ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პროზა
6 იანვარი, 2017


მტრედები ღამით დაფრინავენ

ქვედა ყბის ცახცახი – ეს ნევროზის ნიშანი ყოფილა, უფრო სწორედ, შიდა ქალის წნევის.
შიდა ქალის წნევა არ ვიცი როგორ უნდა განვმარტო, ისე, რომ გაითავისოთ.
ალბათ, შიგნით თავში წნევის მიწოლას გრძნობ და მერე ქვედა ყბა გიწყებს ცახცახს.
როგორი სიტყვაა არა ცახცახი ? -ჰო.
მერე, თავს უკან გადაწევს და ყელიდან გამონაზარდი ძვალი გამოიწევა, კაცებზე განსაკუთრებით მკვეთრად, ქალებს – არც ემჩნევათ. ხორხი ქვია მაგ ძვალს, მგონი.
ყელზე ხელს მიიდებს და ბგერებს გამოუშვებს, რომ თითებში ვიბრაცია იგრძნოს.
საშუალო სტატიკურად, ზედოზირებულ ადამიანებს ახასიათებთ დეპერსონალიზაცია,მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მას ნარკოტიკურ-ალკოჰოლურ ნივთიერებებთან მინიმალური შეხება აქვს, ვერ ვიტყვი მისი დეპერსონალიზაცია რამ გამოაიწვია.
ზოგჯერ, როცა არანორმალურად ბევრი შეგრძნების, გრძნობის და ფიქრის ატანა გიწევს, ალბათ ეს ხდება ყოველივეს მიზეზი.

დეკემბერში, როცა, პირველად წამოთოვს ხოლმე და უფრო მხატვრულად ცრის, გრძნობს როგორ უვლის მთელს ტანში ჟრუანტელი.
ეს ჟრუანტელიც ცუდი სიტყვაა, მაღიზიანებს, მაგრამ სხვა რა ვთქვა.
ჰა, ჭიანჭველების სიარულს გრძნობს სისხლში.
პირველ სართულზე, სადაც ცხოვრობდი და მეორე სართულზე სადაც უნდოდა რომ ეცხოვრა, ყოველთვის იჭედებოდა ხოლმე.

პირველ სართულზე ძველი პიანინო იდგა, რომელსაც არავინ ეკარებოდა, ინტერესსაც კი არ იწვევდა მომსვლელთათვის, რომ უბრალოდ აეხადათ თავსახური.
მინიმალისტური სახლები მოსწონს…

ახლა, მის სახლში თეთრი ფანჯრები და თეთრი ხის მაგიდა დგას.
მეორე სართულზეა და უკანა ხედი ტბას უყურებს.
წინა – მთავარ გზას.
უკან ბუნება, წინ – ქალაქი.
საწოლი რბილი და ფუმფულაა, რომ წვება ეფლობა მასში.
სიწყნარე ყველაზე ხშირი სტუმარია მისი სახლის და ხმაურისგან იცავს.
შეიძლება თვითონ იცავს, მაგრამ ისედაც ხმაურიანია აქ ყველაფერი.
მწუხარება აწერინებს თუ ბედნიერება ვერ გაურკვევია…
ვერც იმას არკვევს როდის არის ბედნიერი და როდის დამწუხრებული.
უკუღმართი ადამიანია და სახელსაც ამართლებს.
არასდროს ვარ სრულიად უბედური, ან, სრულიად ბედნიერი.
ყოველთვის პოულობს საპირისპირო მიზეზს, რომ სხვა მდგომაერობაში გაინაცვლოს..

დეკემბერში, საღამოობით ერთ პატარა ბარში მიდის, სადაც ჯდება და ვფიქრობს.
განა იმიტომ რომ სხვაგან არ შეუძლია ფიქრი, უბრალოდ, აქ, ძალიან ბევრი ხალხია, უფრო სწორედ, სივრცეა პატარა და ხალხიც უფრო მასიური ჩანს.
ერთხელ, ერთ პატარა მაგიდასთან ასაკიანი კაცი იჯდა, მწვანე სათვალითა და სიგარეტით პირში, რაღაცას, ან, ვიღაცას მიშტერებოდა. სექსუალური არ ყოფილა, მაგრამ იყო მასში რაღც მიმზდიველი.

ერთხელ კესა შევიდა. მის მაგიდასთან დაჯდა და რაღაცის ბოდვა დაიწყო.
ჰო, კესა მისი კლასელი იყო. ბავშვობაში ერთმანეთი გვიყვარდა.
ჰოდა, რაღაცას მოაყოლა, მე ვიცი როგორი მარტოსულიც ხარო.
ისიც ვიცი რაზე ფიქრობ ხოლმე, როცა ტბასთან ჯდები და კენჭებს ისვრიო, მაგრამ არასდროს შემიძლია იმის წარმოდგენა, რაზე არ ფიქრობო.
შეშლილი იყო კესა.
ნამდვილი გიჟი.
ფერკმრთალი სახე ჰქონდა და გაურკვევლად ნაღვლიანი თვალები.
გაურკვევლად ნაღვლიანი იმიტომ რომ სანამ კარგად არ დააკვირდებოდით ნაღვლიანზე მეტად, ეშმაკური იყო.

მერე წავიდა.

ასე, მიდიოდნენ ხოლმე ნაცნობები, ჯდებოდნენ მის წინ და ელაპარაკებოდნენ, იმაზე თუ როგორი იყო ის.
და მას კი, არასდროს გაუგია საკუთარი თავის.
ცხოვრობდა იმით, რაც შეგრძნებებს უმძაფრებდა და უნდოდა ის, რასაც სხვები მიუწვდომლად თვლიდნენ.
და იცით ეს რა იყო ? – ნამდვილი გრძნობები.
მაგრამ საბოლოოდ სინამდვილის აღქმა დაკარგა და დეპრესონალიზებული ადამიანი გახდა.

მოდიოდნენ ხოლმე კვირის ბოოლოს ნათესავები, მოჰქონდათ ახალი ამბები და ახალი აბები…

ერთხელაც წამოდგა საწოლიდან, ფეჩთან მივიდა და შეშის შელაგება დაიწყო.
შუა ღამე იყო, სახლში კი ყველას ეძინა.
იჯდა ფეჩთან და უჩხიკინებდა, როგორც იქნა დაანთო ცეცხლი.
შიშველი ფეხები მიუშვირა, ჩართო ქაოსური მუსიკა და დაიწყო ფიქრი თავის ქაოსურ სამყაროზე.
სამყაროზე, რომელშიც ის არ იყო ბედნიერი.
სადაც, არავინ იყო ისეთი ვისაც შეეძლო მისი მიღება, ისეთად როგორიც იყო.
და როგორი იყო ? – ასე, შუაღამისას ადგებოდა ხოლმე, ყოველთვის შიშველი ფეხებით, მერე ფეჩს უჩხრიკინებდა და შეშებს ალაგებდა… გამთენიამდე უსმენდა მუსიკას და ფიქრობდა…
მერე ? – მერე თენდებოდა, ადამინურ სამოსში გამოეწყობოდა ხოლმე და სამსახურში გაეშურებოდა.
მეგობრები.
მეგობრები ყავდა, ბევრი არა, მაგრამ ნამდვილი.
ბევრი ნამდვილიც დაკარგა და დარჩა ასე, ყურებამდე გაღიმებუი, ადამიანების რწმენით.

სიყვარული.
სიყვარული გარდაუვალია მისნაირი ადამიანებისათვის, ამიტომ უყვარდა.
დიდ ხანს უყვარდა და უფრო მეტად ენატრებოდა, ვიდრე სიყვარული მოითხოვდა.
თავის ქაოსურ სამყაროში, მასზეც ფიქრობდა ხოლმე.
თვალებში ბევრი სევდა ჰქონდა დაგროვილი.
დიდი არა, მაგრამ ბევრ-ბევრი და საბოლოოდ იმაზე ძლიერი, ვიდრე ერთი დიდი სევდაა ხოლმე.

ტკივილი.
სტკიოდა.
გულთან ჩხვლეტდა ხოლმე და ხანდახან კუჭქვეშა ჯირკვალსაც უჩიოდა.
კანი სტკიოდა ხოლმე და ტკივილისგან ეფხანებოდა.
როცა ეძინა კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა და დილით ყბაც სტკიოდა.

დალევა.
დალევა არ უყვარდა, მაგრამ სულ სვამდა.
ღვინოს, ლუდს არაყს, წამლებს.
ყველაფერს სვამდა, მაგრამ არ უყვარდა.
მართლა არ უყვარდა.

გარბოდა ხოლმე.
მაგრამ ბოლოს ყოველთვის ბრუნდება.
ბრუნდებოდა ოთახში, სადაც მისი საწოლი, მაგიდა, ფეჩი და ოთხი-ხუთი ცალი შეშის ნაგლეჯი მუდამ იდო.
გარბოდა საკუთარი თავისგანაც, მაგრამ მასაც უბრუნდებოდა.
ხელებზე ნაიარევები ჰქონდა.

ეს ღამეც სხვა ღამეებს ჰგავდა.
არაფერი იყო განსაკუთრებული მისი ხასიათის გარდა.
კვლავ. იჯდა და ფიქრობდა, მაგრამ ამჯერად ქაოსურ მუსიკას აღარ უსმენდა.
ის გამორთო.
ფანჯარას მიადო ყური და ქარის ზუზუნს დაუწყო მოსმენა.
მერე ჯიბიდან წამლები ამოიღო.
ბოლოჯერ შეხედა ფეჩში შეკეთებულ შეშას და ტაბლეტები ერთი-მეორეს მიყოლებით დალია.
მერე დამირეკა და მკითხა : “მტრდეები ღამით დაფრინავენო?” – მე, თავიდან ვერ მივხვდი რას მეკითებოდა ან რატომ, ვუთხარი გაგიჟდი-მეთქი და გათიშა ტელეფონი.
გათენდა, მისი სახლიდან დამირეკეს და მითხრეს რომ ღამით დაიღუპა. ფურცელზე დაუწერია, მტრედები ვერ გავიგე ღამით დაფრინავენ თუ არა და მე, კი, გავფრინდებიო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები