| ავტორი: ნექტარი ჟანრი: საბავშვო 30 იანვარი, 2017 |
თოვლი ცვივა ახლა ციდან: თეთრი, მშრალი, ქათქათა. გამოვიდნენ ბაღში ყველა, ნინო, ქრისტი, მათათა.
უკან, დაცვა მოაცილებთ, ჯენტლმენები ჯარადა. ხელთ ციგები უკავიათ, იმათ გასახარადა.
შემოისვეს გოგოები, ლაგდებიან წყნარადა. მხიარული ხმები ისმის, სრიალებენ ჩქარადა .
ნიკოლოზი, გელა, ნუკრი გუნდაობენ ლაღადა. ყველამ მათთან მიაშურა, ციგები ჩანს ცალადა.
ხალისობენ, იცინიან, ესეც, ზამთრის ბალადა. ერთურთს ტკბილად შეჰხარიან, არვინ დარჩა მწყრალადა.
ესეც, ჩვენი იანვარი, ესეც, თეთრი ფარაჯა. თოვლის პაპაც გაამწესეს, აქვე, ღამის დარაჯად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კაი სათოვლო ლექსია მხიარულიანი. კაი სათოვლო ლექსია მხიარულიანი.
8. უკაცრავად ნ-ი-კ-ი, განმარტება არასწორად დავაფიქსირე 7-ე კომენტარში. წინადადება "ხელთ ციგები უკავიათ" ნიშნავს, ხელში ციგები უკავია ბიჭებს,
ხოლო,
სიტყვაში - "ხელთ", ასობგერა - "თ" არის მრ. რიცხვის ბრუნვის ნიშანი.
ნ ე ქ ტ ა რ ი. უკაცრავად ნ-ი-კ-ი, განმარტება არასწორად დავაფიქსირე 7-ე კომენტარში. წინადადება "ხელთ ციგები უკავიათ" ნიშნავს, ხელში ციგები უკავია ბიჭებს,
ხოლო,
სიტყვაში - "ხელთ", ასობგერა - "თ" არის მრ. რიცხვის ბრუნვის ნიშანი.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
7. გამარჯობა ძვირფასო ნიკი. მადლობელ ვარ ესდენი ყურადღებისათვის. მართლაც მადლობელი ვარ.
ახლა რაც შეეხება წინადადებას- "ხელთ ციგები უკავიათ".
კერძოდ სიტყვა- "ხელთ". ხელთ ნიშნავს ხელში. აქ ასობგერა- "თ" არის მესამე პირის მრ. რიცხვის მესამე პირის ფორმის ბრუნვის ნიშანი.
ციგები- 'მისრიალებენ", ( ლამაზად რომ ვთქვათ) თოვლში. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
გამარჯობა ძვირფასო ნიკი. მადლობელ ვარ ესდენი ყურადღებისათვის. მართლაც მადლობელი ვარ.
ახლა რაც შეეხება წინადადებას- "ხელთ ციგები უკავიათ".
კერძოდ სიტყვა- "ხელთ". ხელთ ნიშნავს ხელში. აქ ასობგერა- "თ" არის მესამე პირის მრ. რიცხვის მესამე პირის ფორმის ბრუნვის ნიშანი.
ციგები- `მისრიალებენ", ( ლამაზად რომ ვთქვათ) თოვლში. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
6. ბოლო კუპლეტი ძალიან ლამაზია. ბოლო კუპლეტი ძალიან ლამაზია.
5. უი, უკაცრავად, ეს რა მითქვამს "თან" ზედმეტია :) უი, უკაცრავად, ეს რა მითქვამს "თან" ზედმეტია :)
4. ისე კი ციგებს მიაცურებენ და ხელით არ მიაქვთ როგორც წესი ანუ ასე გადაკეთდება ჩემს ვერსიაში:
თან ციგებს მოაცურებენ, გულის გასახარადა ისე კი ციგებს მიაცურებენ და ხელით არ მიაქვთ როგორც წესი ანუ ასე გადაკეთდება ჩემს ვერსიაში:
თან ციგებს მოაცურებენ, გულის გასახარადა
3. შეიძლება მე ვცდები კიდეც და არასწორად მესმის, მაგრამ თქვენ თუ არ შეწუხდებით, იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს:
"ხელთ ციგები უკავიათ, გოგონების დარადა."
საინტერესო იქნება ამ ნაწილის თქვენეული ახსნა
მე კი ჩემი მხრიდან ამ ნაწილის ასეთ ვარიანტს შემოგთავაზებდით:
"ხელთ ციგები უკავიათ, გულის გასახარადა."
შეიძლება მე ვცდები კიდეც და არასწორად მესმის, მაგრამ თქვენ თუ არ შეწუხდებით, იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს:
"ხელთ ციგები უკავიათ, გოგონების დარადა."
საინტერესო იქნება ამ ნაწილის თქვენეული ახსნა
მე კი ჩემი მხრიდან ამ ნაწილის ასეთ ვარიანტს შემოგთავაზებდით:
"ხელთ ციგები უკავიათ, გულის გასახარადა."
2. ნიკი გამარჯობათ, მადლობა მინდა გითხრათ რომ მონახეთ დრო ჩემი ნაწერის წასაკითხად და მასთან დაკავშირებით თქვენი აზრის გამოხატავად.
რაც შეეხება სტრიქონს: გვრდთ.......... გეთანხმებით, უმჯობესია თქვენი ვერსია: სტრიქონით- " შემოისვეს გოგოები" . ნ ჩავანაცვლე სტრიქონი:" გვერდთ მოისვეს გოგონები". ძალიან მოუხდა კიდეც, ამისთვისაც კიდევ მადლობა.
ვ ე რ დ ა გ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი თ მ ე ო რ ე შ ე ნ ი შ ვ ნ ა ზე. ის არასწორია, რადგან:
პირველ კუპლეტში ნათქვამია, რომ გოგონები გამოვიდნენ ბაღში ციგების გარეშე, ახალ თოვლში.
მეორე კუპლეტში დაკონკრეტებულია, რომ ჯენტლმენი ბიჭები ციგებით მოყვებიან მათ გულის გასახარებად და პატივსაცემად,
ვინაიდან, ლექსის პირველ და მეორე კუპლეტში სიტყვაც " ყველას" არ არის გამოყენებული და კონკრეტულად ბიჭებზეა ნათქვამი რომ მათ მიაქვთ ციგები გოგონების გასახარად, გოგონები კი, ბაღ ში გამოვიდნენ, ციგების გარეშე. არასწორია, არაობიექტურია აქ ეს შენიშვნა და იგი ამოჭებულ უნდა იქნეს ამ კომენტარიდან, რა თქმა უნდა თუ ეს შესაძლებელია.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. ნიკი გამარჯობათ, მადლობა მინდა გითხრათ რომ მონახეთ დრო ჩემი ნაწერის წასაკითხად და მასთან დაკავშირებით თქვენი აზრის გამოხატავად.
რაც შეეხება სტრიქონს: გვრდთ.......... გეთანხმებით, უმჯობესია თქვენი ვერსია: სტრიქონით- " შემოისვეს გოგოები" . ნ ჩავანაცვლე სტრიქონი:" გვერდთ მოისვეს გოგონები". ძალიან მოუხდა კიდეც, ამისთვისაც კიდევ მადლობა.
ვ ე რ დ ა გ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი თ მ ე ო რ ე შ ე ნ ი შ ვ ნ ა ზე. ის არასწორია, რადგან:
პირველ კუპლეტში ნათქვამია, რომ გოგონები გამოვიდნენ ბაღში ციგების გარეშე, ახალ თოვლში.
მეორე კუპლეტში დაკონკრეტებულია, რომ ჯენტლმენი ბიჭები ციგებით მოყვებიან მათ გულის გასახარებად და პატივსაცემად,
ვინაიდან, ლექსის პირველ და მეორე კუპლეტში სიტყვაც " ყველას" არ არის გამოყენებული და კონკრეტულად ბიჭებზეა ნათქვამი რომ მათ მიაქვთ ციგები გოგონების გასახარად, გოგონები კი, ბაღ ში გამოვიდნენ, ციგების გარეშე. არასწორია, არაობიექტურია აქ ეს შენიშვნა და იგი ამოჭებულ უნდა იქნეს ამ კომენტარიდან, რა თქმა უნდა თუ ეს შესაძლებელია.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. გვერდთ - ასეთი სიტყვა არ არსებობს თანაც ციგაზე გვერდით არ ისვამენ ხოლმე მხოლოდ წინ ან უკან.
გვერდთ მოისვეს გოგოები ---> შემოისვეს გოგოები ჯობია მე მგონი
ისე კი თუ : "ხელში ციგა უკავიათ, გოგონების დარადა."
თუ ყველას თავისი ციგა ჰქონდათ, შემოსმა ან გვერდით მოსმა რატომ უნდა დაჭირვებოდათ?
4 ქულა აქაც
გვერდთ - ასეთი სიტყვა არ არსებობს თანაც ციგაზე გვერდით არ ისვამენ ხოლმე მხოლოდ წინ ან უკან.
გვერდთ მოისვეს გოგოები ---> შემოისვეს გოგოები ჯობია მე მგონი
ისე კი თუ : "ხელში ციგა უკავიათ, გოგონების დარადა."
თუ ყველას თავისი ციგა ჰქონდათ, შემოსმა ან გვერდით მოსმა რატომ უნდა დაჭირვებოდათ?
4 ქულა აქაც
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|