ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2017


###

სართულებიდან არ ითვლიან ვერგაფრენილებს.
საგამოფენო დარბაზივით მოგამზადებენ გამოჩენისას.
ყველა სიტყვაში საზეიმოდ აიკვიატე დილის ხმაური.
აღარ მოგიწევს გამოკითხო ამბავი იმას,
ვინც უარი თქვა ლოცვაზე და ისე ათია
უკანასკნელი კვირის ღამე - ბოლო ნუგეში,
ბოლო გუბიდან ამომხტარი ბაყაყის შიშით
თუ მოკვდებოდა იქნებოდა წვიმა და წვიმა.
მერე ბავშვობა აივსებდა ჯიბეს მარილით,
ასანთის ღერებს მოაძრობდა გოგირდის თავებს,
ხელის გულებზე გაიშლიდა ფხვიერ მოლოდინს;
დაღამებადმე ალბათ წვიმაც გადაიღებდა
და შენობები მერამდენედ შეიმშრალებენ,
მტკნარი ნერწყვისგან დასველებულ მხრებს და ზედაპირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები