ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2017


სველი ხელები

ხელები სველია.
მდინარეა შენი სული,
სადაც თევზები
ყოველთვის აღმა მიცურავენ.
და ჩემი ხელები ბადეა,
რომლითაც ვერც ერთი ვერ მოვიხელთე.
სველია ხელები
დაღლილი და
შეუდრეკელი...
იმ ქარებივით ჩამიარე,
მოტანილი რომ წაიღეს
და ვერ მიცანი.
სველია ხელები
სისხლიანი,
შენი სისხლია.
და ეს სისხლია ის მდინარე
ჩემი სახლის წინ
რომ ჩამოდიოდა
და ახლა
ამ უთვალავი წვიმების  შემდეგ
სხვის სახლთან
გადაინაცვლა.
მაგრამ ხელები
ჩემი ხელები
სველია მაინც.
სისხლიანი
და სუფთა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები