 | ავტორი: ილუ ჟანრი: პროზა 1 იანვარი, 2017 |
არ მახსოვს, 5 თუ 6 წლის ვიყავი, როცა მამა პირველად ვნახე. მე და დედა, ჯერ კიდევ მაშინ მიგვატოვა, როცა მე თვეების ვიყავი. დედა არასდროს მელაპარაკებოდა მამაზე და არც იმას მეუბნებოდა თუ რა იყო, მისი წასვლის მიზეზი. მე ჩემი ბავშვური გონებით, ვფიქრობდი ხოლმე რომ ჩემს ტირილს ვერ უსმენდა და ა.შ… მოკლედ, ასე თუ ისე, მე და დედამ ბედნიერი 5 თუ 6 წელი გავატარეთ ერთად. მერე, მამა გამოჩნდა, დაბადების დღე მქონდა, დეკემბერი იყო. ეს იყო, ჩემი მეექსვე თუ მეშვიდე დაბადების დღე. მე და დედას პატარა სახლი გქვონდა კუ ტბაზე. ის სახლი დედას, მამიმისისგან ერგო მემკვიდრეობით. პატარა სახლი იყო, ორი საძინებლით, ერთი დიდი ოთახითა და სამზარეულოთი. აბაზანა და ტუალეტი ქვედა სართულზე იყო. ძველი რემონტი გქვონდა, ხის კარებებს აქა-იქ ნახეთქები ეტყობოდა. ჰოდა, ასე, დილა უთენია კაკუნი გაისმა. კარი გავაღე, მეტიჩარა ბავშვი ვიყავი და ყველაფრის ნებას ვაძლევდი ხოლმე თავს. ნელ-ნელ,ა მაღლა ავიხედე და დავინახე, ძალიან მაღალი გამხდარი კაცი. ვერ ვიცანი, მაგრამ გული დამიმძიმდა, ალბათ უცხო რომ დავინახე შემეშინდა ან დავიძაბე, დედამ გამომძახა ვინ არის ელენიკოო და მეც არ ვაცადე, მოდი ჩქარა-მეთქი დავუყვირე. ჩემს წინ იდგა, მაღალი, ხორცებ ჩამომხმარი, ახალგაზრდა კაცი, ხშირი თმითა და სქელი წარბებით. გამჭოლი, სევდიანი მზერა ჰქონდა და ლამაზი, გრძელი თითები, სიცივისგან გაწითლებული და აკანკალებული. დედა გამოვიდა და როგორც, კი, ის დაინახა შეცბა. ვკითხე ვინ არის ეს კაცი თქო, ეს კაცი, კი ჩუმად და გაუნძრევლად იდგა. დედამ უყვირა, როგორ ბედავ აქ მოსვლასო და ცრემლები ვერ შეიკავა. მე არ ვიცოდი რა ხდებოდა. ეს კაცი შემოვიდა, სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ელენიკო, რამხელა გაზრდილხარო და თავზე ხელი გადამისვა. დედამ გაეთრიე აქედანო, კაცმა შენ მე ვერ გამაგდებო. მერე, მე მომიბრუნდა და ელენიკო მა-ო, შემომძახა. მე გავფითრდი და ვერ გავიგე რა მა-ო და ვკითხე ვინ ხართთქო, მან მითხრა მამაშენი ვარ, შენი მამიკოო. მახსოვს, გაცრეცილი ჯინსის შარვალი ეცვა, დიდი ჯიბეებით, მერე ხელი ჯიბეში ჩაიყო და რაღაცის ძებნა დაიწყო. ხელი რომ ამოიღო ჯიბიდან , მე გამომიწოდა და სიამაყით მითხრა, ჰა, მა, ეს შენ ჩემგან დაბადების დღის საჩუქარიო. არ ვიცი, როგორ მაგრამ ვგრძნობდი ზიზღსა და სიბრალულს, ერთდროულად. როცა საჩუქარი გამოვართვი, ხელში გამდნარი Snickers-ი შემრჩა, არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო, არც დედას უთქვამს არასდროს არაფერი და იმ წამს, მხოლოდ ზიზღის გრძნობა გამიჩნდა. ყელში რაღაც ბურთულა გამეჩხირა და მომინდა ის შოკოლადი საახეზე წამესვა მისთვის და მეღრიალა, რომ მე მამა არ მყავს. ჩემს უკან ნაგვის ურნასთან მივედი და ის, შოკოლადი, მის თვალწინ სანაგვეში ჩავაგდე. ხელები სულ გამეყინა, დედა სამზარეულოში იჯდა და იქიდან გვიყურებდა. მაშინ პირველად დავინახე ატირებული დედა, აცახცახებული და პირში სიგარეტ გათხრილი. მამა, მამიკო – ასე მომმართა რამდენიმე წუთის გამოჩენილმა კაცმა, რომელსაც უნდოდა რომ ჩავხუტებოდი და მისთვის, მამა დამეძახა. შეიძლება ძალიან პატარა ვიყავი, იმ ზიზღისთვის, რასაც მაშინ მის მიმართ ვგრძნობდი, მაგრამ ეს იყო თავისთავად გაჩენილი გრძნობა, რომელიც არავის უსწავლებია. არც დედას უთქვამს როდისმე, რომ მამა უნდა შემზიზღებოდა და არც არავის, ჩემს გარშემო.
*** დედა და მამა, იმ დღის შემდეგ შერიგდნენ. და მაშინ როცა მათ ერთად ვუყურებდი, ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა დედაც მზიზღდებოდა. და მზიზღდებოდა ყველა, ვინც მამას იყვარებდა. და შემზიზღდა ჩემი ახალ დაბადებული ძმა, რომელსაც ლურჯი ფერის კანი ჰქონდა და, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ჩხაოდა. ვფიქრობდი, როგორ დამეღწია მათგან თავი. და არ გეგონოთ, რომ უმიზეზოდ მზიზღდებოდნენ ისინი. ის კაცი, მამა, უმადური იყო. დედას, ისე, ელაპარაკებოდა თითქოს მადლიერი უნდა ყოფილიყო რომ დაუბრუნდა. მე, ისე, მექცეოდა იფიქრებდით ღამეები ჰქონდა გათენებული ჩემთის, ან, ჩემ გარეშე არ შეეძლო ცხოვრება. მას ფეხებზე ეკიდა ჩემი ახალ-დაბადებული ძმაც, რომლის საწოლთანაც იჯდა ხოლმე და სიგარეტს-სიგარეტზე აბოლებდა. და სულ ფეხებზე ეკიდა, რომ იქ პატარა ბავშვი იყო. მას, ყოველ ღამით მოჰყავდა ჩვენს სახლში ძმაკაცები და სვამდნენ არაყს, ან, ეწეოდნენ მარიხუანას და დედა მათ უშლიდა სუფრას, ულაგებდა. და დედა უვლიდა ბავშვს, და მივლიდა მე და რაც უფრო ბევრს გვივლიდა ყველას ერთად, და ნაკლებს საკუთარ თავს, უფრო და უფრო, მეტად მზიზღდებოდა. მზიზღდებოდა მისი შეხება და მისი კოცნა, რადგან ვიცოდი რომ მამა კოცნიდა და ეხებოდა. ვიცოდი, იმ ასაკში როცა არ უნდა მცოდნოდა, მაგრამ ვიცოდი.
*** გავიდა წლები. მე გავიზარდე, ჩემი ახალდაბადებულიც ძმაც, მოძველდა. მისთვის საუკეთსო მეგობრად ვიქეცი. და არამარტო მეგობრად, მე მისი თავშესაფარი ვიყავი. აი, მე არ მქონდა თავშესაფარი, საკუთარი თავის გარდა არსად. და საკუთარ თავში ვიფარებდი ყველას, ვინც ჩემთან ეძებდა თავშესაფარს. და შევიფარე, მამაც, რომელიც მეზიზღებდა. და შევიფარე დედაც, რომელიც კიდევ უფრო მეტად შემზიზღდა წლების განმავლობაში. და რაც, უფრო მეტად მზიზღდებოდნენ, ვხვდებოდი რომ უფრო მეტი გაკეთბა შემეძლო მათთვის. ეს იყო ჩემი ოჯახი. ოჯახი, რომელიც მეზიზღებოდა, მაგრამ მზად ვიყავი, ისინი, შემეფარებინა. სახლი ტბის პირას, კიდევ უფრო დაძველდა და სარემონტო გახდა. წყლის მ ილები ხშირად სდებოდნენ, მამას, კი მათი გამოცვლა, ან, შეკეთბაც კი არ შეეძლო. მამა ყოვლად გამოუსადეგარი კაცი იყო, რომელსაც საამაყო მხოლოდ ის ჰქონდა რომ მე და ჩემი ძმა გაგვაკეთა. ჰო, ასე, გაგვაკეთა რა. ის, სახლის, ჩემი რომ ერქვა, ჩემი აღარ იყო და უფრო მეტიც, ოდესღაც მასპინძელი ვიყავი, მერე კი სტუმრად გადავიქეცი. ყოველი გათენება, იქიდან გაქცევ იყო. და გავბროდი ყველგან სადაც შემეძლო და ვეძებდი ცხოვრებას, რომელიც ჩემი იქნებოდა. უფრო სწორედ, ვქმნიდი ცხოვრებას, რომელსაც ჩემი დაერქმეოდა. და, არამც და არამც, ის არ იყო ჩემი ცხოვრება. ეს იყო დაუსრულებელი გაქცევა. და იცით ? ყველაზე რთული სულაც არ არის, ის, რომ ოჯახი არ გყავდეს. ყველაზე რთული იყო დავიწყება იმისა რომ ოჯახი გყავდა…
*** ერთხელ, როცა მორიგი გაქცევა თენდებოდა, ოთახში დედა შემოვიდა. საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლიანი თვალებით ფეხებზე შემომხედა. გახსოვსო და გავაწყვეტინე, არაფრის თქმა არ არის საჭირო-მეთქი. აპირებდა, ეთქვა რომ ბავშვობაში, სანამ ის კაცი(მამაჩემი) გამოჩნდებოდა, და ერთად გვეძინა მე და დედას, ღამღამობით, რომ ვწვებოდით, ფეხებს-ფეხებში ვუყოფდი ხოლმე და ასე, მითბობდა. რა გინდა მეთქი ვკითხე და თვალებში შევხედე. მერე, ცრემლი წამოუვიდა ერთი თვალიდან. მისი, გამომშრალი კანი ჩამოიარა და ხელზე დამეცა. ჯერ მიყვარხარო, მერე ძალიან მიყვარხარ და მაპატიეო. ბოლოს, ვკვდებიო. მეგონა, მისი, მორიგი ნევროზული შემოტევა იყო. მეგონა, კვლავ ჩემი თანაგრძნობა უნდოდა ეგრძნო, რომელიც თხუთმეტი წლის წინ დაკარგა. მეგონა, ისევ უნდოდა მისი თავშესაფარი ვყოფილიყავი, მაგრამ შევცდი.
*** ხელებგადაჯვარედინებული, თვალებდახუჭული და გაყინული. მოკვდა. ჩემს წინაში დედაჩემის ფიტული იდო. რომელსაც ვერ მივეკარე, ვერ შევეხე და არ მოვინდომე მისი ხელების, ან ფეხების გათბობა, ისე, როგორც ამას თავად აკეთებდა. შეწუხებული სახე და ტკივილი სსადღაც გაამქრალიყო და დედა კიარა, ხორცის ნაგლეჯი შემრჩენოდა. ასე, ბრძოლის სურვილით, მაგრამ უბრძოლველად მოკვდა. არც, იმ კაცს, მამას უბრძოლია მისი გადარჩენისთვის. ის კი არა, ეუბნებოდა, რას ვიზამთ, ბოლოს, ყველანი მოვკვდებითო. დიახ, მამაჩემი ნაბიჭვარი იყო. ალბათ, მე, მასზე დიდი ნაბიჭვარი გავიზარდე, რადგან არ ვაპატიე. განა ვერ, უბრალოდ არ. და ჩავასვენეთ დედაჩემი ხორცის ნაგლეჯი მიწაში, რომელსაც ცოტა ხანში მატლები დაესეოდნენ. და არ მჭირდებოდა არავის თანაგრძნობა. და არ ვმდგარვარ მამაჩემის გვერდით, დასაფლავებაზე. და აღარ ვიყავი თავშესაფარი აღარაავისი. და ჩემი გაქცევაც აღარ იყო გაქცევა, რადგან აღარავინ მიჭერდა. და ჩემს გაქცევას აღარ ჰქონდა აზრი, რადგან აღარავინ გამომეკიდებოდა, და ეს იყო პირველი და სამუდამო წასვლა. მე, უბრალოდ, წავედი. წავედი და დავიწყე ჩემი ცხოვრების შექმნა, მის გარეშე. და აღასდროს მილაპარაკია მასზე. და აღარასდროს დავბრუნებულვარ იმ სახლში. და ყოველთვის ვუთბობდი ფეხებს ჩემს შვილებს, მაგრამ არასდროს მილაპარაკია მასზე. და არასდროს მიჩუქნია შვილებისთვის გამდნარი სნიკერსები, რომელსაც ნერვიულობის დროს ერღი-მეორეს მიყოლებით ვჭამდი.
*** და გავიდა კიდევ 15 წელი. სახლის ტბის პირად აღარ იდგა. და აღარ იყო აღარაფერი. დედას საფლავზე, მხოლოდ ჩემი ძმა ადიოდა ხოლმე. მე, კვლავ ვიყავი ჩემი ძმის თავშესაფარი და არრასდროს წავსულვარ მისგან. ის, ჩემი ნაპოვნი ცხოვრების ნაწილი გავხადე. და აღასდროს შევხებივარ დედას. არ დამისაფლავებია მამა, მისთვის არასდროს დამიძახია მამა-მამიკო. ის კაცია, რომელმაც წამართვა თავშესაფარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. #რია #ნეფერტარი
მადლობაა <3 :)) #რია #ნეფერტარი
მადლობაა <3 :))
5. ძალიან ნამდვილი. მომეწონა უსაზღვროდ. 5.
ძალიან ნამდვილი. მომეწონა უსაზღვროდ. 5.
4. მომეწონა 5 წარმატებები! :) მომეწონა 5 წარმატებები! :)
3. მომეწონა 5 წარმატებები! :) მომეწონა 5 წარმატებები! :)
2. მდგომარეობამ არ იცის ალბათ ახალი წელი, თუმცა... :))) მადლობა :) მდგომარეობამ არ იცის ალბათ ახალი წელი, თუმცა... :))) მადლობა :)
1. ახალწელს არწასაკითხი მოთხრობა, კარგად დაწერილი.
ახალწელს არწასაკითხი მოთხრობა, კარგად დაწერილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|