კაცობა და ვაჟკაცობა არასოდეს ეშლებოდა ბიჭიკოს. ადრე, როცა კაი დრო იყო, კარგ ფულს შუოლობდა და კაი პურის ჭამაც იცოდა. ცოლიც თავის ადგილას ჰყავდა და საყვარლებიც. ისეთ ნაშებს ააგდებდა - ხოლმე, ყოველთვის შურდათ მისი საძმაკაცოში. სამსახურიდან რამდენიმე კილომეტრში სამხედრო \გარადოკი\ იყო. რუსის ქალები ყოველთვის უფრო თამამები იყვნენ. დაიგულებდნენ თავიანთ ოფიცერ ქმრებს სამსახურში და ჰაიდაა... არ იკლებდნენ რესტორანს, დროსტარებას და მერე არც ბიჭიკოს აკლებდნებ სიამოვნებას. აბა ქართველი ნაშებს სულ მალულად და სიფრთხილით უნდა შეხვედროდი. ხან ქმარს ემალებოდნენ, ხან ძმას და ხანაც მეზობელს. ბევრი ყოლია ბიჭიკოს, ბევრი. ზომა-წონისა თუ თმის ფერის მიხედვით. რომელი ერთი გაიხსენოს... დიახაც! ერთი კაცი თუ იყო, ისიც იყო. არც შვილებს აკლებდა ჭამას და ჩაცმა-დახურვას. საყვარელი სულ ჰყავდა, მაგრამ ცოლს ამის შესახებ არასოდეს გაუგია. ხანდახან იმასაც შეახვედრებდა თავის წილ ალერსს. კარგად იცოდა ბიჭიკომ: ქალისთვის ერთი კაცი ბევრია, ორი კი - ცოტა. ცოლი ზედმეტად არ უნდა გაანებივრო, უნდა გამოუზოგო ალერსი. ცოლს უხმოდ უნდა ესმოდეს რას ნიშნავს შენი წარბის აწევა. აბა კაი დედის შვილი იყო და ხმამაღლა გადაკისკისება გაებედა მზიურის. სხვისას ვერ იტანდა ბიჭიკო თამამ ქალებს, ყურადღების მისაქცევად რომ ტკარცალებდნენ. იქაც კი, სალონიკშიც ამოწმებდა ბიჭიკო ცოლს. დღეში რამდენჯერმე ელაპარაკებოდა სკაიპში და იმ ბებრის სახლს კამერით ათვალიერებდა. ათი წელი ცოტა დრო არაა, ბევრს გაუბოზდა საღვარგარეთ სამუშაოდ გაშვებული ცოლი. მზიურიმ კი ბოლომდე შეინარჩუნა მისდამი ერთგულება. ეს იმიტომ, რომ ბიჭიკო იყო კაი ვაჟაცი. რამე რომ ყოფილიყო არ გამოეპარებოდა. ათი წლის მერეც ისეთივე მორცხვი იყო მზიური ლოგინში, როგორც იქამდე. შეიცვლებოდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა. ეგრევე გააპანღურებდა ბიჭიკო. ბიჭიკაძეების გვარში ბოზი არავის ჰყოლია ცოლად და არც ეყოლება! აბა ახლანდელი კაცები რა კაცები არიან. სხვასთან ნაგულავებ ქალს რომ ოჯახში შემოიყვან ეგაა საქმე?! გაფუჭდა ქვეყანა! კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს. არც თავისი შვილიშვილების საქციელი მოსწონს ბიჭიკოს, მარა სიძე ჰყავს ლონდრე და ამჩემფეხება. ამას წინათ თათია შეყვარებულმა სადარბაზომდე მოაცილა. ბიჭიკო ფანჯრიდან ხედავდა და კინაღამ გული გაუჩერდა: დამშვიდობებისას ისე ურცხვად აკოცეს ტუჩებში ერთმანეთს, რომ უეჭველია მათ შორის სხვანაირი სიახლოვე იქნება. ქვეყანა რომ აირია და უმუშევარი დარჩა, ბიჭიკოსაც გაუჭირდა. ცოლის გამოგზავნილ ფულს ვეღარ აწვდენდა ყველას და ყველაფერს. იმ დროიდან დაიწყო მოკრძალებული ცხოვრება, ნელ-ნელა შემოეცალა საყვარლები. ამასოაში ასაკიც მიემატა. ახლა კიდევ ეს დაემართა. გული არ ბერდებაო - რა ზუსტი ნათქვამი ყოფილა. ისევ ძველებურ გულავს და ლაღ ცხოვრებას ითხოვს გული... გამოვა, გამოძვრება ბიჭიკო ამ მდგომარეობიდან, ისევ ჩაებმება კაცური ცხოვრების ფერხულში და შვილიშვილებსაც მიხედავს. სადაა ეს ქალი ამდენ ხანს! ხომ იცის, რომ მალე დაჭირდება ბიჭიკოს, ახლოს არ უნდა იყოს?! გაბრაზებულმა ბიჭიკომ ხელჯოხი რამდენკერმე მიუკაკუნა საპირფარეშოს კარებს. -მოვდივარ ჰო, მოვდივარ - მოაძახა მზიურიმ და კარი შემოაღო. -შენი დედა მ........ ! ხომ იცი ჩემით ვერ ვიწმენდ! - მრისხანედ წაიჩიფჩიფა მარჯვენა მხარეს ყბამოქცეულმა ბიჭიკომ და მთელი ძალისხმევით უნიტაზიდან ოდნავ წამოიწია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6.
მაგათ რა განკურნავს ჩემო ლელა, სიკვდილამდე დედიკოს შვილებად რჩებიან, ცოლებშიც დედას ხედავენ და შვილებშიც მომვლელს და მჭმეველს. კარგი და ცუდი ყველა ნაციაშია, მაგრამ აქ ამინდს ქმნიან ცუდები და ეგაა ცუდი. :)
მაგათ რა განკურნავს ჩემო ლელა, სიკვდილამდე დედიკოს შვილებად რჩებიან, ცოლებშიც დედას ხედავენ და შვილებშიც მომვლელს და მჭმეველს. კარგი და ცუდი ყველა ნაციაშია, მაგრამ აქ ამინდს ქმნიან ცუდები და ეგაა ცუდი. :)
5. არც მთლად ასეა ჩვენი მამაკაცების საქმე. კარგი ქმრებიც ბლომადაა, (ჩემიც- მათ შორის), მაგრამ, ხან ცუდებზე წერა უფრო მიმზიდველია. უწოდე სნეულებას სნეულება და განიკურნებიო - ჩინელ ბრძენს უთქვამს. არც მთლად ასეა ჩვენი მამაკაცების საქმე. კარგი ქმრებიც ბლომადაა, (ჩემიც- მათ შორის), მაგრამ, ხან ცუდებზე წერა უფრო მიმზიდველია. უწოდე სნეულებას სნეულება და განიკურნებიო - ჩინელ ბრძენს უთქვამს.
4. როცა თქვენს მოთხრობებს ვკითხულობ, მხოლოდ ის მიდასტურდება ჩემს შეგნებაში, რომ თანამედროვე ქართველი მამაკაცი ყველაზე უვარგისი ქმარია კაცობრიობის ისტორიაში, თვით ადამზე უარესიც კი.
ეს ცხადია ცუდია, მაგრამ სიმართლეს რომ თვალს მოუხუჭავ, ის უფრო ცუდია.
როცა თქვენს მოთხრობებს ვკითხულობ, მხოლოდ ის მიდასტურდება ჩემს შეგნებაში, რომ თანამედროვე ქართველი მამაკაცი ყველაზე უვარგისი ქმარია კაცობრიობის ისტორიაში, თვით ადამზე უარესიც კი.
ეს ცხადია ცუდია, მაგრამ სიმართლეს რომ თვალს მოუხუჭავ, ის უფრო ცუდია.
3. ეხ, ქართველო ქალო... ეხ, ქართველო ქალო...
2. ეჰ, ნეტა რეალობა არ იყოს... :( ეჰ, ნეტა რეალობა არ იყოს... :(
1. რატომღაც შობის დღეს დავდე ეს ალიყური. :)))
რატომღაც შობის დღეს დავდე ეს ალიყური. :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|