 | ავტორი: kanario ჟანრი: პროზა 18 იანვარი, 2009 |
(ჩემი დღიურებიდან)
რამდენიმე საათში ნათლისღების დღესასწაული დადგება... კვლავ დავრწმუნდი იმაში, რომ ღმერთს ვუყვარვარ! არ ისურვა, შენზე დარდით გამეტარებინა ეს დღეც, შენი ამბავი არ მცოდნოდა! (ნეტა იცოდე, როგორი მადლობელი ვარ შენი დიშვილის - ალექსანდრესი!) ძალიან მიყვარხარ, იმაზე ძალიან, ვიდრე სიყვარული წარმოუდგენიათ ადამიანებს! ვერ ვიტან ისეთებს, რომლებსაც ნათლია-ნათლულის სტატუსი აქვს მიკერებული და ვერც აცნობიერებენ, ვინ არიან ერთმანეთისთვის! შენ ხომ ჩემი ანგელოზი ხარ, რომელმაც ნათელს მაზიარა, ნათლია! უბრალოდ გზა კი არ დამანახე უფლის კალთისკენ მიმავალი, როგორც კეთილი ადამიანები აკეთებენ ხოლმე, ხელი ჩამკიდე და შენთვითონ წამიყვანე მასთან! ძალიან მიყვარხარ! ამბობენ, მსოფლიოში 7 საოცრება არსებობს, პირველი და ყველაზე დიდი გიზას პირამიდააო! ჩემთვის კი შენ ხარ ყველაზე დიდი და პირველი საოცრება! ძალიან მიყვარხარ! ნათლია, ვერავინ გამიბედავს იმის თქმას, რომ ჩემთან არ ყოფილხარ ამ ხნის განმავლობაში! ვერავინ და ნურც შენ იტყვი ამას, იმიტომ რომ ვგრძნობდი, მძიმე წუთებში როგორ მეხმარებოდი! თუკი ფიზიკურად მომენატრებოდი, შენს ნაჩუქარ დიდ, ვარდისფერ დათუნიას ვეთამაშებოდი ხოლმე! ძალიან მიყვარხარ! შენ ხარ ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი ანგელოზი ხარ!
შენი პატარა ნათლული. 18.01.2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სალამი და ყვავილები სალამი და ყვავილები
4. აუ, ნათლიობა და ნათლულობა, მართლა მაგარი რამეა, და ბევრი, მართლა, ვერ აცნობიერებს ამას :-* აუ, ნათლიობა და ნათლულობა, მართლა მაგარი რამეა, და ბევრი, მართლა, ვერ აცნობიერებს ამას :-*
3. ნათელ-მინობის მადლი დაგელოცოთ. ნათელ-მინობის მადლი დაგელოცოთ.
2. ჩვენც გილოცავთ... ჩვენც გილოცავთ...
1. გილოცავ ნათლისღებას!!! გაიხარე!!! გილოცავ ნათლისღებას!!! გაიხარე!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|