 | ავტორი: ჰერკულესი ჟანრი: პროზა 8 თებერვალი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
---------------------------------------------------------------------- პროლოგი ----------------------------------------------------------------
ვინ გაიმარჯვებს იმ შეტაკებაში, რომელშიც მეომრებთან ერთად ცხენებიც იბრძვიან. ისინი ვინც მეტნი არიან, თუ იცინი ვინებიც გაცილებით ძლიერები არიან? უცნაური კითხვაა შენთვის არაა?. -ესეთი ბრძოლა არ არსებობს. ეს კითხვა აღარ გაგიკვირდება, როცა გაიგებ, რომ იმ სამყაროში მხეცები დარბიან აღვირ ახსნილნი, მაგრამ იმ სამყაროში აღვირი არ არსებობს და იმ აღვირახსნილობას, რომელსაც შენ ეხლა აანალიზებ შენს გონებაში, თქვენ თავისუფლებას უწოდებთ. თავისუფლება კი თქვენ აქაურებს იმდენად გამახინჯებთ, რომ აღვირ ახსნილი მხეცები სილამაზეა მასთან. -იმ სამყაროში არმიებიც არ არსებობენ. გაგიკვირდება და გაიფიქრებ - თუ არმიები არ არსებობს აბა ვინღა იბრძვისო. მე კი ვიტყვი რომ, იქ ყველა მებრძოლი სამყაროა და ყველა მებრძოლი არმიაა. ამის გამგონი კი გალაკტიკას წარმოიდგენ შენს წარმოსახვაში, ვერ მიხვდები თუ რატოა ყველა მებრძოლი სამყაროც და არმიაც, ვერ წარმოიდგენ, რომ ერთ სხეულში შეიძლება დაეტიოს ერთიც და მეორეც და მებრძოლზე იფიქრებ პლანეტააო, იმიტომ, რომ შენ ამ სამყაროდან ხარ და შენი აქაური გონება მეტს ვერაფერს არმოიდგენდა, აქ თქვენთან თითოეული თქვენთაგანი ერთი სამყაროს და არმიის ნაწილაკია. იბრძვით, იბრძვით, იბრძვით, ერთმანეთთან იბძვით, ჯლეტთ ერთმანეთს ბრძოლაში სადაც ცხენები არ იბრძვიან თქვენს გვერდით. იქ კი ერთმანეთს არავინ და არაფერი კლავს. ისევ ჩაფიქრდები, იფიქრებ რო ვბოდავ, მე კი გეტყვი, რომ მე შენ გიცნობ. ამის გამგონს სისხლი გაგეყინება ძარღვებში, თითქოს რაღაცას მიხვდი, მაგრამ აზრი გაგეფანტება. ამოიღებ ჯიბიდან სიგარეტის ერთ ღერს, დააშტერდები დამნაშავის თვალებით, მერე სადღაც იქეთ გაიხედავ, თითქოს იმ სამყაროს ეძებ და გაეხვევი თამბაქოს კვამლში. გაგიკვირდება ესეც, საიდან იცისო, მე კი კვლავ გეტყვი: -ნუ გიკვირს, შენ ხომ სულ ესე იქცევი მაშინ, როცა მე მოვდივარ. ვიცი იმედგაცრუებული ხარ, თითქოს გულნატკენიც კი. ისეთი სახე გაქვს თითქოს რაღაც ძვირფასი დაგიკარგავს. წამოხტები და შემომკივლებ: ვინ ხარ, რა გინდა ჩემგან? და ჩემი პასუხი გაგიკვირდება რადგან, რაც მე მოვედი შენ სიტყვა არ გითქვამს, მე შენს აზრებს ვკითხულობ. გითხარი - მე ის ვარ, ვინც იქ ცხოვრობს, სადღაც იქ, იქ სადაც მხოლოდ ფრთიანნი ამოდიან,. მე ის ვარ ვის ცხენსაც ჯავშანი აცვია, ის ვის ხმალსაც ჯანგმა დაუწყო ღრღნა, ვისაც სახლი კლდეზე დაუდგამს მიუვალზე, ის დიდი სახლი, სახურავს კიდეები გიგანტურ კოლონებზე რომ ჩამოუდევთ, ჩაბნელებულა და კუთხეები მტვრით ამოლესილა. სახლი სადაც ფრთიანები აღარ ადიან, აღარა ესაქმებათ რა. ბოლოს გეტყვი, რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია. მიხვდები ვინც ვარ, მაგრამ ეცდები არ შეიმჩნიო, არც შეგეტყობა, რადგან შენ სახის კუნთებს მართავ. მე გამეღიმება, როცა ამ ყველაფერს გეტყვი, შენ კი გინდა რო დამარტყა, მომკლა და გამაქრო, მაგრამ არ შეგიძლია, რადგან მე ამ სამყაროში არ ვარსებობ - მე თავად სამყარო ვარ.
-------------------------------------------------------------- გაგრძელება იქნება -------------------------------------------------------------
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კითხვას ვიწყებ და ვლოცულობ რომ ნაწერი ფანტაზიის ჟანრში გადაიზარდოს... დასაწყისი ნორმალურია. თუმცა ნაწილი სადაც მკითხველის აზრების გამოცნობას ცდილობს ავტორი ძალიან არადამაჯერებელია კითხვას ვიწყებ და ვლოცულობ რომ ნაწერი ფანტაზიის ჟანრში გადაიზარდოს... დასაწყისი ნორმალურია. თუმცა ნაწილი სადაც მკითხველის აზრების გამოცნობას ცდილობს ავტორი ძალიან არადამაჯერებელია
9. კითხვას ვიწყებ და ვლოცულობ რომ ნაწერი ფანტაზიის ჟანრში გადაიზარდოს... დასაწყისი ნორმალურია. თუმცა ნაწილი სადაც მკითხველის აზრების გამოცნობას ცდილობს ავტორი ძალიან არადამაჯერებელია კითხვას ვიწყებ და ვლოცულობ რომ ნაწერი ფანტაზიის ჟანრში გადაიზარდოს... დასაწყისი ნორმალურია. თუმცა ნაწილი სადაც მკითხველის აზრების გამოცნობას ცდილობს ავტორი ძალიან არადამაჯერებელია
8. ნეფერტარს უკვე მიუთითებია შეცდომაზე. მე დანარჩენს მოგწერ. :) გაასწორე.
მხეცები დარბიან აღვირ ახსნილნი, - აღვირახსნილი - აქ ერთი სიტყვაა. რომ აღვირ ახსნილი მხეცები სილამაზეა მასთან. - აქ სწორეა, ორი სიტყვაა, თუ რატომ, შემიძლია ავხსნა. ამის გამგონი - გამგონე არმოიდგენდა, - წარმოიდგენდა. ჯლეტთ - ჟლეტთ. ჯანგმა- ჟანგმა.
საინტერესოა ძალიან. :)
ნეფერტარს უკვე მიუთითებია შეცდომაზე. მე დანარჩენს მოგწერ. :) გაასწორე.
მხეცები დარბიან აღვირ ახსნილნი, - აღვირახსნილი - აქ ერთი სიტყვაა. რომ აღვირ ახსნილი მხეცები სილამაზეა მასთან. - აქ სწორეა, ორი სიტყვაა, თუ რატომ, შემიძლია ავხსნა. ამის გამგონი - გამგონე არმოიდგენდა, - წარმოიდგენდა. ჯლეტთ - ჟლეტთ. ჯანგმა- ჟანგმა.
საინტერესოა ძალიან. :)
7. რაღაც საინტერესო ჩანს :) რაღაც საინტერესო ჩანს :)
6. ვაა, დამაინტრიგებელია ვაა, დამაინტრიგებელია
5. თუ იცინი ვინებიც გაცილებით ძლიერები არიან? >> თუ ისინი ვინც გაცილებით ძლიერები არიან?
გაასწორეთ შეცდომა, ცუდია როცა დასაწყისშივე შეცდომა შეგხვდება. თუ იცინი ვინებიც გაცილებით ძლიერები არიან? >> თუ ისინი ვინც გაცილებით ძლიერები არიან?
გაასწორეთ შეცდომა, ცუდია როცა დასაწყისშივე შეცდომა შეგხვდება.
4. ვინ გაიმარჯვებს იმ შეტაკებაში, რომელშიც მეომრებთან ერთად ცხენებიც იბრძვიან. ისინი ვინც მეტნი არიან, თუ იცინი ვინებიც გაცილებით ძლიერები არიან?
ცუდად არ იწყება მაგრამ ვნახოთ როგორ ვითარდება.
ვინ გაიმარჯვებს იმ შეტაკებაში, რომელშიც მეომრებთან ერთად ცხენებიც იბრძვიან. ისინი ვინც მეტნი არიან, თუ იცინი ვინებიც გაცილებით ძლიერები არიან?
ცუდად არ იწყება მაგრამ ვნახოთ როგორ ვითარდება.
3. დავიწყე კითხვა, კარგია რომ პატარა თავებია.
დასაწყისი - დიდი ვერაფერი, ბოლო ნაწილმა უფრო აღძრა ინტერესი.
სათაურიდან გამომდინარე ყველაფერი გაუგებარიც კი გამართლებულია.
წარმატებები. :) :)
პ.ს. წითელი ხელი რად უნდა? დავიწყე კითხვა, კარგია რომ პატარა თავებია.
დასაწყისი - დიდი ვერაფერი, ბოლო ნაწილმა უფრო აღძრა ინტერესი.
სათაურიდან გამომდინარე ყველაფერი გაუგებარიც კი გამართლებულია.
წარმატებები. :) :)
პ.ს. წითელი ხელი რად უნდა?
2. გაგრძელება იქნება და ყველაფერს მიხვდები :) გაგრძელება იქნება და ყველაფერს მიხვდები :)
1. შეშლილი უნდა იყო, ალბათ, რომ გაიგო. მომენტებში კარგი იყო, მომენტებში დაქსელილი და გაუგებარი. ალბათ, ჩემამდე ვერ მოვიდა სწორად. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები. შეშლილი უნდა იყო, ალბათ, რომ გაიგო. მომენტებში კარგი იყო, მომენტებში დაქსელილი და გაუგებარი. ალბათ, ჩემამდე ვერ მოვიდა სწორად. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|