 | ავტორი: ჰეტსონ ჟანრი: პოეზია 2 აპრილი, 2017 |
ცა, ლურჯი, ფრინველთა გალია, ზღვა მშვიდი – სიზმრებით ორსული. ჩემს ოთახს ათასი კარი აქვს და მაინც, ამ კართან მოსული არავინ მინახავს, წლებია. ვიღლები და ვნატრობ აისებს, ჩიტები ცის ფსკერზე წვებიან და ფრთათა ფარფატით ავსებენ ცას. ლურჯს, ფრინველთა გალიას, ზღვასავით მღვრიეს და შორეულს, ჩემს თავსაც ათასი კარი აქვს, ათასი შარა და, მორევში მოყოლილ მეთევზეს მაგონებს, ვინც სცადა და ჩემთან მოვიდა. ვით დარდით ავსებულ ვაგონებს, ცლის ცა, და მშვიდად, შორიდან მიწაზე შავ ჩიტებს ანარცხებს. და მღვრიე ზღვა გლოვობს მენავეს ათასი კარი მაქვს სახლამდე, და – ბოლო კარია შენამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა. კარგი ლექსია. მომეწონა. კარგი ლექსია.
2. როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი? დიდხანს ნაგროვები ემოციაა ერთი ხელის მოსმით დაწერილი თითქოს. ზუსტად არ ვიცი სწორად ავხსენი თუ არა რა განცდაც დამრჩა, მაგრამ ნაწერი არის მშვენიერი, კარგი.
როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი? დიდხანს ნაგროვები ემოციაა ერთი ხელის მოსმით დაწერილი თითქოს. ზუსტად არ ვიცი სწორად ავხსენი თუ არა რა განცდაც დამრჩა, მაგრამ ნაწერი არის მშვენიერი, კარგი.
1. მიუხედავად იმისა, რომ ათასმეერთე კარი ვერ დაინახე, ლექსი მომეწონა.
სასიამოვნოდ იკითხება.
მიუხედავად იმისა, რომ ათასმეერთე კარი ვერ დაინახე, ლექსი მომეწონა.
სასიამოვნოდ იკითხება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|