 | ავტორი: მეწერებაა ჟანრი: პოეზია 26 აპრილი, 2017 |
მკითხე და პასუხს ვერ მიიღებ რაზეც იკითხე, რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის სურვილი! რა გითხრა?! ისევ პოეტი ვარ და ვგრძნობ, დღითიდღე სამყარო როგორ მიფეთქდება ფეხქვეშ ჭურვივით.
რა გითხრა?! ისევ მენატრება ჩემი ორკარა ქოხი, ბაღი და საღამოთი მურას აშვება, ახლა კი, სახე არეული ღმერთებს მოვგავარ ხეებისგან რომ გამოთალეს ინკა ბავშვებმა.
რა გითხრა?! როცა გველეშაპად სულის არათითს აზის ცოდვა და სიბინძურე რგოლის ბეჭდებად, აქ ყველგან ბრბოა და სიკვდილი „როგორ არა“-თი არის პასუხი, ვინც უკუღმა ჯორზე შეჯდება.
რა გითხრა?! ახლა შიშველი ვარ, ჩემი სირცხვილიც, ვნების ქარებით გადამალა ყველა ლამაზმა, და შევრჩი მიწას, როგორც მარხვას კენტი რიცხვივით, ათ წელში ერთხელ რომ ემთხვევა მოსულ რამაზანს.
2012 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ასეთი ლექსები დაესიზმროთ ნეტა და ახსოვდეთ ბარეორ-ებს... ასეთი ლექსები დაესიზმროთ ნეტა და ახსოვდეთ ბარეორ-ებს...
1. კარგია. წერე :))) კარგია. წერე :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|