ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2017


ლოდინი მო-ლოდი-ნის გარეშე

არაფერს არ ველი, დღეებსაც არ ვითვლი,
ვწყნარდები, ვქვავდები, ასე სჯობს დროებით.
აღარ ღირს გატანჯვა მსოფლიო ნაღველით,
არც საწუხარით და არც ამაოებით.

მივდიოთ ცხოვრებას - ეს ჩვენი ვალია,
ვერ შევცვლით დინებას ჩვენ უფლის მდინარის,
გავაღოთ დახშული ეს სულის გალია,
დროა, ჩვენი თავი გავიცნოთ, ვინ არის...

არაფერს დავეძებ - სიმშვიდეს მიველტვი,
მიიქცა, მოიქცა, ოკეანეც ჩადგა...
ჰორიზონტს ჰკიდია მზის სხივად იმედი,
უნდა ჩამიქროლოს ჩემმა ლიანდაგმა,

ან გემმა მოსცუროს, ან ნავმა პატარამ
და სულის ყურეში ჩაუშვას ის ღუზა;
სულ სული მიბეროს კეთილმა მხატვარმა,
გავხდები ცოლი და მარინისტის მუზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები