ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 იანვარი, 2017


კარ-ფანჯრის

კარი სიმყუდროვე აღარ არის. ვიღაცამ უნდა გააღოს.
სულ ერთია საიდან მიუდგება.
ჩარჩოზე მისჯილი ხერხემალი თუ არ გაუმოძრავდა,
კოროზიული მარილები გაუჩნდება; უჩინარი კუზიც შეაწუხებს.
უსაქმურობაც...
გაღება დახურვის გაიშვიათება გააზარმაცებს და ბოლოს აჭრიალდება,
დაკაკუნების შემდეგ თითქოს წუწუნს მოჰყვება და საყვედურებით
აავსებს ზღურბლის გადაბიჯებას გადაჩვეულ სტუმარს.
ბოლოს სახელური ხელშრეუხებლობის პირობას დადებს.
მიჩუმდება ოთახი...
იქნებ ეს მომავალი გამოგონილია - როგორც გადაუჭარბებელი ახლანდელობა.
რა მნიშნელობა აქვს მზე საიდან ამოვა...
ფანჯარა საკუთარ უპირატესობას მისგან შემოსული სინათლით გამოხატავს.
კარზე ირონიული ჩრდილები მოგზაურობენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები