ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
შენ გნახე, როცა ჩვეულებრივად, ვიჯექი სკამზე რომელიც ჩვენი არ იყო, ქალაქში რომელსაც არ ერქვა ჩვენი, თვალებით, რომელიც სხვას ელოდა, ტკივილით, რომელიც ჩემს ნაწილად ვაქციე და რომელის გარეშე ყოფნაც, უფრო შემაწუხებდა ვიდრე თავად ის. მოჭრილი ხელით, უფროსწორად რაც მისგან დარჩა, ხელით, რომლითაც შენზე ვწერდი, ხელით, რომელიც გაგატანე, ნიშნად საუკუნო სიყვარულისა. * შენ მოდიოდი და გქონდა სხვისი თვალები, სხვისი თმა, სხვისი ხელები, გეცვა სხვისი ტანსაცმელი, სხვის ჰაერს სუნთქვადი, და რაც ყველაზე გასაკვირია, ვიმეორებ გა სა კვი რი, შენ სხვის შვილს ასეირნებდი ქუჩაში. მუცელიც სხვისი სიყვარულით გქონდა გაბერილი. (არასოდეს მეგონა თუ სპერმას სიყვარულს დავუძახებდი) თუმცა ეს შენ ხარ, შენ, რომელიც მხოლოდ სიყვარულს აძლევს ნებას მასში შევიდეს და ამიტომაც ვიმედოვნებ, შენი გაბერილი მუცელი, სიყვარულის ბრალია.
* მე ვერ ვიცანი შენი დაჟინებული მზერა, ვერც შენი სუნი, არც სხვის შვილს დავაკვირდი უცნობ თვალებში, ინება გგავდა,. მე ხომ სხვის შვილებს მას მერე აღარ ვუყურებ, რაც შენ არ შვი ნაყოფი ჩვენი სიყვარულისა, რომელიც უბრალოდ სპერმა გეგონა.
* ვიჯექი და ველოდი მორიგ უცნობ ადამიანს, რომელსაც შენზე მოვუყვებოდი და რომელიც სიგიჟემდე მეყვარებოდა, მანამ, ვიდრე ჩვენი ამბის მოყოლას დავასრულებდი.
* ვიჯექი და ვუყურებდი ხეს, რომელიც ჩვენი აღარ იყო და რომლის ფოთლების ქვეშ ზაფხულის მცხუნვარე მზეს და ზოგჯერ გაზაფხულის შხაპუნა წვიმას ვემალებოდით, რომელთანაც შენ შეჩერდი წამით მაგრამ მაინც შესამჩნევი სევდა შეგეპარა თვალებში და მე გიცანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ,,ვიჯექი და ვუყურებდი ხეს, რომელიც ჩვენი აღარ იყო და რომლის ფოთლების ქვეშ ზაფხულის მცხუნვარე მზეს და ზოგჯერ გაზაფხულის შხაპუნა წვიმას ვემალებოდით, რომელთანაც შენ შეჩერდი წამით მაგრამ მაინც შესამჩნევი სევდა შეგეპარა თვალებში და მე გიცანი." განსაკუთრებით მომეწონა...წარმატებები!
,,ვიჯექი და ვუყურებდი ხეს, რომელიც ჩვენი აღარ იყო და რომლის ფოთლების ქვეშ ზაფხულის მცხუნვარე მზეს და ზოგჯერ გაზაფხულის შხაპუნა წვიმას ვემალებოდით, რომელთანაც შენ შეჩერდი წამით მაგრამ მაინც შესამჩნევი სევდა შეგეპარა თვალებში და მე გიცანი." განსაკუთრებით მომეწონა...წარმატებები!
1. არაგამაღიზიანებლად დრამატული ტექსტია.
მომეწონა.
არაგამაღიზიანებლად დრამატული ტექსტია.
მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|