ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოლხიდელი1987
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 დეკემბერი, 2016


წერილი ნიკა ჩერქეზიშვილს

შენ ის ხარ, ვისაც არ სჭირდება დითირამბები,
ღმერთმა გიბოძა წერის ნიჭი... გზა დაგილოცა,
თუ პოეზიის ლაბირინთში დავიკარგებით,
მწამს: გზას გავიგნებთ - თუკი ყველამ ჩვენთვის ილოცა.

ჩვენ ის ვართ, ვისაც სხვისი მართლა არაფერი გვსურს,
მცირედიც გვყოფნის... არც ვყოფილვართ კადნიერები,
ვცხოვრობთ კაცურად... ქვეყანაზე არავისი გვშურს,
მოგვიგონებენ ჩვენც ოდესმე მადლიერებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები