ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2017


სიკვდილს

ქუფრდება ზეცა და აბნელებს სულსაც ზამთარი
და ალბათ კიდევ ერთხელ მაინც გაყინავს, მოთოვს,
ნეტავ რას ეტყვი ხეებს, შენივ რისხვით გამთბარი,
როდესაც მოწყვეტ უკანასკნელ, იმედის ფოთოლს.
შენი კარები ფართოა და ყველას ბედია,
ყველა შემოვა, უნებლიედ, თუ გინდა, ნებით,
ადრე თუ გვიან, რაღას ეტყვი დილას სევდიანს,
მზე რომ წაართვი და სხივებით მარტო რომ თბები.
წუხელის წვიმდა, უთავბოლოდ ტიროდა ღმერთი
შენს ახლოს ყოფნას. მთლიან ქალაქს სევდა მოედო.
როცა ამ წვეთებს შენს ცას ჩუქნი, მითხარი, მეტი
რაღა დარჩებათ სასიცოცხლო წვიმის პოეტებს.
წაართმევ ყველას სუნთქვისა და სიცოცხლის მოტივს,
ერთეულები გაუძლებენ ძლივს მდგომნი ფეხზე,
ბედის ამარა დარჩენილი თუკი ხვალ მოვკვდი,
რას ეტყვი, ნეტავ, შენს ამარა დარჩენილ ლექსებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები