არ მახსოვს როდის გავხდი უემოციო, გოგრის კანივით როდის გამისქელდა შუბლი და როდის ვიფიქრე, რომ ემოცია წყალია (წყალზე მეტად გამჭირვალე ) ცრემლი კი თვალების შარდია, კუთხეში ლოთის მიფსმულივით ალკოჰოლის სუნად რომ ყარს. იცლები შარდისგან და ისევ ეძებ დასალევს რომ ტკივილები კალიუმთან ერთად გამორეცხო უჯრედშორისებიდან.
არ მახსოვს როდის მოხდა რომ გავხდი უ_ემოცი_ო უ_ გარეშე ო_ს გარეშე მახსოვდა მხოლოდ ის , რომ ვიყავი თესლი და აღმოცენებამდე და ყოველ დილით ფეხებში წყალს მისხამდნენ.