ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟულიენ სორელი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2016


არ ვიცი რატომ

არ ვიცი რატომ, მაგრამ რომ გხედავ,
კვლავ მიყვარდები და კვლავ მინდები,
ვიცი შენ ამას რომ ვეღარ ხედავ,
მიტომ გიყურებ და გარინდები.
ვიგონებ მუდამ იმ წარსულ დღეებს,
საც სიყვარულით ვათბობდით ხეებს,
გადავყურებდით ამაყად მტკვარს,
და სიყვარულით ვადებდით ვალს.
შენი ალერსი, სითბო, ნუგეში,
დიდი ხანია მაქვს საგულეში,
ძველი მიყვარხარ და მოფერება
ეგ სიტყვები მე კვლავ მეფერება.
შენი ლანდები ნიშნად იმისა,
რომ გადავყარო სადმე ზღვის პირსა,
მყავს შვილად, როგორც ნუკრი ირმისა,
მიუწვდომელი ვარსკვლავი ცისა.
ჩაკიდებული ხელები ბაღში,
ჩახუტებული ეგ სახე მკლავში,
ნაზი ალერსი მაგ ლამაზ თმაში,
ნუთუ წარსული იყო თამაში?
ნაცნობ ეზოში განცდილი სითბო,
მოგონებებშიც ყოფილა სიტკბო,
ახლა მე გული როგორ გავითბო?!
და ან ის სიტკბო როგორ დავიტკბო?
ლექსად ახსნილი ის სიყვარული
ფურცელზე დარჩა მარტო, ეული.
დაესადგურა მას მოგონება
და ეს გრძნობებიც მას ემონება.
ვიცი მოგბეზრდი გადაგიყვარდი,
საკითხავია ნეტა გიყვარდი?
დიდ სიყვარულში არ ჭკნება ვარდი
და რადგან დაჭკნა მომაწვა დარდი.
იცი? მე შენ რომ კიდევ მიყვარხარ?
ფიქრებში მუდამ ჩემ გვერდით მყავხარ,
როცა შეგხედავ ბროლის ხეს გავხარ
მაგრამ ამით რა? ჩემი აღარ ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები