ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2016


ძველი ლექსებიდან

ხან ლუწი და ხან კენტი
იმდენ გრძნობას ვამხელდი,
რომ მე ყველა წვიმისგან
თავისთავად დავსველდი.
თავნებობით თავხედი
ყველა ღამეს ვათევდი,
ჯილდოდ დავიმსახურე
გადაღლილი თვალები.
ამ შეღებილ ქალაქში
თუკი ვინმეს ვაწყდები,
ყველა მე მეკითხება
თუ რად მიღირს დარდები.
თუ რამდენი მთვარეა
ჯვარს რომ იწერს ღამესთან,
თუ რამდენი სტრიქონი
უგზო უკვლოდ გამექცა,
თუ რამდენჯერ სიყვარულს,
თუ რამდენჯერ გაბედავს,
თუ რამდენი ქალისთვის ,
თუ რამდენ ლექსს დაწერდა
თუკი სევდის დუქანში
წითელ ღვინოს დალევდა,
დათვრებოდა უგონოდ
და ხეტიალს არჩევდა.
დახვრეტილი ცისფერით
მოკლულ მეფის სახსოვარს,
თუკი არ გაიხსენებს
მისთვის ნატანჯ მაცხოვარს,
ზედაც თუ არ შეხედავს
ხელგამოწვდილ მათხოვარს
და თუ თუთუნს აბრალებს
ჯანმრთელობის ჩამოშლას,
იმდენი მაქვს სათქმელი,
რომ მელანიც ამოშრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები