ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2017


დაუჯერებელი ამბავი, V-სი.

(2017 წლის პირველი ამბავი)
* * *
ჩვენ ვცხოვრობთ ცისფერ მთებში.
იცით რა?
მალე გივი მოვა,
იქნებ მოვიდა,ან იქნებ არც მოვიდეს
-დაბრძანდით.
აგერ მშიერი კაცი თავს იკლავს,
-კი არ იკლავს,იკატუნებს.
-შეიძლება. რატომ ბრაზობთ?
ბრაზი არ ვარგა.
გუშინ ყველაფერი დამთავრდა,თუ დაიწყო?-
აღარ მახსოვს, მაგრამ გუშინ რაღაც იყო,
ეს ნათელია დღევანდელ დღესავით და
ნათელია ხვალინდელი დღესავითაც,
რომელიც გუშინწინაც იყო,გუშინაც და რასაკვირველია ხვალაც იქნება.
აბა სად წავა?..სად გაგონილა დღეები მიმოდიოდნენ,
დღეები აქვე არიან,
ჩვენს გვერდით დგანან,კავგაყრილნი
თვალებში შემოგვციცინებენ -
იქნებ რამე ხეირიანი გამოგვტყუონ
და იარონ მერე ჩვენს ხარჯზე.
ეგ პარაზიტები!
რაც სამსახური დავიწყე მშიერი ვკვდები,
ფული მოვიხელთე,
ეგ არი დრო შემომადნება ხოლმე ხელში.
შეიძლება პირიქითაც იყოს-
სამსახურმა დამიწყო მე,
რას გაიგებ დასაწყისს ხომ ორი ბოლო აქვს.
ორი ბოლო კიდევ მონაკვეთს აქვს.ეს არაფერ შუაშია ამ ამბავთან,
მაგრამ რახან ვახსენე ეწეროს
რა ხელს გვიშლის(?)...
ხოლო რაც შეეხება თავად სიყვარულს
მინდა გითხრათ,რომ არ არსებობს
ამბავი,
რომელშიც ის არ იარსებებს და სწორედ ამიტომ
''ის აქ არის''
ბოლოში,
როგორც რისიმე გემო ჩაყლაპვისას
თუ გადაყლაპვისას.
თუ რა თქმა უნდა
ეს რამე,გულზე არ დაგვადგება.
შეიძლება სიყვარული გულზე დადგომაც იყოს.
გულთან დადგომა მაინც,
თუმცა რა თავს ვიღლი?
დაბრძანდით,დაელოდეთ,
მოვა და თავად გაერკვიეთ რაც არის.
როგორც არის.
თუ ლოდინი დიდხანს გაიწელა,
გამორიცხული არაა საკუთარი თავი,თავში დაგეცეთ,
მაგრამ მე ნურაფერს დამაბრალებთ,
კეთილი ინებეთ და დაცემამდე გაიტანეთ ეგ თქვენი თავები,
ნუ გადააგდებთ,უბრალოდ გაიტანეთ.
გ ა ი ტ ა ნ ე თ - მეთქი!
როგორ გგონიათ,აქ ტაშის ხმა უნდა ისმოდეს
თუ მუსიკის?
თუ ორივესი ერთად?
ჰა,როგორ ფიქრობთ,დარბაზი ხართ,სცენა თუ მსახიობი?
იქნებ ნანგრევები იყოთ
ან სულაც მტვერი.
იფიქრეთ ამაზე,იქნებ საერთოდ ტექსტის მიღმა ხართ,
იქნებ ცისფერი მთების მკვიდრთ,ბოდიში მოგვიხადეთ,
თქვენი უსაქციელობისთვის და სხვაგან დასახლდით,
სხვა მთებში.შეიძლება მიაგენით კიდეც
თავისუფლებას.
-ეგ არაფერი,ჩვენ მოვალთ
თქვენამდე!
მოვალთ და კარებზე მოგიკაკუნებთ:
ჰეი,შენ გააღე,ჩვენ ვართ.
ჰეი,გააღე...ჩვენ ვართ,ჩვენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები