 | ავტორი: Sunflower ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2017 |
თეთრ სიმფონიას ვუხატავდი ფერად ყვავილებს, ყოველ ნაბიჯზე ვაგროვებდი სიცივის სითბოს, მარტოობაში იგრძნობოდა ლტოლვა სითეთრის, გულზე ვიწერდი თოვლის ახალ,მოგონილ მითოსს.
გული გაშავდა,სულში თეთრი ფანტელი მითოვს, გრძელ ლიანდაგზე გაიწელა სიჩუმე თითქოს... მაინც არ წყდება ატოტილი ფიქრების წყება, როგორც პარიზი იტოტება...მდინარე სენა... მახსოვს "ნაპირი ან შენაპირი" ან იქნებ ჰიოგო? ნოტრ-დამისფერი ღვთისმშობელი იხმობს მლოცველებს, პერანგამარა თეთრი-შავში ესმერალდა და მის ფერხთით მკვდარი კვაზიმოდოც გაესმერალდა.
ჩემს სულს წიწკნიან,მომეშველეთ,გამიღეთ კარი! ზეთი ისევ მაქვს,არ მძინებია სიძის ლოდინში, რა დავაშავე,რა შეგცოდეთ,დიდი ბოდიში... გრძნობადაცლილ სულს კარი გაუღეთ,გაურეთ კარი!
ეს ჟრუანტელი დააბოტებს მთელს ჩემს სხეულში სული ორდება და იშლება სისხლის ფენებად, მე მეღვიძება,ვახელ თვალებს თეთრ სამეფოში ან იქნებ თეთრი გაწითლდება ცეცხლის ენებად?
არ მინდა გლოვა,აზრი არ აქვს ტირილს,სინანულს, რადგან დავკარგე სიფაქიზე-სული მარტისა, სული მარტისა ამოსული ქართულ მიწაში მთლად რომ გახმა და გადაიქცა ბოროტ აზიზად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შესანიშნავი მეტსახელია..
შესანიშნავი მეტსახელია..
1. არ მომეწონა. ძალიან ნაკოწიწები დრამატიზმია. თუკი არ მიწყენთ ასე პირდაპირი მირჩევნი ავიყო ვიდრე ვიწვალო და მეც ვაკოწიწო სიმართლე. ტექნიკურადაც სუსტია. წარმატებები. არ მომეწონა. ძალიან ნაკოწიწები დრამატიზმია. თუკი არ მიწყენთ ასე პირდაპირი მირჩევნი ავიყო ვიდრე ვიწვალო და მეც ვაკოწიწო სიმართლე. ტექნიკურადაც სუსტია. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|