ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2017


მაგრამ...

საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
ხან ვიგებ... ხანაც ვაკეთებ ყაიმს,
ცხოვრებაც არის თამაში, მაგრამ
სერიოზულად აღვიქვამ მაინც.

თავად ვარ ის, ვინც ჩემს ბედს განაგებს,
მეპატიება მეც რაღაც ზოგჯერ,
მაგრამ ჩემს ტაძარს თუ ვერ ავაგებ,
დამკარ ხმალი და მარჯვენა მომჭერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები