 | ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 დეკემბერი, 2016 |
მოკლეთ, ვიდრე ჩვენი განათლების მინისტრი მიჯაჭვული ამირანსაც გაიხსენებს, რამე ბიზნესში ჩართავს და მთლად უზღაპრო-ულეგენდებოდ დაგვტოვებს, მინდა ქართულ ზღაპრებზე ორიოდე სიტყვა ვთქვა. ამ შემთხვევაში ჩემს აზრს გაგიზიარებთ - "თხა და ვენახი", "რწყილზე და ჭიანჭველა" - ამ ორი ზღაპრის უნიკალურობაზე. თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ. 1. "თხა და ვენახი" - ეს თავისი სტრუქტურით ჰგავს რიცხვების წინ თვლას და უკუთვლას.. მაგალითად, ჩვენ ადრეულ ბავშვობაში (პირველ-მეორე კლასში ჩვენს დროს) გვასწავლიდნენ 1, 2, 3, 4, 5 ,6, 7......7, 6, 5, 4, 3, 2, 1. ზუსტად ეს პრინციპია ორივე ზღაპარში და ერთიმეორისაგან ცოტა განსხვავებულად. თუ ავღნიშნავთ ყველა არსებით სიტყვას რიგითობის მიხედვით, მაგალითად: ვენახი - 1, თხა - 2, მგელი - 3, თოფი - 4, ჟანგი - 5, მიწა - 6, მივიღებთ ასეთ რამეს: "მოდი, ვნახოთ ვენახი (1). რამ შეჭამა ვენახი? მიველ, ვნახე ვენახი, თხამ (2) შეჭამა ვენახი". - ანუ, - 1,2. "მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭაა თხა? მიველ, ვნახე თხა, მგელმა(3) ჭამა თხა" - აქ გვაქვს - 1, 2, 3. აქ კი, - "მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა" - გვაქვს: 3, 2, 1. ესე იგი, მივიღეთ წინ თვლა: 1, 2, 3 - და უკუთვლა - 3, 2, 1. აქ უკვე ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს, რომ შეჩერდა მგელზე(3) და გააგრძლოს მგლიდან(3): „მოდი, ვნახოთ მგელი(3), რამ შეჭამა მგელი? მიველ, ვნახე მგელი, თოფმა (4) ჭამა მგელი“. - რიგითობით მივიღეთ - 3, 4. "თოფმა(4), მგელი (3), მგელმა თხა (2), თხამ ვენახი(1) შეჭამა", ანუ - 4, 3, 2, 1. ტექსტი აქამდე გამოიყურება ასე: 1, 2, 3-3,2,1 (3,4) - 4,3, 2, 1; აქაც თოფია (4) დასამახსოვრებელი და ტექსტი გრძელდება თოფიდან (4) : "მოდი, ვნახოთ თოფი (4), რამ შეჭამა თოფი? მიველ, ვნახე თოფი, ჟანგმა (5) ჭამა თოფი" - აქ გვაქვს - 4, 5. "ჟანგმა(5) თოფი, თოფმა(4) მგელი, მგელმა(3) თხა (2), თხამ ვენახი(1) შეჭამა” - ანუ, უკუთვლით - 5, 4, 3, 2, 1. ტექსტის გასაგრძელებლად საჭიროა ჟანგის (5) დამახსოვრება: "მოდი, ვნახოთ ჟანგი (5), რამ შეჭამა ჟანგი? მიველ, ვნახე ჟანგი, მიწამ (6) ჭამა ჟანგი“. - აქ არის 5, 6. "მიწამ(6) ჟანგი, ჟანგმა(5) თოფი, თოფმა(4) მგელი, მგელმა(3) თხა, თხამ (2) ვენახი(1) შეჭამა“. - ანუ, 6,5,4,3,2,1. ამ ტექსტის საბოლოო სახე ციფრებში ასეთია : 1,2,3-3,2,1 - 3,4- 4,3,2,1 - 4,5- 5,4,3,2,1 - 5,6 - 6,5,4,3,2,1. მოდით ახლა ჩვენ და მშრალ ციფრებში დავამახსოვრებინოთ ბავშვებს ასე წინ თვლა და უკუთვლა, თან ისე, რომ არ დაავიწყდეს, რომელ ციფრზე შეჩერდა, ანუ საიდან დაიწყო უკუთლა და საიდან უნდა გააგრძელოს წინთვლა. ვერაფერს დაამახსოვრებინებ, ორ ციფრსაც კი. თან როგორი რიტმი აქვს ამ ზღაპარს, ვერც მიხვდებით, ურითმო თუა. აქედან გამომდინარე, ეს, ჩვენი მინისტრისაგან დაწუნებული "თხა და ვენახი" ავითარებს მახსოვრობას, წარმოსახვის უნარს (სხვანაირად ვერ დაიმახსოვრებს, თუ არ წარმოიდგინა მგელიც, თოფიც, თხაც...), ლოგიკურ აზროვნებას, ვინაიდან მათემატიკური პრინციპია ჩადებულ და რიტმის გრძნობას. მეტი რა უნდა, დალოცვილო, ამ ერთი ზღაპრიდან?! ბოლოსდაბოლოს, თუკი მაინცადამაინც ამერიკული სწავლა-განათლების მომხრეა, ამ ტექსტს დაადონ მუსიკა და ნამდვილი რეპია. :) 2. იგივე პრინციპია "რწყილი და ჭიანჭველა". ჩვენი ბავშვობის მეგობარ რწყილს მთელი შრომა წყალში რომ არ გადაუყარონ და თან ქრთამის მიცემაშიც არ დასდონ ბრალი, მის დასაცავად ვიტყვი, მოყვასის გადასარჩენად ქრთამის მიცემა გამართლებულია ბიბლიით. ბოლოსდაბოლოს, თვითონ რწყილს ხომ არ შეუთავაზებია ქრთამი, გამოსძალეს გაჭირვებულს. ჰოდა იმან იფიქროს, ვინც გამომძალველია და დახმარებაში ქრთამს თხოულობს. ისე, რომ ქართულ ზღაპრებს თავი დაანებონ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ხალხო, გილოცავთ ახალ წელს! მრავალს დაესწარით საუკეთესო ნამუშევრებით! <3 მიყვარდა შემოსვლა აქ. ახლა ცოტა შორიდან მიყვარს. :) ხალხო, გილოცავთ ახალ წელს! მრავალს დაესწარით საუკეთესო ნამუშევრებით! <3 მიყვარდა შემოსვლა აქ. ახლა ცოტა შორიდან მიყვარს. :)
15. ჯეჯელავა იმდენად ჭკვიანია რომ თავად ბრწყინვალე განათლება აქვს თავად მიღებული და აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი იყო მინისტრობამდე. ვფიქრობ ჯობდა დაეცლიათ მაგ კაცისთვის საქმის კეთება განათლების სისტემის კარგად ორგანიზებას ნამდვილად შეძლებდა და გააკეთებდა კიდევაც. რწყილი და ჭიანჭველა კარგია, მაგრამ მაგის ცოდნა, უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ ყოფნის ქართულ საზოგადოებას საერთაშორისო ასპარეზზე ფეხის მოსაკიდებლად.
სხვა დროა და სხვა გამოწვევები ტენდი, სრულიად სხვა.
ჯეჯელავა იმდენად ჭკვიანია რომ თავად ბრწყინვალე განათლება აქვს თავად მიღებული და აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი იყო მინისტრობამდე. ვფიქრობ ჯობდა დაეცლიათ მაგ კაცისთვის საქმის კეთება განათლების სისტემის კარგად ორგანიზებას ნამდვილად შეძლებდა და გააკეთებდა კიდევაც. რწყილი და ჭიანჭველა კარგია, მაგრამ მაგის ცოდნა, უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ ყოფნის ქართულ საზოგადოებას საერთაშორისო ასპარეზზე ფეხის მოსაკიდებლად.
სხვა დროა და სხვა გამოწვევები ტენდი, სრულიად სხვა.
14. ნეფერტარ, ჯეჯელავა ჭკვიანი კია, მაგრამ განათლების სიტემაში ჰაზრზე არ არის. :) ასე ვფიქრობ მე. განათლებას რა უნდა ესველოს 1984 წლიდან სწავლა არ არის სკოლებში...იშვიათი გამონაკლისის გარდა. ნეფერტარ, ჯეჯელავა ჭკვიანი კია, მაგრამ განათლების სიტემაში ჰაზრზე არ არის. :) ასე ვფიქრობ მე. განათლებას რა უნდა ესველოს 1984 წლიდან სწავლა არ არის სკოლებში...იშვიათი გამონაკლისის გარდა.
13. ეჰ..
იმდენი ლანძღეს ეს ჭკვიანი კაცი ჯეჯელავა რომ ძალით მიატოვებინეს განათლების მინისტრის სავარძელი და პორტფელი. ქართულ ზღაპრებს კი ეშველა და გადარჩნენ მაგრამ განათლებას რაღა ეშველება ნეტავი...???
:)))
ეჰ..
იმდენი ლანძღეს ეს ჭკვიანი კაცი ჯეჯელავა რომ ძალით მიატოვებინეს განათლების მინისტრის სავარძელი და პორტფელი. ქართულ ზღაპრებს კი ეშველა და გადარჩნენ მაგრამ განათლებას რაღა ეშველება ნეტავი...???
:)))
12. 11. ტენდი შეიარე სამეზობლოში...
:))) კარგი. 11. ტენდი შეიარე სამეზობლოში...
:))) კარგი.
11. ტენდი შეიარე სამეზობლოში... ტენდი შეიარე სამეზობლოში...
10. 8. ტენდი მოგიკითხავ და მომენატრა შენი გულიანი , აზრიანი ნაწარმოებები. გთხოვ!
მუხა. 2017-11-09 01:03:00
მუხა, ჩემო სიყვარულო, მალე იქნება. :)
მოგიკითხე. ყოველთვის მახსოვხარ. :) 8. ტენდი მოგიკითხავ და მომენატრა შენი გულიანი , აზრიანი ნაწარმოებები. გთხოვ!
მუხა. 2017-11-09 01:03:00
მუხა, ჩემო სიყვარულო, მალე იქნება. :)
მოგიკითხე. ყოველთვის მახსოვხარ. :)
9. 8. ტენდი მოგიკითხავ და მომენატრა შენი გულიანი , აზრიანი ნაწარმოებები. გთხოვ!
მუხა. 2017-11-09 01:03:00
მუხა, ჩემო სიყვარულო, მალე იქნება. :)
მოგიკითხე. ყოველთვის მახსოვხარ. :) 8. ტენდი მოგიკითხავ და მომენატრა შენი გულიანი , აზრიანი ნაწარმოებები. გთხოვ!
მუხა. 2017-11-09 01:03:00
მუხა, ჩემო სიყვარულო, მალე იქნება. :)
მოგიკითხე. ყოველთვის მახსოვხარ. :)
8. ტენდი მოგიკითხავ და მომენატრა შენი გულიანი , აზრიანი ნაწარმოებები. გთხოვ!
ტენდი მოგიკითხავ და მომენატრა შენი გულიანი , აზრიანი ნაწარმოებები. გთხოვ!
7. 6. ქ-ნ ტენდის შემოვუხვრინე და შეფთიმაც - ზდაროვაო :* ვერ გადავაჩვიე რუსულ სიტყვებს. მერუსეთუმე ესა. მხვრინავი ეშლი. 2017-06-14 23:49:43
ოჰ! ეს რა სტუმრები მობრძანებულან! :)
მოგიკითხეთ, ძველო მეგობრებო, მხვრინავო ეშლი და მფრინავო შეფთი. :) 6. ქ-ნ ტენდის შემოვუხვრინე და შეფთიმაც - ზდაროვაო :* ვერ გადავაჩვიე რუსულ სიტყვებს. მერუსეთუმე ესა. მხვრინავი ეშლი. 2017-06-14 23:49:43
ოჰ! ეს რა სტუმრები მობრძანებულან! :)
მოგიკითხეთ, ძველო მეგობრებო, მხვრინავო ეშლი და მფრინავო შეფთი. :)
6. ქ-ნ ტენდის შემოვუხვრინე და შეფთიმაც - ზდაროვაო :* ვერ გადავაჩვიე რუსულ სიტყვებს. მერუსეთუმე ესა. ქ-ნ ტენდის შემოვუხვრინე და შეფთიმაც - ზდაროვაო :* ვერ გადავაჩვიე რუსულ სიტყვებს. მერუსეთუმე ესა.
5. უძაღლო ქვეყანაში კატებს რომ აყეფებდნენ, თორემ ორი კომენტარით თავფურცელზე როგორ მოვხვდი?! :)) უძაღლო ქვეყანაში კატებს რომ აყეფებდნენ, თორემ ორი კომენტარით თავფურცელზე როგორ მოვხვდი?! :))
4. 3. :) კარგი იყო :* მელ.ზ.. 2016-12-27 04:03:13
მიყვარარ. :)) 3. :) კარგი იყო :* მელ.ზ.. 2016-12-27 04:03:13
მიყვარარ. :))
3. :) კარგი იყო :*
:) კარგი იყო :*
2. გულიანა, მიხარია, რომ მოგეწონათ. მადლობა! :) გულიანა, მიხარია, რომ მოგეწონათ. მადლობა! :)
1. გაგახაროს ღმერმა! მართალი ხართ სავსებით! გაგახაროს ღმერმა! მართალი ხართ სავსებით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|