ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2017


* * *

მჯერა, ოდესმე რომ მაინც მოხვალ,
რომ გულით დაგაქვს ისევ გრძნობები
და მეც შევავსე უკვე სასმისი,
''მე და ღამე'' ვართ და გელოდებით...

ბინდმა გალია რამდენი დღეს - ხვალ...
თოვლმა რამდენჯერ დაფარა გზები...
ახლაც ნისლია და გათოვდება,
ჩამოთეთრდება კვლავ ლურჯი მთები...

და მთვარეს ველი, იქნებ აჩნია
გაუკვალავ თოვლს ნაფეხურები,
იქნებ დაბრუნდი, ისე უჩუმრად,
რომ მოლოდინის დასრულდა წლები.

ან იქნებ დროა, სულ დაგივიწყო,
ვიდრე ქრის ზამთრის ცივი ქარები
და დანამქრული გრძნობებით, კარგო,
მე ხომ ვერასდროს გაგეკარები?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები