| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 13 მარტი, 2017 |
ხე იყო მკაცრი და ეს ხე ხშირად, ფოთლებთან ერთად აყრიდა ტოტებს, სახე დაბზარულ მომაკვდავ ქვიშას, რომელიც მის წინ ეყარა ხოლმე.
ჰო მშვიდ სიცივეს ითმენდა ეს ხე, ხან მყუდრო ქარის გადაღლილ ნიავს, ისვამდა ტანზე და წვიმის შხეფებს, იშრობდა მძიმედ სხვადასხვა მხრიდან.
ასევე ხშირად ახვევდა ტოტებს, მზის აღელვებულ სხივებში რადგან, ჯერ ახალშობილ სხეულის ნატკენ ადგილებს ასე ირჩენდა სწრაფად.
საერთოდ ეს ხე არაფრით გავდა, იმ ხეებს მასთან ახლოს რომ იყვნენ, გულგრილად იდგა ხანდახან მაგრამ, მომავალ ტანჯვას ხვდებოდა იქნებ, რომ მალე ძირში მოჭრიდა ვინმე, დედამიწაზე ფესვებით გამხმარს.
ჩიტები ხესთან ფრინავდნენ წრეზე, ნერვიულად და მსუბუქად ერთობ, რადგანაც ეს ხე აღმოჩნდა შემდეგ, ჯვარი რომელზეც შენ გაცვეს ღმერთო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩემთვის პოეზიაზე მეტი. +! ჩემთვის პოეზიაზე მეტი. +!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|