 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2017 |
დღეს მივხვდი დედი, აზრი არააქვს ფერებს, პირი იცვალეს მიწის ქარებმა წარსულს აზრი არა აქვს დედი მოდი ვიცხოვროთ ამ დღით.
დღეს მივხვდი დედი აზრი არააქვს ტირილს ცრემლები დააძმარა რიტმმა ნუღარ ვიტირებთ მამებს მოდი მომავალს ვუმღეროთ ერთად.
დღეს მივხვდი დედი აზრი არააქვს მადლობას რა უნდა ვუთხრათ დედებს, ღმერთებს, მამებს?
დღეს მივხვდი დედი, აზრი არა აქვს სიტყვებს, პირველად სიტყვა კი არა ენერგია იშვა, რა უნდა ვაკეთო დედი, შენ რომ მადლობა საქმით გითხრა!? მე, მივმართავ ღმერთს! თუ ის არსებობს, მაშინ რატომ ამდენი უსამართლობა? მაშინ რატომ ამდენი ობოლი, მშიერი და ტიტველი ბავშვი?! მაშინ რატომ ამდენი ტკივილი, ამდენი ცრემლი და ამდენი ბოროტება? ამდენი სენი, ამდენი დაცემა, ამდენი შიში და მოუსვენრობა? რა ვერ გამოისყიდა კაცობრიობამ თავის დანაშაული? რატომ არ გვაქვს უფლება გავიხაროთ ამ დედამიწაზე? რატომ არ გვაქვს უფლება თავისუფლად გავიღიმოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს? სიკეთისა და მიმტევებლობის წამალი რით ვერ გამოიგონეს? რით ვერ დავამარცხეთ ნაადრევი სიკვდილი? ცხოვრება იმ საშინელებათა ფილმს დაემსგავსა, რომელსაც 18+ აწერია და სადისტი მშობლები ბავშვებს აიძულებენ ბოლომდე უყურონ თვალებ და ყურებგახელილებმა! ცხოვრება დაემსგავსა შიშს, რომელსაც განიცდის 7 წლის ბიჭი ღამ-ღამობით, მაგრამ მას მშობლები ეუბნებიან რომ ის ვაჟკაცია და ამ შიშის აღიარების რცხვენია! მაშ რად მინდა ასეთი სიცოცხლე, სადაც მშობიარე ქალს კვლავაც სამარეში აქვს ცალი ფეხი!? სადაც არ იცი როგორ აუხსნა პატარას, რომ მისი დედა ვეღარასდროს მიაკითხავს სკოლაში, ვეღარასდროს ჩაეხუტება და ეტყვის, თუ როგორ უყვარს ის. მაშ.... დღეს მივხვდი დედი, აზრი არა აქვს ფერებს, აზრი არა აქვს სურნელს, ხედებს, ჰანგებს, წარსულს აზრი არა აქვს დედი, მოდი ვიცხოვროთ ამ დღით.
მოდი გავუთბოთ გულები ბავშვებს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. წარსულს ,მოსულს აზრი აქვს და ყველაფერსაც აზრი აქვს , რა თქნა უნდა მოდი გავუთბოთ გულები ბავშვებს-მშვენიერია! წარსულს ,მოსულს აზრი აქვს და ყველაფერსაც აზრი აქვს , რა თქნა უნდა მოდი გავუთბოთ გულები ბავშვებს-მშვენიერია!
9. მადლობა ბლაგვი რომ დაინტერესდი და წაიკითხე. უმეტესობა რიტორიკული კითხვებია :) და ვიფიქრე ეს დასასრულშიც გამოჩნდა. ფილოსოფოსები მაშინ შემეცოდნენ, ფროლოვის ოთხტომეულს რომ ვკითხულობდი: ცხოვრების არსისა და აზრის ძიებაში ცხოვრება ავიწყდებათ უმეტესობას :) მე ჩემთვის ვიპოვე ცხოვრების არსი და ვეცდები ისე ვიცხოვრო, ბოლოს რამის შეცვლა რომ არ მომინდეს, მთავარია დროულად მივხვდეთ რომ არის რაღაცეები, რისი მართვაც ჩვენს ძალებს აღემატება და მხოლოდ ჩვენზე რაცაა დამოკიდებული მას შევეჭიდოთ :)
მადლობა ბლაგვი რომ დაინტერესდი და წაიკითხე. უმეტესობა რიტორიკული კითხვებია :) და ვიფიქრე ეს დასასრულშიც გამოჩნდა. ფილოსოფოსები მაშინ შემეცოდნენ, ფროლოვის ოთხტომეულს რომ ვკითხულობდი: ცხოვრების არსისა და აზრის ძიებაში ცხოვრება ავიწყდებათ უმეტესობას :) მე ჩემთვის ვიპოვე ცხოვრების არსი და ვეცდები ისე ვიცხოვრო, ბოლოს რამის შეცვლა რომ არ მომინდეს, მთავარია დროულად მივხვდეთ რომ არის რაღაცეები, რისი მართვაც ჩვენს ძალებს აღემატება და მხოლოდ ჩვენზე რაცაა დამოკიდებული მას შევეჭიდოთ :)
8. ვედური ფილოსოფია ფიქრობს, რომ იმდენი ღმერთი არსებობს რამდენი ადამიანიც არსებობს. მე ზუსტად ვიცი რასაც გულისხმობს ეს ფილოსოფია ამ ფრაზაში.
იგივე ფილოსოფია გვეუბნება რომ სიცოცხლის ფორმა სანამ ადამიანამდე მივა გადის 8 400 000 სიცოცხლის ფორმას.. და მხოლოდ ამის შემდგომ შემოდის "ადამიანის" სხეულში სადაც იწყება სიკვდილ სიცოცხლის წრიული ციკლი.. რაც კარმით არის ცნობილი. თუ გაინტერესებს შენს კითხვებზე პასუხი და არ უგულებელყოფ ამ ფილოსოფიის დასაშვებობას.. შეგიძლია ზუსტად იპოვო პასუხები..
++ ვედური ფილოსოფია ფიქრობს, რომ იმდენი ღმერთი არსებობს რამდენი ადამიანიც არსებობს. მე ზუსტად ვიცი რასაც გულისხმობს ეს ფილოსოფია ამ ფრაზაში.
იგივე ფილოსოფია გვეუბნება რომ სიცოცხლის ფორმა სანამ ადამიანამდე მივა გადის 8 400 000 სიცოცხლის ფორმას.. და მხოლოდ ამის შემდგომ შემოდის "ადამიანის" სხეულში სადაც იწყება სიკვდილ სიცოცხლის წრიული ციკლი.. რაც კარმით არის ცნობილი. თუ გაინტერესებს შენს კითხვებზე პასუხი და არ უგულებელყოფ ამ ფილოსოფიის დასაშვებობას.. შეგიძლია ზუსტად იპოვო პასუხები..
++
7. ჩემთვის ძალიან ცხადად გასაგებია ავტორის განცდები და ის თუ რას და რატომ მიმართავს ღმერთს უბრალოდ ადამიანები საკუთარ თუ სხვათა ტკივილებს სხვადასხვანაირად განვიცდით და ამ ფორმით ღმერთთან შეხება და საყვედურიც კი უფრო მორწმუნეობრივია ვიდრე ის თუ გულში ბევრი ''მორწმუნე'' როგორ ებაასება ღმერთს. ჩემი აზრით კი ათეისტები ასეთი ტკივილის დროს მას საერთოდ არ ახსენებენ იმიტომ რომ ვისიც არ წამთ მას პასუხისმგებლობას არ აკისრებენ არც თვალცრემლიალნი შესთხოვენ შველას. 5 ჩემთვის ძალიან ცხადად გასაგებია ავტორის განცდები და ის თუ რას და რატომ მიმართავს ღმერთს უბრალოდ ადამიანები საკუთარ თუ სხვათა ტკივილებს სხვადასხვანაირად განვიცდით და ამ ფორმით ღმერთთან შეხება და საყვედურიც კი უფრო მორწმუნეობრივია ვიდრე ის თუ გულში ბევრი ``მორწმუნე`` როგორ ებაასება ღმერთს. ჩემი აზრით კი ათეისტები ასეთი ტკივილის დროს მას საერთოდ არ ახსენებენ იმიტომ რომ ვისიც არ წამთ მას პასუხისმგებლობას არ აკისრებენ არც თვალცრემლიალნი შესთხოვენ შველას. 5
6. წარსულს არ აქვს აზრი. ეს მაშინ, თუ საერთოდ ვაცნობიერებთ მას, როგორც არარსებულს. თუ ის არსებობდა, ესე იგი აზრი ქონდა. აბა მაშ რა არის მომავალი???? წარსულს პლიუს აწმყო. იმედია მიიღებ ამ აზრს და არ გაისუსები, როგორც....................................................თუმცა ვიცი რომ გაისუსები, გაიტრუნები და საერთოდ უარჰყოფ ყველაფერს, ისევე როგორც წმინდა პეტრემ უარჰყო , სამჯერ. არაო, არ ვიცნობდიო. წარსულს არ აქვს აზრი. ეს მაშინ, თუ საერთოდ ვაცნობიერებთ მას, როგორც არარსებულს. თუ ის არსებობდა, ესე იგი აზრი ქონდა. აბა მაშ რა არის მომავალი???? წარსულს პლიუს აწმყო. იმედია მიიღებ ამ აზრს და არ გაისუსები, როგორც....................................................თუმცა ვიცი რომ გაისუსები, გაიტრუნები და საერთოდ უარჰყოფ ყველაფერს, ისევე როგორც წმინდა პეტრემ უარჰყო , სამჯერ. არაო, არ ვიცნობდიო.
5. :)წარსულს აზრი არა აქვს დედი, მოდი ვიცხოვროთ ამ დღით. :)წარსულს აზრი არა აქვს დედი, მოდი ვიცხოვროთ ამ დღით.
4. მადლობა რომ წაიკითხეთ და მადლობა კომენტარებისათვის. ეს ლექსი სულ შემთხვევით ამომიგდო ფეისბუქმა. მაშინ დამიწერია როცა ერთი ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა დედა გარდაიცვალა, მშობიარობას გადაყვა და ექიმებმა ვერ თუ არ უშველეს. მაშინ ზუსტად დეტალებში რა ემოციები და განწყობა მქონდა აღარ მახსოვდა, თუმც ლექსი რომ გადავიკითხე ადვილად გავიხსენე ის წვრილმან-მსხვილმანები რაც ჩემს გულში და სულში ტრიალებდა, როცა მის შვილს, ნიკოლოზს დავატარებდი სკოლის გარშემო და ვცდილობდი ამეხსნა, თუ რატომ ვეღარ ხვდება დედას. ვიცი , ბევრი მირჩევს რამეს, ადვილია თეორიულად, პრაქტიკულად კი აუტანელი, საზიზღარი და მტკივნეული, როცა ბავშვის დიდრონ თვალებს უყურებ და მის კითხვებზე პასუხები არ გაქვს. მე არც ათეისტი ვარ და არც_ მორწმუნე. მე ბიბლიურ კანონებს კი არა, საკუთარ პრინციპებს და საკუთარ ბუნებას ვემორჩილები, რომელსაც, ვიცი რომ არ უნდა შევეწინააღმდეგო, თორემ მერე ძალიან დავიტანჯები. საერთოდ არასდროს წარმომიდგენია ღმერთი, არ მიფიქრია იმაზე თუ როგორი იქნება ის, ან სად არის და როგორ არის. თუ სადმე არის უბრალოდ კითხვები მაქვს, არც არაფერს ვაბრალებ და არც არაფერს ვთხოვ. მადლობელი ვარ რომ მოგვცა სიცოცხლის უფლება და ლექსსაც იმიტომ ვამთავრებ ისე როგორც ვამთავრებ. ( ეს ყველაფერი მეტი სინათლისთვის ალბათ :) ) მადლობა რომ წაიკითხეთ და მადლობა კომენტარებისათვის. ეს ლექსი სულ შემთხვევით ამომიგდო ფეისბუქმა. მაშინ დამიწერია როცა ერთი ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა დედა გარდაიცვალა, მშობიარობას გადაყვა და ექიმებმა ვერ თუ არ უშველეს. მაშინ ზუსტად დეტალებში რა ემოციები და განწყობა მქონდა აღარ მახსოვდა, თუმც ლექსი რომ გადავიკითხე ადვილად გავიხსენე ის წვრილმან-მსხვილმანები რაც ჩემს გულში და სულში ტრიალებდა, როცა მის შვილს, ნიკოლოზს დავატარებდი სკოლის გარშემო და ვცდილობდი ამეხსნა, თუ რატომ ვეღარ ხვდება დედას. ვიცი , ბევრი მირჩევს რამეს, ადვილია თეორიულად, პრაქტიკულად კი აუტანელი, საზიზღარი და მტკივნეული, როცა ბავშვის დიდრონ თვალებს უყურებ და მის კითხვებზე პასუხები არ გაქვს. მე არც ათეისტი ვარ და არც_ მორწმუნე. მე ბიბლიურ კანონებს კი არა, საკუთარ პრინციპებს და საკუთარ ბუნებას ვემორჩილები, რომელსაც, ვიცი რომ არ უნდა შევეწინააღმდეგო, თორემ მერე ძალიან დავიტანჯები. საერთოდ არასდროს წარმომიდგენია ღმერთი, არ მიფიქრია იმაზე თუ როგორი იქნება ის, ან სად არის და როგორ არის. თუ სადმე არის უბრალოდ კითხვები მაქვს, არც არაფერს ვაბრალებ და არც არაფერს ვთხოვ. მადლობელი ვარ რომ მოგვცა სიცოცხლის უფლება და ლექსსაც იმიტომ ვამთავრებ ისე როგორც ვამთავრებ. ( ეს ყველაფერი მეტი სინათლისთვის ალბათ :) )
3. ,,ნუ იქადი ხვალისათვის, რამეთუ არაუწყი რასა შობს შემომსვლელი დღე''- ეს ბიბლიიდანაც ცნობილია. საქმე სხვა რამეშია, ბოროტება სძლევს თუ სიკეთე? ადამიანი საკუთარი თავის ღმერთია. ,,ხატად და მსგქვსად'' შექმნილი შემოქმედისა და ღვთიური სულით შთაბერილი. ,,ქალისაგან არს სათავე ცოდვისა და მისგამო ვიტანჯებით ყველანი. '' თუ არ ვცდები ზირაქმა ასე ბრძანა. ამოუწურავი თემაა და პასუხგაუცემელი. ++ ,,ნუ იქადი ხვალისათვის, რამეთუ არაუწყი რასა შობს შემომსვლელი დღე``- ეს ბიბლიიდანაც ცნობილია. საქმე სხვა რამეშია, ბოროტება სძლევს თუ სიკეთე? ადამიანი საკუთარი თავის ღმერთია. ,,ხატად და მსგქვსად`` შექმნილი შემოქმედისა და ღვთიური სულით შთაბერილი. ,,ქალისაგან არს სათავე ცოდვისა და მისგამო ვიტანჯებით ყველანი. `` თუ არ ვცდები ზირაქმა ასე ბრძანა. ამოუწურავი თემაა და პასუხგაუცემელი. ++
2. რაღათქმაუნდა მას შემდეგ როცა გამელოტდებით : ) რაღათქმაუნდა მას შემდეგ როცა გამელოტდებით : )
1. ნუ ხედავთ ღმერთს სხვების თვალებით, თქვენი იმედგაცრუების მიზეზი თქვენი უფანტაზიობაა. წარმოიდგინე, რომ ღმერთი ახლა სადღაც ორ ღრუბელს შორის გამოკიდებულ ჰამაკში ნებივრობს, ერთ ზამთრის ღრუბელში ლუდის ბოთლებს აცივებს, სიგარეტს აბოლებს და ყურსასმენებში რომელიმე, როკ ბალადას უსმენს შენი საყვარელი როკ-ჯგუფის შემოქმედებიდან, ან უკეთესი მეორე ღრუბელზე მორისონი ყავს შემოსმული და ლაივში უსმენს ჯგუფ დორსის რომელიმე ღვთიურ მელოდიას ;) თუ თეისტი ხარ ასეთი ღმერთი უნდა წარმოიდგინო, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ადამიანების მიერ შექმნილი თითქმის ყველა ღმერთი(რომელთა შესახებაც მსმენია მე) ძალიან არადამაჯერებელია, სხვა ყველაფერს თავი დავანებთ მხოლოდ იმიტომ რომ არცერთს არ ჰქონია იუმორის გრძნობა ;) ნუ აკისრებთ ღმერთს ვალდებულებებს, ნუ იფიქრებ იმას რომ შენი თავიდან ჩამოვარდნილი თმის თითოეული ღერი უფლის ნებაა, თორემ დამიჯერე სასოწარკვეთას მიეცემი ;)
ნუ ხედავთ ღმერთს სხვების თვალებით, თქვენი იმედგაცრუების მიზეზი თქვენი უფანტაზიობაა. წარმოიდგინე, რომ ღმერთი ახლა სადღაც ორ ღრუბელს შორის გამოკიდებულ ჰამაკში ნებივრობს, ერთ ზამთრის ღრუბელში ლუდის ბოთლებს აცივებს, სიგარეტს აბოლებს და ყურსასმენებში რომელიმე, როკ ბალადას უსმენს შენი საყვარელი როკ-ჯგუფის შემოქმედებიდან, ან უკეთესი მეორე ღრუბელზე მორისონი ყავს შემოსმული და ლაივში უსმენს ჯგუფ დორსის რომელიმე ღვთიურ მელოდიას ;) თუ თეისტი ხარ ასეთი ღმერთი უნდა წარმოიდგინო, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ადამიანების მიერ შექმნილი თითქმის ყველა ღმერთი(რომელთა შესახებაც მსმენია მე) ძალიან არადამაჯერებელია, სხვა ყველაფერს თავი დავანებთ მხოლოდ იმიტომ რომ არცერთს არ ჰქონია იუმორის გრძნობა ;) ნუ აკისრებთ ღმერთს ვალდებულებებს, ნუ იფიქრებ იმას რომ შენი თავიდან ჩამოვარდნილი თმის თითოეული ღერი უფლის ნებაა, თორემ დამიჯერე სასოწარკვეთას მიეცემი ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|