ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2017


ბედნიერება...

მე მინდა მქონდეს სახლი და ეზო ,
და ამ ეზოში რომ ყეფდეს ძაღლი.
დედას ბუხარში რომ ცეცხლი ენთოს,
და ხელში ჩვილი ეჭიროს ბავშვი.
მე მინდა მქონდეს ბედნიერება , 
მისი სიუხვით ხარობდეს სახლი.

რომ მამა ისევ უვლიდეს დედას იასამნებით გადამთვრალ ბაღს...

და რომ მე მერქვას ბედნიერება,
და ისევ ვიყო პატარა ბავშვი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები