ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2017


ვწერ

ვწერ, ანუ ვბედავ, რომ კბილებით სული მეჭიროს
და ვღეჭდე მანამ, ვიდრე სუნთქვას გამიჩერებდეს.
დრო აღარ იცდის, მე კი მხრებით ისევ ბეჯითად
მივათრევ საგზალს, ჩემ +თავ +მომკვდარს და უხეიროს.

მიდიან წლები, მიაქვთ სევდა, სხვების ცხოვრება,
ჩემი კი დგას და მეძავივით ყველაფერს ითმენს
და რა ძნელია დარჩე მასთან, ვინც გემონება
მხოლოდ მე ვიცი, და უმზეო ღამეებს ვუთევ

თავს, და იმდენი სულელური აზრი მეწვია,
აღარც კი ვიცი რომელ თოკზე გადავაფინო.
დრო აღარ იცდის, მე კი ისევ ისე ჯიუტად
ვწერ, ანუ ვბედავ, და კბილებით სული მიჭირავს

და ვდგავარ მარტო, ვეტერანი – საკუთარ ომის
და უკვე ვიცი, რომ საშველად არავინ მოვა
და მრჩება მხოლოდ, სიმსუბუქე პირველი თოვლის
და მწუხარება – ვერდაღეჭილ ლექსებთა წყება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები