 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 თებერვალი, 2017 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თმადავარცხნილი. პირდაბანილი. კისერში ჰალსტუხგაჭერილი, უფრო ზუსტად კი გაყლინჯული დღეების მერე, ადამიანად ყოფნის უსუსური მცდელობების მერე, ვაღიარებთ რომ ვართ ღორები და ტალახში ვიწყებთ გორიალს. სხვების ცოლების ლოგინებში, სხვების ქმრების მანქანებში, იაფფასიან ბარებსა და ბორდიულებზე, ვაღიარებთ, რომ ყლინჯები, რომლებიც კისრებზე დაგვკიდეს -გვახრჩობს. რომ არ შეგვიძლია, გავყვეთ ცოლად უმუშევარ ლოთს, რომ ჩემს ქმარს არ უნდა უპოვონ ჯიბეში მარიხუანა და აუცილებლად გავყვები ცოლად, ვინმე ჩემნაირ ყლინჯიანს და უეჭველად დავშორდები, მოტივი "ჩემი ცოლი სულ მუშაობს და თავი სტკივა" მოტივი "ჩემი ქმარი მაგრად იჭერს კისერში ყლინჯს და ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, და ჩვენ აღარ ვიცინით, რადგან მის გაწითლებულ, პერანგზე გადმომჯდარ ლოყებს არასაკმარისად აწვება ტუჩებით, ჩვენ აღარ გვაქვს სექსი, რადგან მისი ღიპი მოიცავს 20 სანტიმეტრს, რადგან მისი კაცობა მის ღიპზე მოკლეა." ვშორდებით.. მე მივდივარ უახლოეს ბარში, ვიღაცის გამხდარ ქმართან, რომლის ჯიბე ჩემი ქმრის კაცობაზე მოკლეა, მაგრამ კაცობა მის ჯიბეზე გრძელი.. მრავალწლიანი თეთრი ღამეების მერე პირველად ღამდება, როცა შეგიძლია გაიგო კედლის იქიდან, როგორ გეძახის მეზობელი, "დამაძინეთ თქვენი დედაც.." და შენ უფრო ძლიერად ურტყამ ლოგინის თავს საერთო კედელს. . "სექსის გამო მაინც არ იჭერენ, პედანტო ნაბიჭვარო" უყვირი, ეწევი, ისევ ხმაური, ისევ ეწევი.. იძინებ . .
ნაბახუსევზე, როცა თავის ტკივილისგან გაბრუებული, უყურებ სარკეში კისერთან სისხლჩაქცევებს, საკუთარ ქარაფშუტობაზე გაბრაზებული თმას სწრაფად იყრი მხრებზე და ოთახიდან გადიხარ. გადაწყვეტ, რომ მიდიხარ აბანოში, შემდეგ სალონში, რომ საჭიროა ფორმაში ჩადგე და წახვიდე სამსახურში.. რომ არ ჩამორჩე სირული ცხოვრების ცირკულაციას, რომ შენ გამო არ გაწყდეს ამ კავშირის ჯაჭვი, რადგან შენც ერთ-ერთი რგოლი არა მაგრამ, რგოლუკა კი ხარ, სირი არა, მაგრამ სირიკო. . და აი, ათს რომ ბევრიც არაფერი უკლია, დგახარ გაყლინჯული ოფისის კართან და ცდილობ მინის ანარეკლში კიდევ ერთხელ შეათვალიერო კისერი, გუშინდელი ცოდვის კვალი არ შეგამჩნიონ.. მთელი დღე, ისტერიულად ისწორებ თმას, როგორც იქნა ღამდება. სახლი, ლოგინი, ამაღამ მეზობელს არ შეაწუხებ. ამაღამ თეთრი ღამეა. ძლიერად ხუჭავ თვალებს და აი, ის ერთი წამიო, როცა ზუსტად იცი ვინც ხარო, შენთანაც მოდის და აცნობიერებ, რა მაგარი სირუკა ხარ, მაგრამ იმდენად სირუკა, რომ ამის შეცვლაც არ შეგიძლია.. იძინებ..
გესიზმრება, რომ დასაბანი ჰიპი ხარ და კანაფს ახვევ. . და წარმოდგენაც არ გაქვს, რომ შენი პირველი ორგაზმი ძილში განიცადე და რომ უბრალოდ გაგიმართლა დაბადებისას, თორემ 200 წლის წინ, ამის გამო პათოლოგად შეგრაცხავდნენ. . მაგრამ მაინც არ გაგიმართლა, რადგან 21-ე საუკუნეშიც კი ცირკულაციის ნაწილი ხარ. .
არ გაიღვიძო. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. спят усталые игрушки... :(
:* спят усталые игрушки... :(
:*
6. ბოთლიც =დ მე შენზე ვიბრიდები :* ბოთლიც =დ მე შენზე ვიბრიდები :*
5. კომენტარებმა დამბრიდა...
ინი მევასები :*
სარკეც ხო შუშაა? კომენტარებმა დამბრიდა...
ინი მევასები :*
სარკეც ხო შუშაა?
2. მეორედ მეუბნები ბორდიურს და გავსვანდი ) რ, რ.. ჰომ :3 :** მეორედ მეუბნები ბორდიურს და გავსვანდი ) რ, რ.. ჰომ :3 :**
1. წითელი ხელი კარგია, მაგრამ ეს "ყლინჯი" "ყლინჯი" რაია ინი? აშკარად აფუჭებს
ბორდიული -ბორდიური მეზობელთანაც არაა საჭირო ეგეთი უხეშობა გამოწიეთ ოდნავ უკან საწოლი და ვინ გიშლით :))
რა ცუდი განწყობა გაქვს :)
წითელი ხელი კარგია, მაგრამ ეს "ყლინჯი" "ყლინჯი" რაია ინი? აშკარად აფუჭებს
ბორდიული -ბორდიური მეზობელთანაც არაა საჭირო ეგეთი უხეშობა გამოწიეთ ოდნავ უკან საწოლი და ვინ გიშლით :))
რა ცუდი განწყობა გაქვს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|