| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 9 აპრილი, 2017 |
რა საოცარია, არ ვთრთით და არ ვღელავთ, ერთგულების ფიცი არასდროს არ გვითქვამს, ეს მიწა, რომელსაც მრავალჯერ გავთელავთ, ჩვენ ორის ნაბიჯებს წყვილად არ აღიქვამს.
რა საოცარია, რომ არ მეგებებით გრძნობით, სიყვარულით... გული არ ნეტარებს, ჟრუანტელს რომ არ მგვრით უნაზეს შეხებით, მშვიდად და გულგრილად ვშორდებით ერთმანეთს.
გული რომ საგულეს რჩება და არ მოთქვამს, როს ალერსს უნაზესს სხვებისთვის იმეტებთ, ეგ ბაგე ჩემს სახელს ვნებით არ წარმოთქვამს და რომ არ ვამყარებ თქვენზე ჩემს იმედებს.
რა საოცარია, რამხელა წყალობა, ნაზი უარით და მორცხვი ხასიათით, რომ ჩვენი ჯვრისწერის ფსალმუნთა გალობა არ იგალობება ალილუიათი.
უღრმესი მადლობა მზისა და ცისათვის, შორიდან ტკბობის და ტრფობის უფლებისთვის, უღრმესი მადლობა მშვიდი ძილისათვის და მზის ჩასვენების დიდებულებისთვის.
არ გვიყვარს ერთურთი - რა საოცარია! არ გვსურს მზისქვეშეთში გულები გავცვალოთ, ღამის ცას, მშვენიერს და ნათელმთვარიანს, არაფრად მივიჩნევთ, ერთმანეთს არ ვწყალობთ.
გმადლობთ იმისათვის, რომ ავად არა ვარ მე თქვენით, თქვენ - ჩემით, ორივეს ბრალია; გმადლობთ და... ვწუხვარ და... დარდით აღარა ვარ... რა საოცარია.
Мне нравится
Мне нравится Мне нравится,что Вы больны не мной, Мне нравится, что я больна не Вами, Что никогда тяжелый шар земной Не уплывет под нашими ногами. Мне нравится, что можно быть смешной Распущенной-и не играть словами, И не краснеть удушливой волной, Слегка соприкоснувшись рукавами. Мне нравится еще, что Вы при мне Спокойно обнимаете другую, Не прочите мне в адовом огне Гореть за то, что я не Вас целую. Что имя нежное мое, мой нежный, не Упоминаете ни днем ни ночью - всуе... Что никогда в церковной тишине Не пропоют над нами: аллилуйя! . Спасибо Вам и сердцем и рукой За то, что Вы меня - не зная сами! - Так любите: за мой ночной покой, За редкость встреч закатными часами, За наши не-гулянья под луной, За солнце не у нас на головами, За то, что Вы больны - увы! - не мной, За то, что я больна - увы! - не Вами.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მე ამ ლექსის სხვა ვერსიებიც მაქვს ტექსტთან მიახლოებული, მაგრამ ვიდრე არ დავშორდი ტექსტს, ვერ მივუახლოვდი სათქმელსა და ემოციურ მიზანდასახულობას.
„იშვიათი შეხვედრები". „დედამიწა მძიმე ბურთი", „ავად ხართ, ავად ვარ" „სიტყვებით თამაში" და ქართულისთვის არაბუნებრივი და ხელოვნური რამდენიმე პასაჟი, რომლებიც რუსულს ეტკბილხმოვანება და ქართულს - პირიქით.
მე ამ ლექსის სხვა ვერსიებიც მაქვს ტექსტთან მიახლოებული, მაგრამ ვიდრე არ დავშორდი ტექსტს, ვერ მივუახლოვდი სათქმელსა და ემოციურ მიზანდასახულობას.
„იშვიათი შეხვედრები". „დედამიწა მძიმე ბურთი", „ავად ხართ, ავად ვარ" „სიტყვებით თამაში" და ქართულისთვის არაბუნებრივი და ხელოვნური რამდენიმე პასაჟი, რომლებიც რუსულს ეტკბილხმოვანება და ქართულს - პირიქით.
2. ტექსტს ალაგ-ალაგ ემთხვევა, თუმცა, კარგად იკითხება... :) გილოცავთ აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ტექსტს ალაგ-ალაგ ემთხვევა, თუმცა, კარგად იკითხება... :) გილოცავთ აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
1. კინაღამ ვერ მივხვდი რომელი ლექსი გადმოთარგმნეთ :)
უჩვეულო და საინტერესო ვერსიაა.
ბოლო სტროფი მომეწონა განსაკუთრებით ( არა როგორც თარგმანი ).
"გმადლობთ იმისათვის, რომ ავად არა ვარ მე თქვენით, თქვენ - ჩემით, ორივეს ბრალია; გმადლობთ და... ვწუხვარ და... დარდით აღარა ვარ... რა საოცარია."
კინაღამ ვერ მივხვდი რომელი ლექსი გადმოთარგმნეთ :)
უჩვეულო და საინტერესო ვერსიაა.
ბოლო სტროფი მომეწონა განსაკუთრებით ( არა როგორც თარგმანი ).
"გმადლობთ იმისათვის, რომ ავად არა ვარ მე თქვენით, თქვენ - ჩემით, ორივეს ბრალია; გმადლობთ და... ვწუხვარ და... დარდით აღარა ვარ... რა საოცარია."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|