2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის გავლენა ქართულ ე.წ. „თავისუფალ პრესაზე“
ადვოკატ კახაბერ როდინაძის სტატია “აიკრძალოს ”უცხო ქვეყნის აგენტი” პოლიტიკური პარტიების და ე.წ. ”არა-სამთავრობო ორგანიზაციების” საქმიანობა!“ გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემაში (სტატიას სათაური შეუცვალეს, ახალი სათაურია: „დროა შეწყდეს „უცხო ქვეყნის აგენტების“ პარპაში ქვეყანაში“) „საქართველო და მსოფლიო“ 2017 წლის 27 იანვარს (სტატია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://geworld.net/NEW/?page=view&art=9439-droa-Sewydes-„ucxo-qveynis-agentebis“-parpaSi-qveyanaSi ).
ანუ 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის დღიდან მე-7 დღეს.
სტატია დაწერილია 2016 წელს, გამოქვეყნდა 2016 წლის 5 ნოემბერს ლიტერატურულ საიტზე urakparaki.com ადვოკატ კახაბერ როდინაძის პირად გვერდზე.
2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციამდე ეს სტატია არც ერთმა ქართულმა გამოცემამ ცოცხალი თავით არ გამოაქვეყნა, თუმცა 2016 წელს ყველა გაზეთსა და ინტერნეტ-გამოცემისთვის იყო გაგზავნილი.
თუ ეს სტატია იმდენად უვარგისი იყო, რომ მისი გამოქვეყნება 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციამდე არც ერთმა (!) ქართულმა გამოცემამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, მაშინ 2017 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად ინაგურაციის შემდეგ იგივე სტატია როგორ გახდა გამოქვეყნებისბ ღირსი?!
რაშია საქმე?
იქნებ საქმე ადვოკატ კახაბერ როდინაძის სტატიის ავ-კარგიანობაში არ არის?
იქნებ საქმე ქართული ე.წ. „თავისუფალი პრესის“ მორალურ სახეშია?
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 28.01.2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|