირზე,ასფალტზე მჯდომმა მამაკაცმა,მომმართა:„ღმერთი გფარავდეს,აწ და მარადის“,მას შემდეგ რაც ოც თეთრიანი ჩავუგდე პატარა თასში.გავიგონე სიტყვები,რომლის შემდეგაც თვალწინ დამიდგა თვრამეტი წლის ბიჭი სევდიანი თვალებით.ბიჭი,რომელიც ხელებგაყინული,წვერმოშვებული,
მოწყალებას ითხოვდა იმათგან,ვინც ამ დღეში ჩააგდო.
-ჯიბუტ შენ ხარ?
-არ ვარ ჯიბუტა ძმობილო გეშლები სხვაში. მითხრა თავაუწველად ჩახლეჩილი ხმით.
-ჯიბუტ შენ თუ ხარ არ დამიმალო რა,შალვა ვარ ბიჭო ბეროშვილი.
-შალვა?
-ჰო,ჰო შალვა ვარ ჯიბუტ მათემატიკის მასწავლებელს ნერვებს რომ ვუშლიდით ხომ გახსოვარ ბიჭო?
-მახსოვხარ შალვა,როგორ დამავიწყებოდი.მახსოვხარ შალვა.გამიმეორა მეორედ და ატირდა.ატირდა და იმ წამს ვიგრძენი ის,რაც არასდროს მიგვრძნია.ვიგრძენი,ის,რომ ადამიანი ვერასდროს გაუგებს ქუჩაში მჯდომ ადამიანს,თუ იქ მის მეგობარს,ნათესავს ან თუნდაც ნაცნობს არ დაინახავს თითქმის შიშველს,ზამთრის სუსხიან საღამოს.ქურთუკი გავიხადე და მოვახურე.სიცივეს ემოცური ფონი დაემატა და უფრო მეტად აკანკალდა.ტიროდა შალვა და ვტიროდი მეც.ვისხედით ასფლატზე ორივე და ვერ ვახერხებდით ვერცერთი სიტყვის ამოღებას რამდენიმე წუთის განმავლობაში.ბოლოს ჩემთან მივდივართ თქო,ვუთხარი,მაგრამ არაფრის დიდებით მოისურვა ეს.არც საუბრის თავი ჰქონდა და არც სიარულის.იჯდა და გაშტერებული დასცქეროდა ასფალტს.ბოლოს იმაზე მაინც დავითანხმე,რომ იმ ადგილამდე მივყვებოდი სადაც ღამეს ათევდა,მეორე დღეს კი ჩემთან მოვდოდა და იქამდე გაჩერდებოდა სანამ ერთად შევძლებდით გამოსავლის პოვნას.რაღაც მანძილის გავლის შემდეგ ნანგრევებში ამოვყავი თავი.ნანგრევებში,რომელსაც ზეცა ისე ჰქონდა დაფარებული,როგორც მეფეს ოქროსფერი გვრიგვინი.ძალიან ციოდა.მოფარებულში ერთი დიდი კარდონი,დაფლეთილი ადიელა და ერთად მოგროვილი ქაღალდები ეყარა,რომელიც ალბათ ბალიშის ფუნქციას ასრულებდა.ბევრი არაფერი მითქვამს მისთვის.არც არაფერი უთქვამს.სიჩუმეს ვუსმენდით დიდი ხანი და არცერთს არ გვსურდა მისი დარღვევა.მე მეშინოდა მისი მოსმენის,მას კი აშინებდა მოგონებები.ეს მხოლოდ ერთი საათი გაგრძელდა.
-ცოლი დამეღუპა წლების წინ.იცი როგორი ლამაზი იყო შალვა? აი ნახე ფოტო. მითხრა და ყინვისაგან დამსკდარი ხელით,დაცრეცილი შარვლიდან დაკუჭული სურათი ამოიღო,რომელზეც მართლაც ულამაზესი ქალი იყო გამოსახული.
-თანაც ორსულად იყო.ბიჭი უნდა მყოლოდა შალვა.პატარა კაცი.ჩემი სისხლი და ხორცი,რომელსაც არაფერს მოვაკლებდი.საერთოდ არაფერს.იქ ვცხოვრობდით სადაც სკოლის პერიოდში ვცხოვრობდი.ხომ გახსოვს?! მე თავი დავუქნიე და განაგრძო.
-სამსახურში ვიყავი,როდესაც დამირეკეს.დამირეკეს და მითხრეს,რომ რესპუბლიკურში მოდი სასწრაფოდ დიანა ცუდადააო.გაზს გაუჟონია საძინებელში.არც კი მახსოვს,როგორ მივედი იქამდე,მაგრამ რაც დამხვდა იქ თვალებიდან ახლაც არ ამომდის შალვა. ვერ მივუსწარი გესმის?! ვერ მივუსწარი,ვერ მივუსწარი შალვა,ვერა... ნანგრევებში ღრიალი ისე ისმოდა,როგორც ჩემი და ჯიბუტის ბავშვობაში ტელევიზორების ეკრანიდან მოისმოდა ღრიალი ფაფარაშლილი ლომისა.
-ამის მერე სმა დავიწყე.ეს ამბავი შენ არ გეცოდინება,რადგანაც ამ დროს წასული იყავი.
-არ ვიცოდი შალვა,მართლა არ ვიცოდი. წლებია არავინ მინახავს ჩვენიანი.არც არავის უთქვამს რაიმე.
-დავდივარ და არ ვიცი რისთვის.ძალიან მშიშარაც ვყოფილვარ,თავი რომ ვერ მოვიკალი.იქაც რომ ვერ ვნახო ჩემი ანგელოზები რა მეშველება.?! ამიტომ დავდივარ ცოცხალ-მკვდარი და არ ვიცი რა მინდა.შალვა!
-ხო.
-ახლა დავემშვიდობოთ ერთმანეთს კარგი?
-კარგი,მაგრამ ხვალ დილას აუცილებლად გამოგივლი.გესმის?! გამოგივლი თქო!
გადამეხვია ჯიბუტა და იმ ადგილისაკენ გასწია სადაც კარდონები ეგო ხალიჩასავით.მეც გამვოტრიალდი და წამოვედი.მთელი ღამე არ მიძინია,არც მეუღლისთვის მითქვამს რაიმე,უბრალოდ ვიწექი და ჭერს ვუყურებდი.დილას შვიდი საათი იქნებოდა,როდესაც ავდექი,ჩავიცვი და წავედი ჯიბუტასთან.ადგილზე მისულს კი სიცარიელე დამხვდა.არავინ იყო იქ.მხოლოდ ცივი სიო დაძრწოდა აქეთ-იქით.ჯიბუტა კვლავაც ბავშვობაში გადაიკარგა.ვიდექი გქვავებული და ერთი რაც ხმამაღლა ვთქვი ეს იყო:” ღმერთი გფარავდეს აწ და მარადის“!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს