ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2017


ახალი წელი

წამებს მოითვლის უკვე ნაძვის ხე
რომ ახალი წლის მოსვლა გვახაროს
მაგრამ საათი თავის ნაბიჯებს
არც კი უმატებს, არა არ ჩქარობს.

შემივსეთ ძმებო ღვინის ფიალა   
დავლოცო მინდა ახალი, ძველიც
რომ უწარსულოდ წლეებს კი არა
ადამიანსაც არა აქვს რთველი.

და აი უკვე ასრულდა წესი
დრომ თავის თავსაც გადააბიჯა,
ხურდა ფულივით ეს ერთი წელიც
დროის ყულაბის ფსკერზე ჩაძირა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები