ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 თებერვალი, 2017


:(

მე თვითონ გშობე ჩემი ფიქრიდან,
მე ვიწმენდდი შენს ფურთხს სახიდან როგორც სიყვარულს,
და მიხაროდა როცა ვხედავდი
როგორ ხარბად იკვებებოდი  ჩემი ვნებებით და
იზრდებოდი და მძლავრდებოდი ჩემს უკუღმართ ფანტაზიებში,
და ახლა გებრძვი
რადგან არ მინდა  ჩემს გულში ,ფიქრში და სიზმრებში გაიმაყარო  პოზიციები,
რადგან უკვე ალაგ-ალაგ სადღაც სისხლში  დაბორიალობ  ,
მე კი ყოველთვის ,შენი მზერით გახსნილ ჭრილობას
ტუჩზე დაცემულ ფიფქივით ვილოკავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები