-ჯონ! -თქვენს თავზე მესამე პირში რატომ საუბრობთ? -არ ვიცი, არ დავკვირვებივარ. -უცნაურია ჯონ, ისე გადმოცემ საკუთარ თავს თითქოს გინდათ საფრთხე დაანახოთ მსმენელს. -არა, ეს არც მიცდია, რატომ უნდა მინდოდეს თქვენი შეშინება. -ჯონ მე სხვა რამ ვიგულისხმე. ჩემს შეშინებას არ ვგულისხმობ და არც მუქარას, იმის თქმა მინდა, რომ შენს მიერ დახასიათებული შენი თავი რაღაც უფრო ზოგადს და გრანდიოზულს გავდა, უფრო მასშტაბურს ვიდრე ორ პიროვნებას შორის დიალოგს. თითქმის შვიდი თვეა გრძელდება ჩვენი შეხვედრები და ესეთი გამოფრქვევა პირველად ვნახე. -ვერ ვხდები ექიმო, მე უბრალოდ ჩემი თავი დავახასიათ, როგორც თქვენ მთხოვეთ. -დიახ, მაგრამ შენ თითქოს შენი სხეულიდან გამოხვედი და გვერდიდან შემყურე აღწერე შენივე თვალით დანახული შენი თავი, მაგრამ ეს მეზობლის ან თანამშრომლის მონაყოლს არ გავდა, რადგან შენ ის ყველაფერი იცი რაც სხვამ არ იცის, აქედან მოდიოდა შენი თავის მიმართ ასეთი სიმძაფრე. -მერე ეს ცუდია ? -არ ვიცი ჯონ, შენ მითხარი! -არ ვიცი რა ვთქვა, ალბათ ნაბახუსევზე საუბარი აგრესიულად გამომდის. -არა ჯონ, საკმაოდ დიდი ხანია გიცნობ და ყველა მდგომარეობაში მინახიხარ, მაგრამ ეს რაღაც ახალია. -თვლი რო საშიში ხარ ვინმესთვის ან რამესთვის ან თუნდაც შენი თავისთვის? არა ქლერ, მართლა ვერ ვხდები რა მოისმინე ჩემგან განსაკუთრებული დღეს. თანაც უკვე გვიანია და ჩემი წასვლის დროა უკვე, შემდეგში გავაგრძელოთ. -ჯონ, თუ რამის თქმა გინდა მითხარი, დროს მნიშვნელობა არ აქვს და ეს შენც მშვენივრად იცი. -დიდი მადლობა ქლერ, ვიცი შენი ჩემდამი დამოკიდებულება და მართლა მადლობელი ვარ, მაგრამ ღიირს კი შენი დროის ჩემზე ხარჟვა? ნაცრიფრად იხუმრა ჯონმა -სანამ ფულს მიხდი ღირს ჯონ. ხუმრობითვე უპასუხა ექიმმა ქლერმა. -მომავალ შეხვედრამდე ექიმო. ჯონი ადგა, კლერს გაუღმა, პიჯაკი ხელზე გადაიკიდა, მეორე ხელით თმა გაისწორა და შლაპა მოირგო, იმავე ხელით ქოლგა აიღო, რამოდენიმე წამით კართან გაჩერდა, თითქოს დარჩენა უნდოდა, მაგრამ მაინც გავიდა და კარი ცივად გაიხურა. ლამაზი ქალბატონია ექიმი ქლერი! არა ჯოონ?
----კლერის ჩანაწერი--- დღეს მას პირველი რეალური თვითშეფასება ქონდა. ეს ნამდვილი გარღვევა იყო, თითქოს მისმა შინაგანმა ხმამ გამოაღწია. შევნიშნე რო თითქოს ხვდებოდა რაზეც ჩავეკითხე მას მაგრამ უარყო, მხოლოდ ჩემთან კი არა, თავისივე თავში უარყო. ეშინია, დაბნეულია, მაგრამ არ იცის რა არის ეს, არ იცის რისი ეშინია, არ იცის რა ილაპარაკა ან რატო ილაპარაკა მაგრამ ხვდება რო ეს რაღაც მისი ნაწილია, ის ამოხეთქვა რაც დღეს მას ქონდა არ იყო მისთვის უცნობი. შეიძლება დისოციაციური აშლილობა იყოს მაგრამ არ იკვეთება განსხვავებული მოსაზრებები და მსოფხედველობა და მისი დღევანდელი გასხვავებული თვითკრიტიკა, რომელიც მე მაინც უფრო სიღრმისეული მიზეზი მგონია, შეიძლება მართლა ალკოჰოლის ბრალი იყოს. მიუხედავად ამდენი ხნის პრაქტიკის და შეხვედრებისა ის ჩემთვის მაინც რთული პიროვნბაა, მიჭირს შევისწავლო.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პროლოგის ინტრიგამ ვერ გასტანა მესამე თავამდეც კი... სამწუხაროა.
პროლოგის ინტრიგამ ვერ გასტანა მესამე თავამდეც კი... სამწუხაროა.
5. კორექტურაა გადასახედი. თვითონვე მიხვდები, თუ დაკვირვებით წაიკითხავ. მექანიკური შეცდომები, მაგალითად, ხან კლერი გიწერია, ხან ქლერი. თვლი რო საშიში - რომ სასიში ხარ. - ასეთი ბევრია.
დანარჩენი, მომეწონა, დამაინტერესა. :)
5 კორექტურაა გადასახედი. თვითონვე მიხვდები, თუ დაკვირვებით წაიკითხავ. მექანიკური შეცდომები, მაგალითად, ხან კლერი გიწერია, ხან ქლერი. თვლი რო საშიში - რომ სასიში ხარ. - ასეთი ბევრია.
დანარჩენი, მომეწონა, დამაინტერესა. :)
5
4. @დუდალე მართალია, რაღაც არ მყოფნის :) @დუდალე მართალია, რაღაც არ მყოფნის :)
3. ცოტა დიდი თავები დაწერე ცოტა დიდი თავები დაწერე
2. ცოტა დიდი თავები დაწერე ცოტა დიდი თავები დაწერე
1. თუ გადახედავთ და გაასწორებთ კარგი იქნება.
მომწონს წიგნები, რომლებსაც თავიდან ვერ ვიგებ. ბოლოში კვანძი რომ იხსნება და წიგნი სრულდება, კითხვას თავიდან ვიწყებ.
ვნახოთ... თუ გადახედავთ და გაასწორებთ კარგი იქნება.
მომწონს წიგნები, რომლებსაც თავიდან ვერ ვიგებ. ბოლოში კვანძი რომ იხსნება და წიგნი სრულდება, კითხვას თავიდან ვიწყებ.
ვნახოთ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|