ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იზკ
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2016


მასზე და ჩემზე

მე ძაალიან ბევრი მინდოდა დამეწერა მასზე,
თუმცა ყოველთვის , როცა მის ფოტოებს ვათვალიერებდი
ვხვდებოდი :
მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ იყო და
არც არასდროს ყოფილა,
უბრალოდ ცუდ ხასიათზე მყოფი გასამხიარულებლად შემიპატიჟეს,
ქოლგის ქვეშ რომ შეგიფარებს სრულიად უცხო,
ახალი წლის ღამეს შოკოლადს რომ მოგცემს გზაზე შემხვედრი,
და თან ცოტათი შეეცოდები ,
ნელი ნაბიჯით რომ მიდიხარ და არ ჩქარობ თორმეტამდე მიუსწრო , სხვებთან ერთად შეხვდე ახალ წელს....
მაღაზიაში რიგს რომ დაგითმობენ, რადგან კევის ღეჭვაში უნდა გაატარო მთელი საღამო
და მე ძაალიან ბევრი მინდოდა დამეწერა მასზე
მაგრამ რისი თქმაც არ შეგვიძლია ,
არ გვინდა , ან ვერ ვამბობთ
ხომ ისევ ისე ვტოვებთ ,როგორც არის
უთქმელად,
ჩვენთვის,
რომ მთელი ცხოვრება არ მოგვასვენოს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს