ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2017


პეპ ახლა მარშია ქალაქში ქოლგების

პეპ ახლა მარშია ქალაქში ქოლგების,
ამინდიც დღეს რაღაც საშინლად ქოშინებს,
საათი მეტია ვიდრე სულ თორმეტი,
კონკიას ეძებენ თითქოს ცალ ქოშიანს,

თითქოს ცაც წითლად პირს მოითხვნეპს ისე გავს,
მთვარე გავს საზამთროს,რომელსაც ჩაკბეჩენ,
ამ ფონზე გახვალ და ერთს მაგრად იცეკვებ,
ისვრიან სადღაც შორს მქუხარე დამბაჩებს,

რომელიც წაიღებს ტკივილს და მოდურად,
ჩაცმული პოეტის, შუბლივით
ამაყად,
ქალაქში ამბავი გასკდება  რომ თურმე,
ქალაქმა დუელში პოეტი დაკარგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები