ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
29 იანვარი, 2017


ნანატრი თოვლი

ნანატრი თოვლი მოვიდა,
ჟრიამულობენ ბავშვები,
ხეზე კი დაღუებული
სხედან ფუმფულა შაშვები.

დილიდან გაუკვალიათ
სოფლის ორღობე პატარებს,
ზოგი სრიალით ერთობა -
ზოგს კოტრიალი ახარებს.

ერეკლეს თავის ციგაზე
შემოუსვია ნინია
და თოვლში ამოგანგლულებს
უყეფთ მეზობლის ფინია.

ღობესთან ჩუმად მომდგარი
პირჯვარს ისახავს ბებია,
ირგვლივ კი თეთრი ფიფქები
და სიხარულის ხმებია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები