ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2016


კედლის

ვხედავ ეჭვის ნატერფალზე,
გამალებით პარაბელუმს
როგორ ტენის უცხვბირპიროდ
მოლოდინი - სოვდაგარი;
ხვალ კედელთან დამაყენებს,
ბოლო ნაფაზს გავაბოლებ.
გავიხსენებ - დეკემბერში
მდუმარება თოვდა გარეთ.
მე თავხედი, მოარული
ზმანებების ოხშივარი,
ვეგებები პოეზიის
აბრაგებს და აბრაგუნებს,
ბედმა - მოდი გაგიღიმებ,
სოფლის ბოლოს ქოხში ვარო;
ვდგავარ დღემდე, მოუთმენლად
ჩარაზულ კარს ვარბახუნებ.
საღამოსთან თავსებადი
ფიქრი ვეღარ მივატოვე;
გაიცრიცა ნაწერებით
ფურცლები თუ ფირფიტები.
პოლარული ესკიზებით
დაჰქრის ღამის ნეგატივი
და ცოცხალი გარდაცვლილზე
უფრო მეტად ვიფიტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები