არ ვიცი ახლა, საიდან სჯობს მე რომ დავიწყო, თუკი სათქმელი ჩაღმავებას არ საჭიროებს, და თუკი, სიტყვას დაეკარგა ძალა და ფასი, მოდი ჩამხედე ამ დაღლილ და მოკლულ თვალებში.
* მომადე შუბლი, შუბლზე, როგორც დაღლილმა მგზავრმა, და ჩემ თვალთაგან მომდინარე წყარო დალიე.
* ჩამხედე თვალის ჩარჩოებში და მოგიყვები, რაც მე გადამხდა, რაც შემხვდა და გამოვვიარე.
* უპირველესად დაინახავ, რომ ეს თვალები გალიებია, და რომ ფრენას მოწყურებული, ლურჯი ფრინველნი, თავგანწირულ ირაოს კრავენ, ეხეთქებიან კარებებს და იხოცებიან.
* მე შენი სული დაგანახე სიკვდილის პირას, და ვინც თქვა სულის უკვდავება უკვე მკვდარია.
* ახლა დრო არის მეგობარო, გავცდეთ სუიციდს ფრიველთა გუნდის.
*** ნახე ეს ხევი, ხევის პირზე, ჩამომჯდარი დედაკაცები ბერწები, ერთდროს გმირების და კაცთა მშობელნი, შავ სამოსს, დამშრალ მდინაარეში მიწით ხეხავენ, და თავისივე ცრემლის ღვიარებით აცლიან ლაქებს.
* შენ ნახავ როგორ, იქცნენ ლომნი, დედა ღორებად. და თავის პირმშო უფაფრო ბოკვრებს, ლომად ქცევამდე კვნეტენ და ჭამენ. და ამ ღორების სათაყვანოდ მისულთ რიგებში , ნახავ შენს სახეს, შენს საკუთარ წყეულ მომავალს. მისულს, რადგანაც დაიჯერებ, რომ ეხლა წასვლა, გაქცევაა და არა შველა, მომაკვდავი შენი არსების.
* როს მოვა ჯერი თაყვანისცე, მასათა მიღმა, გახვალ იმედით, იმედით რომ დაგხვდება ლომი, ძუძუზე ბოკვრებ მხსმოიარე, მაგრამ ტალახი, შეისიხლხორცებს, ჩაიწებებს შენს დაღლილ ფეხებს, შენი მზერა კი აირეკლავს, მეძუძურ დედას, რომელიც ყალბი ცრემლით გლოვობს თავის შეჭმულ შვილს. და უკვე მძიმედ მოშიებულს, ტალახში ჩაფლულს, ტურები, მგლები და დათვები აცლიან ბარკალს.
* ის შემოგხედავს, დაბნელებულ მშიერ თვალებით, ეცდება მოგწვდეს, შვილის სიხლით დასვრილი ეშვით. გამოგფატროს და შენი ძმების გზას გაგიყენოს, და სანამ კუჭი მოგინელებს, მანამ გიგლოვოს.
*** თუ მოხდა შეჭმას გადაურჩი, მოგკლავს ტკივილი, იმისა რასაც შენი თვალით ნათლად შეხედე.
* და როცა, ყველა ლურჯი ფრინველი, შენში მოკვდება, რათა თვალები გალიაა, მხოლოდ და მხოლოდ, ნახავ მიწაზე გართხმულ ლეშთა ერთიან მარხვას, ქრისტეს ჯვარცმაზე ხელდასხმეულ არწივის ღაღადს, რომელიც ლოცვას, კაჭკაჭისგან გავარნილ ვერცხლზე, იუდას დროის, ან სხვა კურსზე დაახურდავებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაიხარეთ. მადლობა შეფასებისთვის მეგობრებო. გაიხარეთ. მადლობა შეფასებისთვის მეგობრებო.
3. მართლა რა იყო ეს აა ძაან მომეწონა. პოეზიაა მართლა რა იყო ეს აა ძაან მომეწონა. პოეზიაა
2. თავიდან გადაიკითხე, რამდენინე ასობგერა ზედმეტია ბეჭვდაში, შეასწორე. თავიდან გადაიკითხე, რამდენინე ასობგერა ზედმეტია ბეჭვდაში, შეასწორე.
1. ძალიან დიდი ხანია, ამხელა ემოცია არცერთ ლექსს ჩემთვის არ მოუტანია, მითუმეტეს რითმის გარეშეა დაწერილი. გიო ძალიან დიდ სიღრმეებში ხარ შესული. ძალიან დიდი ხანია, ამხელა ემოცია არცერთ ლექსს ჩემთვის არ მოუტანია, მითუმეტეს რითმის გარეშეა დაწერილი. გიო ძალიან დიდ სიღრმეებში ხარ შესული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|