რა ხდება? ნუთუ შემომელია, მე ლექსი... ნუთუ ვერ ვწერ ჩემს საწერს, და ვგრძნობ სიმუნჯეს, მთელი წელია ჩემს ბაგეს მძიმე ტვირთად რომ აწევს. თქვენ იტყვით - აგერ, სტროფი ხომ შედგა, სათქმელიც ოთხი სტრიქონით ითქვა... ოჰ, ვერ მიმიხვდით. მე დამიძველდა ჩვევა რომ ვწერო სიტყვასთან სიტყვა. ეს ხელს სჩვეოდა და მივხვდი - კმარა! რაც იყო ძველად, ის აწმყოს რას სთხოვს?! ოდესღაც ვქმნიდი, ო, სტრიქონს არა, რაღაც სხვას, მაგრამ რას? - აღარ მახსოვს. იმ სხვაში შიში ვერასდროს ჩარგეს, ის ლაღი ხმებით ცელქობდა სულ და თავად ეფინა ღიმილად ბაგეს და თვით ტიროდა, როცა ეს სურდა.
Что сделалось? Зачем я не могу, уж целый год не знаю, не умею слагать стихи и только немоту тяжелую в моих губах имею? Вы скажете - но вот уже строфа, четыре строчки в ней, она готова. Я не о том. Во мне уже стара привычка ставить слово после слова. Порядок этот ведает рука. Я не о том. Как это прежде было? Когда происходило - не строка- другое что-то. Только что? - Забыла. Да, то, другое, разве знало страх, когда шалило голосом так смело, само, как смех, смеялось на устах и плакало, как плач, если хотело?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ქალბატონო ბელა, ტავს არ გადრით, მაგრამ საოცრად მაგავსი განწყობაა... მშვენიერია! ქალბატონო ბელა, ტავს არ გადრით, მაგრამ საოცრად მაგავსი განწყობაა... მშვენიერია!
2. კარგი შესრულებაა, ამაზე ბევრად კარგი ლექსები აქვს ისინი თარგმნეთ. კარგი შესრულებაა, ამაზე ბევრად კარგი ლექსები აქვს ისინი თარგმნეთ.
1. კარგადაა თარგმნილი კარგადაა თარგმნილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|